ჩვენი პროფესორები  რომის „La Sapienza“-ს უნივერსიტეტში

2018 წლის 27-28 სექტემბერს ქ. რომში აფხაზეთის მთავრობის, საქართველოს საელჩოსა და რომის „La Sapienza“-ს უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ იქნა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გლობალიზაციისა და იდენტობის საკითხთან დაკავშირებით. აღნიშნულ კონფერენციაში იტალიელ პროფესორებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორებმა ქეთევან ჯინჭარაძემ, მარიამ ჯიქიამ და ვაჟა შუბითიძე.

სამეცნიერო კონფერენციაში სხვადასხვა ქვეყნებიდან მოწვეული პროფესორები, სტუდენტები, ასევე ქართული დიასპორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. კონფერენცია მიზნად ისახავდა ნდობის აღდგენისა და შერიგების პროცესებისათვის ხელშეწყობასა და საქართველოს პოპულარიზაციას.

მარიამ ჯიქიასა და ქეთევან ჯინჭარაძის მიერ წარდგენილი იქნა თემა – „სახელმწიფო სუვერენიტეტი გლობალიზაციისა და საერთაშორისო ინტეგრაციის პირობებში“, ხოლო პროფესორ ვაჟა შუბითიძის მიერ – „ევროინტეგრაცია და საქართველო“.

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply