ასოცირებული პროფესორის გიორგი გორაძეს საჯარო ლექცია

2018 წლის 26 მაისს საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ასოცირებულმა პროფესორმა, საკონსტიტუციო სამართლის საერთაშორისო ასოციაციის წევრმა გიორგი გორაძემ საჯარო ლექცია ჩაატარა, თემაზე: „„საქართველოს ოკუპაციის სამართლებრივი საფუძვლები და დეოკუპაციის პერსპექტივები“ საჯარო ლექცია გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ, როგორც მან აღნიშნა „გიორგი გორაძე იმყოფებოდა სტრასბურგში, სადაც ესწრებოდა რუსეთ-საქართველოს საქმის განხილვას და ძალზედ საინტერესო იქნება სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის მისი შეხედულებების გაზიარება“. მოხსენებისას ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი გორაძემ მართლაც ისაუბრა სტრასბურგში გამართული პროცესის შესახებ, როგორც იურისტმა შეაფასა იქ მიმდინარე მოვლენები, ხაზი გაუსვა ორივე მხარის წარმომადგენელთა არგუმენტაციას და ყურადღება გაამახვილა მათ შეფასებაზე. ასევე, განმარტა სამომავლოდ მიღებული გადაწყვეტილების შესაძლებლობები საქართველოს ინტერესების დაკმაყოფილების კუთხით. აღნიშნული ვიზიტის განხილვის შემდგომ მომხსენებელმა აგრეთვე, ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, დეოკუპაციის პერსპექტივებზე და მისეულ კონფლიქტის მოგავრების გზებზე. აღნიშნულ თემატიკასთან დაკავშირებით აქტიური დისკუსია გაიმართა სტუ-ს მოწვეულ პროფესორ ავთანდილ დემეტრაშვილს, სხვა პროფესორებსა და მომხსენებელს შორის, დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს სტუდენტებმაც და საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირეს.

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply