2018 წლის 26 – 29 ივნისს პოლონეთის ქალაქ ახალ სონჩში ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “სამეცნიერო კვლევის პრიორიტეტები – 2018: თეორიული და პრაქტიკული ღირებულება“… კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დოქტორანტებმა: პავლიკა ყაველაშვილმა და ნიკოლოზ გურეშიძემ. მათ მოხსენების თემად წარადგინეს „2008 წლის ბუქარესტის სამიტი და რუსეთ-საქართველოს საომარი მოქმედებები”.
აღნიშნული ვიზიტი დაფინანსდა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ბიუჯეტიდან.