2018 წლის 5 ივნისს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთერთობების ფაკულტეტის სამართლის კლინიკის მოწვევით სტუ-ს საჯარო სამართლის ლაბორატორიაში იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფოს წარმომადგენლის დეპარტამენტის უფროსმა ბექა ძამაშვილმა ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე „საქმე საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“.
საჯარო ლექცია გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების კურატორმა, პროფესორმა მაია ყიფიანმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა სტუმარს მობრძანებისთვის და საინტერესო ლექციის ჩატარება უსურვა.
თავდაპირველად, ბექა ძამაშვილმა ისაუბრა საერთაშორისო დონის სასამართლოების კომპეტენციების და რუსეთის წინააღმდეგ საქმის განხილვის სხვადასხვა ასპექტებზე. განმარტა სტრასბურგის პროცესებთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხი და მოსალოდნელ შედეგებზე გაამახვილა ყურადღება.
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა სტუდენტებმა აქტიურად დაუსვეს შეკითხვები და საინტერესო პასუხები მიიღეს მომხსენებლისგან.