2017 წლის 25 მაისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და გერმანიის მსოფლიო მაქს პლანკის სახელობის საზღვარგარეთის და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში 29 მაისს სტუდენტებისა და პროფერორ-მასწავლებლებისათვის გაიმართა შეხვედრა მაქს პლანკის ინსტიტუტის პროფესორთან, ყოფილი სსრკ-ს ტრანზიციული ქვეყნების გარდამავალი სამართლებრივი რეფორმების განყოფილების ხელმძღვანელთან, ქალბატონ ელიკო წიკლაური-ლამიხთან, რომელმაც წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე „ტრანზიციული სამართალი გერმანიის გამოცდილების მიხედვით“.
საჯარო ლექცია გახსნა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულეტეტის დეკანმა პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ, რომელმაც წარადგინა მოწვეული სტუმარი და სტუდენტების ყურადღება გაამახვილა მის პროფესიონალიზმზე, როგორც სამართალში, ასევე, სხვა დარგებში, ქალბატონი ელიკო წიკალური-ლამიხი დაახასიათა, როგორც მისაბაძი პერსონა.
პროფესორმა წარუდგინა დამსწრე საზოგადოებას თავი, სტუდენტების მოტივაციისთვის მცირედი მიმოხილვა გააკეთა თავისი ცხოვრების შესახებ, ისაუბრა გერმანიაში იურისტ ქალთა ასოციაციის დაფუძნებაზე, ამჟამად გახლავთ გერმანიის ქალთა ორგანიზაციის საპატიო თავმჯდომარე, ასევე, ანგელა მერკერის ოფისის თავმჯდომარე ქალაქ ბრაიბურგში.
სტუმარმა მოკლედ მიმოიხილა საქართველოს სისხლის სამართლის განვითარების ისტორია, გაიხსენა თინა წერეთელი, ლუარსაბ ანდრონიკაშვილი და სხვები, რომელთაც დიდი წვლილი მიუძვით ქართული სისხლის სამართლის ჩამოყალიბებაში. გაახსენა სტუდენტებს გერმანელების მიერ 1981 წელს პირველი კონფერენციის ჩატარება რომელშიც დიდი წვლილი მიუძღვის პროფესორ იეშიკს და ზიგფრიდ ლამიხს.
პროფესორმა ევროპისა და აზიის ქვეყნების, კერძოდ, პოლონეთის, უნგრეთის, ჩინეთის, სამხრეთ აფრიკის, თურქეთის და კორეის შედარებითი ანალიზის საფუძველზე განმარტა ტრანზიციული განვითარების პროცესი. მიმოიხილა მეორე მსოფლიო ომის შედეგები გერმანიის მაგალითზე, ჩინეთის ეკონომიკური წინსვლის ფაქტორები, აღმოსავლეთ გერმანიის ტოტალიტარიზმიდან კანონის უზენაესობამდე გადასვლის პროცესი და დანაშაულთან ბრძოლის სხვადასხვა ფაქტორები.
ელიკო-წიკლაური ლამიხმა მკვეთრად დააფიქსირა საკუთარი პოზიცია სიკვდილით დასჯაზე, მკაცრს სასჯელსა და თურქეთში მიმდინარე მოვლენებზე. რასთან დაკავშირებითაც გაიმართა მწვავე დისკუსია, სტუდენტებმა დაუსვეს არაერთი შეკითხვა, პროფესორ-მასწავლებლემა სთხოვეს სტუმარს საქართველოს მაგალითზე რეკომენდაციები შემოეთავაზებინა როგორც ქვეყნის განვითარების, ასევე მართლმსაჯულების სისტემის თვალსაზრისითაც.
პროფესორმა ელიკო წიკლაური-ლამიხმა მადლობა გადაუხადა ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანს პროფესორ ირაკლი გაბისონიას, ასეთი შეხვედრის ორგანიზებისათვის და გამოხატა მზადყოფნა მემორანდუმი ფარგლებში, სამომავლო, აქტიური თანამშრომლობისა მაქს პლანკის ინსტიტუტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის. პროფესორი მადლობელი დარჩა სტუდენტების ასეთი აქტიურობით და მათ ცხოვრებისეული გამოცდილება გაუზიარა.
სტუდენტები ერთობ კმაყოფილნი დარჩნენ ნაყოფიერი და საინტერესო საჯარო ლექციით, მადლობა გადაუხადეს ქალბატონ ელიკო წიკლაურ-ლამიხს და სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანს ირაკლი გაბისონიას, რომ სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას დაესწრონ მსგავსი სახის საჯარო ლექციებს.