სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საბჭო დეკანის თავმჯდომარეობით პრიორიტეტად ისახავს როგორც სტუდენტების ისე პროფესორ მასწავლებლების სამეცნიერო მუშაობის წახალისებასა და ხელშეწყობას, სწორედ ამ მიზნით ფაკულტეტზე შეიქმნა შემდეგი კვლევითი ინსტიტუტები: პოლიტიკისა და სამართლის, კერძო სამართლის, კულტუროლოგიის, საერთაშორისო ურთიერთობების და ჩინეთის კვლევების ინსტიტუტი.
ფაკულტეტის ბიუჯეტში სამეცნიერო პროექტებისათვის გამოყოფილია100000 ლარზე მეტი ფულადი თანხა.
დღეის მდგომარეობით სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორ მასწავლებლები სხვა მოწვეულ ექსპერტებთან ერთად ახორციელებენ შემდეგ სამეცნიერო პროექტებს :
„ქართული მენტალური ლექსიკონი“;
„მედია სამართალი“;
„სასამართლო მჭერმეტყველება“;
„საქართველოს ტერიტორიული და სახელმწიფოებრივ პოლიტიკური მოწყობის, მმართველობისა და თვითმმართველობის ასპექტები. „ (ისტორიული პოლიტიკური და სამართლებრივი ანალიზი);
„საგამოძიებო სამართალი“;
„საქართველო საერთაშორისო ურთიერთობებსა და საერთაშორისო სამართლის სისტემაში“;
„არაბული ეთნო-მენტალობისა და ეთნო-კულტურის კვალი ქართულ სინამდვილეში“ -პუბლიცისტიკა და სამართლებრივი ანალიზი;
ინტერდისციპლინარულ პროგრამებში ჩართულია არა მარტო ჩვენი არამედ სხვა მიმართულების მეცნიერ მუშაკებიც (ფილოლოგები, ჟურნალისტები, ისტორიკოსები, არქიტექტორები და სხვა).
ზემოაღნიშნული პროექტები გარდა იმისა რომ გამოხატავენ ფაკულტეტის დასახულ სამეცნიერო პოლიტიკას ასევე ემსახურებიან მონოგრაფიების, სახელმძღვანელოების, დამხმარე სახელმძღვანელოების შექმნას და გულისხმობენ სამეცნიერო სტატიების გამოქვეყნებას სხვადასხვა მიმართულებით საერთაშორისო რეფერირებად, სამეცნიერო პერიოდულ გამოცემებში.