საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორი, ისტორიკოსი, ჟურნალისტი, პოლიტოლოგი; პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი ჰენრი კუპრაშვილი ტალინში ზამთრის ცურვის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობდა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
აღნიშნულ ჩემპიონატში პროფესორის მონაწილეობა დაფინანსდა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ბიუჯეტიდან. ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია ჰენრი კუპრაშვილს ულოცავს ამ წარმატებას და იმედოვნებს კიდევ დიდხანს ასახელებს იგი ჩვენს ქვეყანას და უნივერსიტეტს მსოფლიოს მასშტაბით.
ჰენრი კუპრაშვილი გამორჩეულია თავისი ბიოგრაფიული მონაცემებით. იგი არის გადამდგარი პირველი კლასის სახელმწიფო მრჩევლი; საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწე; ვიცე–პოლკოვნიკი; ომის ვეტერანი; მსოფლიო ჩემპიონი – ბიატლსა და ტრიატლში (თანამედროვე ხუთჭიდი, 2015); სპორტსმენი: მოცურავე (სათავე დაუდო მსოფლიოში სრუტეთა გადაცურვის ახალ წესს, როდესაც გადაცურა დარდანელის სრუტე „მხედრული კოლხურით“; პირველი ქართველი საერთაშორისო მარათონელი მოცურავე); მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი – ზამთრის (ყინულჭრილში) ცურვა (ტალინი, 2018); ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის კავალერი; „მხედრული მამაცობისათვის“ საქართველოს სახელმწიფო მედლის მფლობელი; „სამგალითო სამსახურისთვის“ უკრაინის შინაგანი ჯარების პირველი ხარისხის მედლის მფლობელი; ბაირონის საერთაშორისო საზოგადოების ოქროს მედლით დაჯილდოებული; თავისუფლების მსოფლიო მედალი (ამერიკის ბიოგრაფიული ინსტიტუტი); წლის ადამიანი – 2002 (გაზეთი “ახალი ეპოქა“); წლის ადამიანი – 2006 (ამერიკის ბიოგრაფიული ინსტიტუტი); კეთილი ნების ელჩი – მსოფლიო რბენა ფრთები სიცოცხლისათვის (Wings for Life World Run); დავით აღმაშენებლის ჩოხოსანთა კავშირის „ჩოხოსნები – 1973“–ის შემქმნელი და თავმჯდომარე; საქართველოს ცურვის ეროვნულ სახეობათა ფედერაციის გენერალური მდივანი; ცურვის ეროვნული სახეობების შემსწავლელი პირველი სახელმძღვანელოს ავტორი; ტ/კომპანია სი-ენ-ენ-ის (17.02.01, 05.11.02) მიერ „ადამიან დელფინად“, ასევე მსოფლიო მასმედიის მიერ „წყლის პრომეთედ“, „დარდანელის გმირად“, სრუტეთა მბრძანებლად მონათლული და სხვ.
ძალზედ საინტერესო და მრავლისმთქმელია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მის მიერ განვლილი გზა:
საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის უფროსი პრეპარატორი, ლაბორანტი, უფროსი ლაბორანტი, უფროსი მასწავლებელი, დოცენტი, პროფესორი, პროფკავშირის გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.
სპორტსმენობასთან ერთად უაღრესად აღსანიშნავია პროფესორ ჰენრი კუპრაშვილის სამეცნიერო მოღვაწეობა:
სადისერტაციო თემის დასახელება, დაცვის წელი | |
მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი | პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი – (დიპ. N001318), სპეციალობა 23.00.01 – პოლიტიკური მეცნიერების თეორია და ისტორია (2003 წ.). |
მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი | პოლიტიკის მეცნიერებათა კანდიდატი (დიპ. N002417), სპეციალობა 23.00.04 – საერთაშორისო ურთიერთობების პოლიტიკური პრობლემები და გლობალური განვითარება (1999 წ.). |
სერტიფიკატები:
- ქ. კაიროს უმაღლესი მმართველობის კვალიფიკაციის ამაღლების კურსები
- ჯორჯ მარშალის სახელობის უშიშროებისა და საერთაშორისო ურთიერთობათა შემსწავლელი ცენტრის კოლეჯის უმაღლესი სახელისუფლო კურსი (CISS Class: 00-2, 2000)
- აშშ-ს ევროპის შტაბისა და თავდაცვის ანალიზის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ მე-2 სიმპოზიუმი „საქართველო – დიალოგი 2000“ (უშიშროების მოდელირების სინთეზური გარემო)
- ჯორჯ მარშალის სახელობის უშიშროებისა და საერთაშორისო ურთიერთობათა შემსწავლელი ცენტრი, „კრიზისების მართვა“
სამეცნიერო სფეროს დასახლება
პოლიტოლოგია, ევროპისმცოდნეობა, ეროვნული უშიშროება, საინფორმაციო პოლიტიკა, საინფორმაციო ეპოქა, საინფორმაციო სისტემები, ინფორმაციული (კიბერ) ომები, საინფორმაციო უშიშროება, საინფორმაციო-ანალიტიკური ტექნოლოგიები, საერთაშორისო ურთიერთობების გეოპოლიტიკური ასპექტები, საგარეო პოლიტიკა, XIX საუკუნის I ნახევრის საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა, ქართული საზოგადოებრივ-პოლიტიკური აზრი XIX საუკუნის პირველ ნახევარში, სპორტი.
სამეცნიერო კვლევის პრაქტიკაში დანერგვა:
1996–1998 წლებში მისი ხელმძღვანელობით საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატში შეიქმნა (საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება # 05–ს (საიდუმლო), 12.02.1996.): 1. სტრატეგიული ანალიზისა და მოდელირების ინფორმაციული უზრუნველყოფის ავტომატიზებული სისტემა «დიდგორი»; 2. პოლიტიკური პროცესების პოლიტომეტრიკული მეთოდით ანალიზის პროგრამა «აისი» და სხვ.
დიპლომატიური საქმიანობა:
1996-2001 წლებში საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენელი იყო დსთ-ს (დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის) წევრი სახელმწიფოების ინფორმატიზაციის საკორდინაციო საბჭოში.
კოორდინატორი:
საქართველოს მხრიდან – საერთაშორისო სემინარის «რეფორმების კოორდინირება საჯარო სექტორში: საქმიანობის გაუმჯობესება და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა». 1997 წლის 9-10 ოქტომბერი. ორგანიზატორები მსოფლიო ბანკი და საქართველოს მთავრობა (მიღებული აქვს მადლობის წერილი მსოფლიო ბანკის ვაშინგტონის ოფისიდან).
სხვადასხვა სამთავრობო კომისიების წევრობა:
იყო: 1) ლტოლვილთა აღრიცხვის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე (საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება, 1992 წ.); 2) ეროვნული უშიშროების კონცეფციის შემმუშავებელი კომისიის წევრი (საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 23 აგვისტოს # 551 ბრძანებულება); 3) საქართველოს ტერიტორიაზე ძალოვანი სტრუქტურებისათვის გადმოცემული და მიტოვებული ყოფილი საბჭოთა კავშირის სამხედრო ნაწილების სამხედრო ქალაქების, სამხედრო პოლიგონებისა და სხვა საწარმოო ნაგავსაყრელების ტერიტორიაზე ქიმიურ-რადიაციული ფონის მდგომარეობის შემოწმებელი სამთავრობო კომისიის წევრი (საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის ნოემბრის # განკარგულება); 4) მმართველობის საკითხთა სამთავრობო კომისიის წევრი (საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 10 მაისის # 286 დადგენილება); 5) საქართველოში ინფორმატიზაციის განვითარების მიზნით შექმნილი კომისიის წევრი (საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ბრძანება # 6, 10.02.98.) და სხვ.
ჰენრი კუპრაშვილი – მეცნიერი და პუბლიცისტი.
100–მდე სამეცნიერო შრომისა და 2 გამოგონების ავტორი. პრესაში გამოქვეყნებული აქვს 400-ზე მეტი სტატია. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერნციებზე გაკეთებული აქვს 50-მდე მოხსენება.
ჰენრი კუპრაშვილი – მოცურავე.
- მსოფლიო მასმედიის მიერ მისთვის შერქმეული მეტსახელები: ადამიანი დელფინი (ტ/კომპანია სი-ენ-ენი 17.02.01, 05.11.02), სრუტეთა მბრძანებელი, დარდანელის გმირი, წყლის პრომეთე და სხვ., მიიღო მას შემდეგ, რაც:
- კაცობრიობის ისტორიაში პირველმა, „მხედრული კოლხურით“ (ოთხგან ხელფეხშეკრულ მდგომარეობაში ცურვის ქართული სამხედრო-საწვრთნელი სტილი) 2001 წლის 28 იანვარს „ლაგუნა ვერეს“ აუზში გაცურა 2 ათასი მეტრი;
- ხოლო 2002 წლის 30 აგვისტოს, ასევე „მხედრული კოლხურით“ გადაცურა დარდანელის სრუტე ევროპიდან აზიაში – 12 კმ.
- 2013 წლის 7 ივლისს მონაწილეობა მიიღო ბოსფორის სრუტის თავისუფალი სტილით საკონტინენტთაშორისო გადაცურვაში, აზიიდან ევროპაში (დრო 01:03:14).
- ზამთრის ცურვის მე-9 მსოფლიო ჩემპიონატზე (2014 წლის 19-23 მარტი, როვანიემი, ფინეთი) კროლით ცურვაში 25 მეტრიან დისტანციაზე მე-12, ხოლო 50 მეტრიან დისტანციაზე მე-8 ადგილი დაიკავა.
- ზამთრის ცურვის 11-ე მსოფლიო ჩემპიონატზე (2018 წლის 6-10 მარტი, ტალინი, ესტონეთი) მოიპოვა ბრინჯაოს მედალი ბატერფლაით ცურვაში, ორი მე-4 ადგილი (კროლი 50 და 100 მეტრი) და ერთი მე-7 ადგილი (კროლი 25 მეტრი).
ჰენრი კუპრაშვილი – თანამედროვე ხუთჭიდელი (მსოფლიო ჩემპიონი – კატეგორია Master C):
ბიატლი (სირბილი-ცურვა-სირბილი): მსოფლიო ჩემპიონატი (21.09.2015) – ოქროს მედალი (გუნდური);
ტრიატლი (4 სერია სროლა-ცურვა-სირბილი): მსოფლიო ჩემპიონატი (20.09.2015) – ოქროს მედალი (გუნდური);
ლაზერ რბენა (3 სერია სროლა-სირბილი): პირველი ადგილი (დრო– 6:51:00). თბილისის საერთაშორისო ტური (01.04.2017).
ჰენრი კუპრაშვილი – მარათონელი მორბენალი.
- სამთო მედია გარბენი მე-2 ადგილი – 18.02.2018
- 21 კმ. ვეტერანების ნახევარ მარათონი. 23.09.2017.
- 10 კილომეტრი, პირველი ადგილი – „თბილისიმარათონი“ (2017 წლის 23 ოქტომბერი).
- 350 კმ. (ტრამვირებული მუხლით). ფრთები სიცოცხლისათვის – მსოფლიო რბენა Wings for Life World Run (2017 წლის 7 მაისი)
- 0975 კილომეტრი, მეორე ადგილი – „თბილისიმარათონი“ (2016 წლის 23 ოქტომბერი).
- 23 (ოფიც. 21.0975) კილომეტრი – „ყაზბეგიმარათონი“ (2016 წლის 4 სექტემბერი).
- 15კმ. 130 მ. – მსოფლიო რბენა Wings for Life World Run (2016 წლის 8 მაისი)
- 10 კილომეტრი, მესამე ადგილი – „თბილისიმარათონი“ (2015 წლის 25 ოქტომბერი).
- 9 კილომეტრი – მსოფლიო რბენა Wings for Life World Run (2015 წლის 3 მაისი).
- 0975 კილომეტრი – „თბილისიმარათონი“ (2014 წლის 25 ოქტომბერი).
- 12 კილომეტრი – მსოფლიო რბენა Wings for Life World Run (2014 წლის 4 მაისი).
ჰენრი კუპრაშვილი – მწვრთნელი.
მან:
- 2004 წელს ლაგუნა ვერეზე შექმნა ქართული ცურვის (კოლხურ–იბერიული სტილი) შემწავლელი მსოფლიოში პირველი ჯგუფი და ცურვა შეასწავლა დემირელი კოლეჯის 11 მოსწავლეს.
- ლაგუნა ვერეს მწვრთნელ დიმიტრი დიკთან ერთად, ქართულ ცურვაში მოამზადა ნინო ბასილაია (11 წლის), ანი სიჭინავა (11 წლის), ირაკლი შენგელია (12 წლის), თემურ კობახიძე (12 წლის), ნასტია გრივაჩი (13 წლის), დათო ბარდაველიძე (14 წლის) და თიკა ბაკურაძე (15 წლის), რომლებმაც 2006 და 2007 წლებში მსოფლიოში პირველებმა „მხედრული კოლხურით“ ჯგუფურად გადაცურეს თბილისის ზღვა.
მისმა აღზრდილებმა:
- 11 წლის ჯიმიკო ბროძელმა „მხედრული კოლხურით“ (ცურვის სამხედრო-საწვრთნელი სტილი) გადაცურა თბილისის ზღვა (03.08.2008);
- SB11 კატეგორიის მოცურავემ, ორივე თვალით უსინათლო ნიკა თვაურმა მსოფლიო ჩემპიონატზე (ქ. ალანია, თურქეთი, 04.04.2011) ბრასით სტილით ცურვაში მოიპოვა ბრინჯაოს მედალი;
- ხოლო 17 წლის ანა ლომინაძემ ასევე „მხედრული. კოლხურით“ გადაცურა დარდანელის სრუტე (30.08.2012).