საჯარო ლექცია თემაზე: „მიგრაციული პროცესები და ლტოლვილთა დაცვა – საქართველო და მსოფლიო“

2018 წლის 26 მარტს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით  გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლებმა ზუზანა კოვალოვამ და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის  პროგრამების ხელმძღვანელმა მარკ ჰულსტმა ჩაატარეს საჯარო ლექცია თემაზე: „მიგრაციული პროცესები და ლტოლვილთა დაცვა – საქართველო და მსოფლიო“.

ღონისძიება გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ, რომელმაც მადლობა გადაუხადა სტუმრებს მობრძანებისათვის და ნაყოფიერი სამუშაო დღე უსურვა.

პირველი მოხსენებით სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების წინაშე წარსდგა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელი ზუზანა კოვალოვა, რომელმაც თავდაპირველად აჩვენა მცირემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი მსოფლიოში მიგრაციასთან დაკავშირებით. მომხსენებელმა მადლობა გადაუხადა ფაკულტეტის ხელმძღვანელობას მოწვევისათვის და ისაუბრა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: მიგრაცია და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი ასპექტები, მიგრანტთა უფლებები, სახელმწიფოთა მიდგომები, საზოგადოებრივი შეხედულებები ლტოლვილთა მიმართ და სხვა.   მანვე მიმოიხილა გაეროს უმაღლესი კომისარიატის საქმიანობა ლტოლვილთა დაცვის სფეროში, სტუდენტებმა აქტიურად დაუსვეს შეკითხვები ზუზანა კოვალოვას, მათ შორის, საქართველოსთან დაკავშირებით.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის  ხელმძღვანელმა მარკ ჰულსტმა პირადი ისტორიის მაგალითზე გააცნო სტუდენტებს მიგრაციასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხები, იმსჯელა მსოფლიო დღის წესრიგზე ლტოლვილებთან მიმართებაში და ხაზი გაუსვა საზოგადოებრივ ჩართულობის მნიშვნელობას ლტოლვილთა დახმარების საკითხებში.

მესამე მოხსენებით  მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის  პროექტების უფროსი-ასისტენტი ანა კაკუშაძე წარსდგა დამსწრე საზოგადოების წინაშე ემიგრაციის საფუძვლებთან დაკავშირებით, კერძოდ, თუ რა ინფორმაციას ფლობენ თუნდაც საქართველოს მოქალაქენი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სამუშაოს მოძიებასთან დაკავშირებით. ასევე, სტუდენტებს სთხოვა დაეფიქსირებინათ თითოეული ის მიზეზი, რაზეც დამოკიდებულია ასეთი მასშტაბური ემიგრაცია და დარბაზის ჩართულობით თითოეული მათგანი განმარტა.

 შეხვედრა შეაჯამა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორ იგორ კვესელავამ.

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply