საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების კლუბის ორგანიზებით განხორციელდა ღონისძიება, რომელსაც ხელმძღვანელობდა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის მეორე კურსის სტუდენტები ირინა მიქავა და შალვა ჩოხელი. სტუდენტებმა ზვიად გამსახურდიას სახელობის აუდიტორიაში, წარმოადგინეს მოხსენება “26 მაისი დამოუკიდებლობის დღე რეფორმები, პიროვნებები, მიღწევები და შეცდომები ”
ღონისძიება გახსნა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა ირაკლი გაბისონიამ, ასევე ესწრებოდნენ პროფესორები და სტუდენტები , რომლებიც აქტიურად ჩაერთვნენ აღნიშნულ აქტივობაში. 26 მაისი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დიდი ეროვნული დღესასწაული . 1918 წლის 26 მაისს ერის ისტორიულ დროთა გაწყვეტილი კავშირის, ერის სახელმწიფოებრიობის აღდგენის დიდი ნიშანსვეტია,ის თვისობრივად სრულიად ახალი ეტაპის დასაწყისია საქართველოს სახელმწიფოებრივ აღმშენებლობაში. დაიბადა ახალი ტიპის სახელმწიფო, XX საუკუნის ევროპული ტიპის დემოკრატიული, ერთიანი სუვერენული ქვეყანა.26 მაისს დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე შექმნილი საქართველოს რესპუბლიკა იყო ჭეშმარიტად დემოკრატიული სახელმწიფო. მას ჰქონდა დამოუკიდებლობის ყველა ატრიბუტი და, მიუხედავად მძიმე საშინაო და საგარეო პირობებისა თავის ფუნქციებს ასრულებდა. დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა არ ითმენდა მის საქმეებში უცხო სახელმწიფოთა ჩარევას და შეძლებისდაგვარად ახერხებდა მის აღკვეთას. მაშინ ჩაეყარა საფუძველი დამოუკიდებელი საქართველოს საგარეო პოლიტიკის ფუძემდებლურ პრინციპებს. ბევრ მათგანს დღესაც არ დაუკარგავს თავისი მნიშვნელობა. სტუდენტებმა განიხილეს უშუალოდ ის ფაქტები და მოვლენები, რაც ხდებოდა 1918 წლის 26 მაისამდე და, რაც მოხდა მას შემდეგ. აღნიშნავს ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი ირინა მიქავა.
1918 წლის 26 მაისის იდეების გაგრძელება არის საქართველოს დემოკრატიული სუვერენული სახელმწიფოს ჩამოყალიბება.
საერთაშორისო ურთიერთობების სპეცაილობის სტუდენტების მოხსენიების შემდეგ სიტყვით გამოვიდნენ პროფესორები, ჩაერთვნენ დამსწრე სტუდენტები იყო კამათი, დებატებიც და ბოლოს ღონისძიება შეაჯამეს ორგანიზატორებმა: ირინა მიქავამ და შალვა ჩოხელმა.