ფაკულტეტს სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ

2018 წლის 2 აპრილს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტს 161-ე საჯარო სკოლის მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასის მოსწავლეები ეწვივნენ.

მოსწავლეებმა დაათვალიერეს  ფაკულტეტზე არსებული კრიმინალისტიკის  და საჯარო სამართლის ლაბორატორია, ასევე, საგამოფენო დარბაზი „ილია ევროპელი“, სამკითხველო და ა.შ.

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია მიესალმა სკოლის მოსწავლეებს, მადლობა გადაუხადა მათ ასეთი დაინტერესებისთვის და სამომავლო რჩევები მისცა.

სტუ-ს პროფესორმა, ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის  ბიუროს ექსპერტმა მალხაზ ჩიტაიამ სტუდენტებს კრიმინალისტიკის ლაბორატორიაში ჩაუტარა ლექცია კრიმინალისტიკის შესახებ და მათთვის საინტერესო შეკითხვებს გასცა პასუხები.

ახალგაზრდა ლექტორმა გიორგი ზათიაშვილმა მოსწავლეებს გააცნო საჯარო სამართლის ლაბორატორიაში დაცული ექსპონანტები და უჩვენა  ფილმი ფაკულტეტის პრაქტიკული პროექტის „ქმედებიდან დანაშაულამდე“ და „დანაშაულიდან სასჯელამდე“ შესახებ.

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply