დასრულებული პროექტის „საგამოძიებო სამართლის“ ანგარიში

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე 2017 წლის 1 აპრილიდან  ხორციელდებოდა სამეცნიერო-კვლევითი პროექტი „საგამოძიებო სამართალი“, რომელიც დასრულდა 2018 წლის 1 აპრილს.

პროექტს თანახელმძღვანელობდნენ პროფესორები: ირაკლი გაბისონია და ჯემალ გახოკიძე, ხოლო წევრები იყვნენ: ჯემალ გაბელია, მიხეილ მამნიაშვილი, ლია მეტრეველი, გიორგი ტაკაშვილი, თემურ მონიავა, პაატა კობალაძე, და სხვები.

პროექტი მიზნად ისახავდა შექმნილიყო სახელმძღვანელო „საგამოძიებო სამართალი“, რომლის ანალოგიაც ქართულ იურიდიულ ლიტერატურაში არ მოგვეპოვებოდა, ასევე გამოქვეყნებულიყო სამეცნიერო პუბლიკაციები საგამოძიებო სამართლის კუთხით.

პროექტის ფარგლებში გამოიცა პაატა კობალაძის მონოგრაფია“ პროკურორი, როგორც სახელმწიფო ბრალმდებელი“ და  წიგნი „საგამოძიებო სამართალი“ პროფესორების: ჯემალ გახოკიძის, ირაკლი გაბისონიას, მიხიელ მამნიაშვილისა და თემურ მონიავას ავტორობით.

პროექტის შედეგებმა ასახვა ჰპოვა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სასწავლო საგანმანათლებლო პროგრამაში და  არჩევით საგნად  დაემატა საგამოძიებო სამართალი.

პროექტის ფარგლებში გამოცემული სახელმძღვანელოები 2018 წლის 13 იანვარს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით საქართველოს მთავარი პროკურატურის 25-მდე პროკურორს წარედგინა საჯარო განხილვისთვის. პრეზენტაცია-განხილვაზე ავტორებმა მათ შორის, ჯემალ გახოკიძემ და ირაკლი გაბისონიამ ისაუბრეს წიგნის მნიშვნელობაზე, ხაზი გაუსვეს ნაშრომზე მუშაობისას გამოვლენილი სამართლებრივი ხარვეზების აღმოფხვრის მექანიზმებს.

პროკურორების მიერ განხილვაზე ყურადღება გამახვილდა ნაშრომის სტრუქტურაზე და ხაზი გაესვა ავტორთა მიგნებებს კვლევის პროცესში. პროკურორებმა,  ისაუბრეს სახელმძღვანელოში განხილულ კონცეპტუალურ საკითხებზე, კერძოდ, რომლებიც გამოძიების ორგანიზაციისა და გამომძიებლის უფლებამოსილებას შეეხება, მათი აზრით, აღნიშნული შესაძლოა გახდეს საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილებების კანონპროექტის საფუძველი.

 

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply