საჯარო ლექცია თემაზე: „ქალებისა და ახალგაზრდების ჩართულობა პოლიტიკაში“  

 

2018 წლის 26 მარტს  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის კლინიკის ორგანიზებით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ირმა პავლიაშვილმა ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე „ქალებისა და ახალგაზრდების ჩართულობა პოლიტიკაში“.

შეხვედრა გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ, რომელმაც მადლობა გადაუხადა სამართლის კლინიკის ხელმძღვანელს ღონისძიების ორგანიზებისთვის, სტუმარს მობრძანებისათვის და სტუდენტებს ნაყოფიერი სამუშაო საღამო უსურვა.

იურისტთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ირმა პავლიაშვილმა  ისაუბრა ახალგაზრდების ცხოვრებაში პოლიტიკის ჩართვის აუცილებლობაზე, ქალების როლის ზრდაზე, ინფორმირებული ამომრჩევლის ჩამოყალიბებაზე, განათლების როლზე და მნიშვნელობაზე, პოლიტიკური პარტიების იდეოლოგიაზე და შიდადემოკრატიულ პროცესებზე. ასევე განმარტა ირიბი და პირდაპირი საარჩევნო უფლების გამოყენების მნიშვნელობა.

სტუდენტებმა აქტიურად დაუსვეს შეკითხვები მომხსენებელს და საინტერესო, ამომწურავი პასუხები მიიღეს სტუმრისგან.

 

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply