გამოფენა “ილია-ევროპელი“

2018 წლის 27 მარტს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტისა და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ერთობლივი ორგანიზებით  საგამოფენო-საგანმანათლებლო პროგრამის  „ილია-ევროპელის“ ფარგლებში   გაიმართა ილია ჭავჭავაძის პირადი არქივის გამოფენა.

გამოფენა გახსნა კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა  ზაალ  აბაშიძემ, რომელმაც მადლობა გადაუხადა ფაკულტეტის დეკანს გამოფენის მასპინძლობისთვის და გამოფენაზე დამსწრე საზოგადოებას ორიოდე სიტყვით გააცნო აღნიშნული საგანმანათლებლო-საგამოფენო პროგრამის მნიშვნელობა.

სტუმრებს მიესალმნენ სტუ-ს  სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტისა და საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანები.

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ მადლობა გადაუხადა კორნელი კეკლიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ცენტრს ასეთი გამორჩეული ექსპონანტების გამოფენისათვის. დეკანმა, ასევე, აღნიშნა ილია ჭავჭავაძის როლი იურისტებისათვის და იმ ღირებულებებს გაუსვა ხაზი, რომელსაც დიდი ქართველი ატარებდა.

საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ივანე ჯაგოდნიშვილმა, რომელმაც სადისერტაციო ნაშრომი სწორედ ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობაზე დაიცვა უაღრესად მნიშვნელოვნად შეაფასა აღნიშნული გამოფენის ჩატარება. მან სტუდენტებს გააცნო დამკვიდრებული შეხედულებები ილიას ევროპელობის შესახებ.

გამოფენის გახსნითი ღონისძიების შემდგომ სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის  საჯარო ლექცია სახელწოდებით „ილია ევროპელი“,  ჩაატარა კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელმა ისტორიკოსმა ნესტან ბაგაურმა.

ისტორიკოსმა საჯარო ლექციაზე ისაუბრა ისეთ საკითხებზე, როგორიც იყო ილია ჭავჭავაძის ცხოვრება და მოღვაწეობა ევროპაში, მიმოიხილა მისი სანაცნობო წრე, დამოკიდებულებები ევროპელ ინტელიგენციასთან და მათი შეფასებები ილია ჭავჭავაძის შესახებ. მომხსენებელმა მოიშველია კონკრეტული წერილები და ფაქტები ილია ჭავჭავაძის ევროპელობის დასტურად. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა.

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია მადლობას უხდის გამოფენის ორგანიზატორებს ბატონ რეზო კლდიაშვილს, ქალბატონ ნესტან ბაგაურს და ცენტრის ხელმძღვანელს ბატონ ზაალ აბაშიძეს.

გამოფენა ფაკულტეტზე განთავსებული იქნა ორი დღის განმავლობაში და ნებისმიერ მსურველს შეუძლია საგამოფენო ექსპონანტების დათვალიერება.

 

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply