2018 წლის 5 ოქტომბერს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საბჭოს სხდომა გაიმართა.
ფაკულტეტის დეკანმა ირაკლი გაბისონიამ, რომელიც უძღვებოდა საბჭოს სხდომას მიულოცა პროფესორ-მასწავლებლებს სტუ-ს მიერ ავტორიზაციის მოპოვება. ისაუბრა ავტორიზაციის სტანდარტების სრულად დაკმაყოფილებაზე და ხაზი გაუსვა იმას, რომ ავტორიზაცია მოგვენიჭა ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე.
დეკანმა ასევე ყურადღება გაამახვილა სასწავლო პროცესის სრულყოფილად წარმართვაზე და ფაკულტეტის მენეჯერ ანა ფუტკარაძესთან ერთად ისაუბრა სხვა მიმდინარე საკითხებზე.