2018 წლის 16-19 ივლისს ჩატარდა საზაფხულო სკოლა „საკონსტიტუციო სამართალწარმოება საქართველოში“, საზაფხულო სკოლის დახურვის ცერემონიალზე მონაწილეებს სერთიფიკატები საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ თეიმურაზ ტუღუშმა გადასცა.
საზაფხულო სკოლის ფარგლებში სტუდენტებს ლექციები საკონსტიტუციო სასამართლოს წარმომადგენლებმა, სამართლებრივმა მრჩევლებმა წაუკითხეს, საკონსტიტუციო სამართალწარმოების პრაქტიკულ ასპექტებსა და სასამართლო პრაქტიკის შესახებ. კერძოდ, სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა მიეღოთ მეტი ინფორმაცია, ზოგადად, საკონსტიტუციო კონტროლის წარმოშობასა და მის სისტემურ ასპექტებზე. ლექციათა მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის პრაქტიკულ ასპექტებს, საქმეთა განხილვისა და გადაწყვეტის პროცედურას, და ასევე, სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა მიეღოთ ღირებული ინფორმაცია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების შესახებ და საკონსტიტუციო სასამართლოს წარმომადგენლებთან ერთად, განეხილათ გადაწყვეტილებების შინაარსობრივი ასპექტები. საკონსტიტუციო სასამართლომ წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებს მეექვსედ უმასპინძლა.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო დაინტერესებულია სამომავლოდაც გააგრძელოს თანამშრომლობა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან. მან სიტყვით მიმართა მონაწილეებს და მოულოცა საზაფხულო სკოლის წარმატებით დასრულება.
მონაწილეებს მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მენეჯერმა, ანასტასია ფუტკარაძემ და ასისტენტმა სოფო დემეტრაშვილმა.