2018 წლის 15-18 მაისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი Sapienza University of Rome რომის ლა საპიენსას უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ატარებს ერთობლივ საგაზაფხულო სკოლას თემაზე: International Relations, Governance and Society Spring School.
საგაზაფხულო სკოლას წარუძღვებიან რომის უნივერსიტეტიდან მოწვეული პროფესორები Andera Carteny, Gabriel Natalizia, Romina Gurashi, Neno Gabelia.
სკოლაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ბაკალავრიატის მესამე, მეოთხე კურსის და მაგისტრატურის სტუდენტებს.
მონაწილეობის მსურველმა სტუდენტებმა 20 აპრილიდან 3 მაისამდე უნდა გაიარონ რეგისტრაცია მოცემულ ლინკზე: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSc_FVudqBugzZw1Ge0Lbc_-JLIl-sfXBi-8eIrDl4f-qerkSw/viewform და law@gtu.ge და neno.gabelia@uniroma1.it (ორივე მეილზე) გამოაგზავნონ cv.
სავალდებულოა Subject-ში მიუთითოთ საგაზაფხულო სკოლა
სამუშაო ენა: ინგლისური
სავალდებულო მოთხოვნა: ინგლისური ენის ცოდნა
სკოლის მსმენელებს გადაეცემათ რომის ლა საპიენსას უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთობლივი ორენოვანი სერტიფიკატი
საგაზაფხულო სკოლაში სტუდენტთა შერჩევა მოხდება ორ ეტაპად: წერილობითი დოკუმენტაციის გადარჩევისა და გასაუბრების წესით, უპირატესობა მიენიჭებათ მაღალი საფეხურის სტუდენტებს.