სტუ-ს სამართლის სკოლის კურსდამთავრებულთა კლუბის დაფუძნება

2018 წლის 21 აპრილს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა ორგანიზებით დაფუძნდა „სტუ-ს სამართლის სკოლის კურსდამთავრებულთა კლუბი“.

აღნიშნულთან დაკავშირებით გაიმართა კურსდამთავრებულთა კლუბის პრეზენტაცია, სადაც მოწვეული იყვნენ საპატიო სტუმრები, პროფესორები: დავით კალმახელიძე და ზაზა რუხაძე, რომლებიც სამართლის სკოლის ერთ-ერთ დამფუძნებლებლად ითვლებიან. პრეზენტაციას ასევე,  ესწრებოდნენ კურსდამთავრებულები, რომლებიც დღეს იკავებენ სხვადასხვა წამყვან პოზიციას საჯარო და კერძო სექტორში.

პრეზენტაცია გახსნა კლუბის საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა გიორგი მთიულიშვილმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა სტუმრებს მობრძანებისათვის და სიტყვა გადასცა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ ირაკლი გაბისონიას.

ფაკულტეტის დეკანმა ისაუბრა ფაკულტეტის ახალი მიმართულებების, სასწავლო პროგრამებისა და აქტივობების შესახებ, გააცნო დამსწრე საზოგადოებას სხვადასხვა ღონისძიებები და ფაკულტეტის სამომავლო გეგმები.

პროფესორ დავით კალმახელიძემ გაიხსენა სამართლის სკოლის დაფუძნება და გამოხატა სიამაყე წლების შემდგომ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ჩამოყალიბების შესახებ, რისთვის მადლობა გადაუხადა ფაკულტეტის დეკანს.

სტუ-ს სპიკერმა, პროფესორმა ჯემალ გახოკიძემ მადლობა გადაუხადა კლუბის დაფუძნების ინიციატორებს ასეთი აქტივობისთვის და წარმატებები უსურვა კლუბს.

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა, პროფესორმა ზაზა რუხაძემ  აღნიშნული დღის ემოციურ ფონს გაუსვა ხაზი, მისი თქმით „ეს უნდა იყოს კლუბი, რომლის დაფუძნებით  კიდევ ერთი მიზეზი გაჩნდა ყველასთვის, რომ იამაყონ ამ უნივერსიტეტით“ პროფესორმა, ასევე, წარმატებები უსურვა კლუბის წევრებს და მოუწოდა მათ აქტიური თანამშრომლობისთვის.

კურსდამთავრებულთა კლუბის საორგანიზაციო ჯგუფის წევრებმა: ნინო ხარატმა, გვანცა დავითაშვილმა, კობა ჩიხლაძემ, ნიკა ასვანუამ, გიორგი სვიანაძემ, ლაშა აბულაძემ, ჯარჯი წიკლაურმა და ქეთევან ცინცაძემ ისაუბრეს კლუბის მიზნებზე, მიმოიხილეს დაგეგმილი ღონისძიებები და სთხოვეს ყველა კურსდამთავრებულებს გაწევრიანდნენ კლუბში.

 

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply