ჩინეთის საზოგადოებრივი მეცნიერებათა აკადემიის დელეგაციის ვიზიტი სტუ-ში

2018 წლის 20 აპრილს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტისა და საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მოწვევით ჩინეთის საზოგადოებრივი მეცნიერებათა აკადემიის დელეგაცია იმყოფებოდა.

შეხვედრა გახსნა სტუ-ს საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ივანე ჯაგოდნიშვილმა, რომელიც მიესალმა სტუმრებს, მადლობა გადაუხადა მათ.

შეხვედრას ესწრებოდნენ: სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი,  პროფესორი ირაკლი გაბისონია, პროფესორი ჯემალ ფუტკარაძე,  სოც. მეცნიერებათა ფაკულტეტის ახალგაზრდებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი კულდონაშვილი,  ჩინეთის კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი ავთანდილ კიკნაძე, ჩინელი მოხალისეები და სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ ჩინურს.

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა,  პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ მისასალმებელ სიტყვაში ისაუბრა ფაკულტეტის ჩინური ენის პოპულარიზაციის კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებზე, როგორც დეკანმა აღნიშნა, ფაკულტეტის სტუდენტები ინტენსიურ კურსს გადიან ჩინური ენის შესასწავლად ასევე, ისაუბრა კვლევითი საქმიანობის ასპექტებზე, კერძოდ, ჩინეთის სუბკულტურის, სამართლებრივი სისტემებისა და ეკონომიკური განვითარების პროგრამების შესწავლის შესახებ“

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ჩინეთის კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ისაუბრა ინსტიტუტის საქმიანობაზე, გააცნო სტუმრებს ჩინეთის სტუდენტური კლუბის აქტივობები და სამომავლო თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

პროფესორმა ჯემალ ფუტკარაძემ ჩინეთის დელეგაციას დაუდასტურა პატივისცემა უნივერსიტეტის სახელით  და სთხოვა აქტიური ნაბიჯები გადაედგათ მეცნიერული თანამშრომლობის თვალსაზრისით.

პირველკურსელმა სტუდენტმა სანდრო გოძიაშვილმა, რომელიც სულ რაღაც ოთხი თვეა ფაკულტეტის დაფინანსებით სწავლობს ჩინურ ენას სტუმრებს ჩინურ ენაზე  წარუდგინა თავი და გამოხატა სურვილი ჩინეთში ვიზიტის.

შეხვედრის შედეგად მხარეები შეთანხმდნენ ორმხრივ თანამშრომლობაზე, რომელიც შეეხება  სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლით პროგრამებს და სამეცნიერო კუთხით თანამშრომლობას.

ჩინური დელეგაციის სტუმრებმა შეხვედრის შემდგომ დაათვალიერეს სტუ-ს სტუდენტური ტელევიზია, რომლის საშუალებითაც ჩატარდება ტელეხიდები ჩინეთის უნივერსიტეტებთან და ჩინური ენის კაბინეტი.

 

 

 

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply