სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროექტის “კრიმინოლოგიის სალექციო კურსის” ფარგლებში, ასოცირებულმა პროფესორმა მიხეილ გაბუნიამ ქართულ-ამერიკულ საერთაშორისო აკადემია “ლოგოსში” ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე: “კრიმინოლოგია და სოციალური დევიაციები”. ლექციას ესწრებოდნენ აკადემიის ხელმძღვანელები და მე-12 კლასის მოსწავლეები.
საუბარი შეეხო ქართული საზოგადოებისათვის დღევანდელ დღეს არსებულ მნიშვნელოვან გამოწვევბს, როგორიცაა: “ალკოჰოლიზმის, ნარკოტიზმისა და სუიციდსი” კრიმინოლოგია.
სკოლის ხელმძღვანელობის მხრიდან გამოითქვა სურვილი მომავალშიც გაგრძელდეს მსგავსი ხასიათის საგანმანათლებლო-შემეცნებითი ლექციების ჩატარება.
ფაკულტეტის დეკანის პროფესორ ირაკლი გაბისონიას განცხადებით მნიშვნელოვანი და მისასლმებელია ასეთი ტემების შესახებ ლექციების ჩატარება, განსაკუთრებით არასრულწლოვნებისათვის მათი სამართლებრივი კულტურის ამაღლებისა და დანაშაულობის პრევენციის კუთხით.