სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის და საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურმეცნიერებათა ფაკულტეტის ერთობლივი სამეცნიერო–კვლევითი
პროექტი „სამოსამართლო მჭევრმეტყველება“ 2018 წლის მაისში დასრულდა.
პროექტის ამოცანა მდგომარეობდა რიტორიკისა და ორატორული ხელოვნების სფეროებში დაგროვილი თანამედროვე კვლევების ანალიზის გაცნობაში, თანამედროვე სტანდარტებით სწავლების მეთოდიკის გაცნოებირებასა და აღნიშნულის საფუძველზე ქართული იურიდიული მჭევრმეტყველების სახელმძღვანელოსა და ქრეტომათია-პრაქტიკუმის დამუშავება-შედგენის კონცეფციის განსაზღვრაზე.
პროექტის ფარგლებში მოხდა სპეციალური სამეცნიერო ლიტერატურის მოძიება, დამუშავება, უცხოენოვანი ტექსტების თარგმნა, სასწავლო, სამეცნიერო და მეთოდური ლიტერატურის ანალიზი და კონცეპტუალური დალაგება შერჩეული პრინციპის მიხედვით, გამოვლინდა ქართული იურიდიული მჭევრმეტყველების ტექსტები, განხორციელდა თანამედროვე იურიდიული პროფესიული მეტყველების ბუნებისა და სტილის კვლევა და აღნიშნული მიზნით შემუშავდა სახელმძღვანელოები დაგარკვეული რეკომენდაციები.
პროექტის ფარგლებში გამოიცა სახელმძღვანელო ახალი რიტორიკა-საჯარო კამათის ტექნოლოგიები, რომლის ავტორები არიან თემურ ჯაგოდნიშვილი, ირაკლი გაბისონია და ივანე ჯაგოდნიშვილი და მათივე ავტორობით დამხმარე სახელმძღვანელო „რიტორიკის ქრესტომათია“ ასევე, ერთი მონოგრაფია დავით სოლომნიშვილის ავტორობით „ლუარსაბ ანდრონიკაშვილი“.
სასამართლო მჭევრმეტყველების სახელმძღვანელოსა და რიტორიკის ქრესტომათიაში გაშუქებულია ქართული სამოსამართლო მჭევრმეტყველების ისტორიის, თეორიის, მეტყველების სტილის საკვანძო საკითხები, ასევე, ორატორული ხელოვნების სწავლების მეთოდოლოგიის ზოგიერთი ასპექტი. აღნიშნული უმთავრესად სამართალმცოდნეების სპეციალობის სტუდენტებისთვის არის განკუთვნილი, მაგრამ ასევე დიდად დაეხმარება ქართული ორატორული ხელოვნებით დაინტერესებულ სხვა პირებსაც.
წარმოდგენილი ნაშრომები განიხილა ორივე ფაკულტეტის საბჭომ და თითოეულ მათგანი შესრულებული კვლევის ფარგლებში შეფასდა დადებითად და ავტორებს მიეცათ რეკომენდაცია ნაშრომები გამოიყენებოდეს როგორც დამხმარე სახელმძღვანელოები.