2018 წლის 7 მაისს 18:00 საათზე სტუ-ს ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ევროპის დღესთან დაკავშირებით სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართება შეხვედრა საქართველოს პარლამენტის წევრებთან. დისკუსია წარიმართება თემაზე: ,,ევროპისა და საქართველოს ურთიერთობები XXI საუკუნეში“.