სტუ-ს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას შორის მემორანდუმი გაფორმდა

 

2018 წლის 17 მარტს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით პროექტის „შეხვდი დამსაქმებელს“ ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი  ვახტანგ ყოლბაია, მთავრობის წევრები, აფხაზეთის ა/რ-ის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, დეპუტატები და აფხაზეთის ა/რ-ის მთავრობის აპარატის პასუხისმგებელი პირები შეხვდნენ სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს. 

ღონისძიება გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა ლევან კლიმიაშვილმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა სტუმრებს მობრძანებისთვის და ხაზი გაუსვა მემორანდუმის გაფორმების მნიშვნელობას. შეხვედრას ასევე ესწრებოდა სტუ-ს რექტორის მოადგილე, პროფესორი ზურაბ გასიტაშვილი და სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია დამსწრე საზოგადოების წინაშე წარსდგა მთავრობის 2015-2017 წლების ანგარიშით, სადაც დეტალურად მიმოიხილა განხორციელებული პროექტები.

შეხვედრის ფარგლებში გაიმართა  მწვავე დისკუსია მიმდინარე აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით, რომელშიც მონაწილეობდნენ: აფხაზეთის ა/რ-ის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა(გია) გვაზავა, თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ გამახარია, ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში მინისტრის პირველი მოადგილე- ბელა კოპალიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი-ქეთევან ბაკარაძე, ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრი- მურმან ფარფალია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარეიგორ კოპალიან,  აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე- როლანდ ნიჟარაძე, ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში მინისტრის პირველი მოადგილე- ბელა კოპალიანი, მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველმაყვალა ბერიანიძე, მთავრობის აპარატის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებთან ურთიერთობისა და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილემარინა შენგელია და სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.

შეხვედრის დასასრულს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას  შორის.  

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply