თამარ საბედაშვილის საჯარო ლექცია  

სტუ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით 2018 წლის 20 ივნისს ფაკულტეტის საჯარო ლაბორატორიაში საჯარო ლექცია წაიკითხა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროგრამების უფროსის მოადგილე, თსუ ასოცირებულმა პროფესორმა თამარ საბედაშვილმა.

საჯარო ლექცია გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების კურატორმა,პროფესორმა მაია ყიფიანმა, რომელმაც წარადგინა სტუმარი.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროგრამების კურატორმა თამარ საბედაშვილმა ისაუბრა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრაზე, ყურადღება გაამახვილა ქალების სოციალურ და ეკონომიკურ გაძლიერებაზე.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა და სტუდენტებმა აქტიურად გამართეს დისკუსია სტუმართან.

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply