იმიტირებული სასამართლო პროცესის მოსამზადებელი სასწავლო კურსი არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაზე

 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის კლინიკა 22 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის  ჩათვლით იწყებს საბუთების მიღებას იმიტირებული პროცესის მოსამზადებელ სასწავლო კურსზე.

თემატიკა – არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის მართლმსაჯულება

საქართველოს ბოლო პერიოდის მართლმსაჯულების მნიშვნელოვან სამართლებრივ მიღწევას წარმოადგენს არასრულწლოვანთა კოდექსის მიღება, რომელმაც გააერთიანა ის სამართლებრივი ნორმები, რომლებიც არასრულწლოვანს შეეხება სამართალწარმოების პროცესში.

ლექციათა კურსი შეეხება არასრულწლოვნების მართლმსაჯულების ფარგლებში, შიდა და საერთაშორისო პრინციპების დამუშავებას კონკრეტული კაზუსების ფონზე. ზეპირი მსჯელობისა და წერითი დავალებების დამუშავებით, სტუდენტი მაქსიმალურად გაიაზრებს არასრუწლოვანთა მიმართ დანერგილ უახლეს სამართლებრივ მიდგომებს.

განხილვისა და დამუშავების საკითხები:

  • ბავშვის საუკეთესო/ჭეშმარიტი ინტერესი, როგორც არასრულწლოვანთა მიდგომის ამოსავალი წერტილი;
  • აღდგენითი მართლმსაჯულების პრინციპები და მეთოდები;
  • განრიდება და მედიაცია;
  • არასრულწლოვნის სისხლის საპროცესო და მატერიალური გარანტიები;
  • არასრულწლოვნის დაცვის საერთაშორისო ინსტრუმენტები;
  • არასრულწლოვანთა საპროცესო და მატერიალური გარანტიების საუკეთესო პრაქტიკების შედარებითი სამართლებრივი მიმოხილვა.

ლექციების კურსი პროპორციულად პრაქტიკულ კომპონენტს უფრო მეტად მოიცავს, ვიდრე თეორიულს. პრაქტიკულ ნაწილში მოიაზრება კონკრეტული კაზუსების ამოხსნა ზეპირი მსჯელობითა და წერითი დავალებებით.

კურსის დასასრულს კი ჩატარდება იმიტირებული სასამართლო  პროცესი.

სასწავლო კურსის დასასრულს გაიმართება დისკუსია განვლილი მასალიდან სტუდენტების მიერ შერჩეულ თემატიკაზე.

კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში სტუდენტებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

კურსის ხანგრძლივობა– 22 საათი.

დარეგისტრირებული სტუდენტების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.

სასწავლო კურსს გაუძღვებასაქართველოს სახალხო დამცველის სისხლის სამართლის დეპარტამენტის უფროსი ეკატერინე ხუციშვილი.

 

პრაქტიკის გავლის მსურველმა სტუდენტებმა ელექტრონულად შევსებული განაცხადის ფორმა უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: iuridiuliganatleba@yahoo.com

დამატებითი კითხვებისა და ინფორმაციის შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ.
საკონტაქტო პირი: მაკა აბულაძე -595961900;

Download (DOCX, 38KB)

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply