საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი აცხადებს სტუდენტთა მიღებას გაეროს გენერალური ასამბლეის მოდელირებაზე.✔✔✔
🔴მოდელირების განსახილველი თემა – „თავდასხმა თავდაცვის მიზნით“🙌.
მოდელირებაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში აკრედიტირებული სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს.
რეგისტრაციისათვის საჭიროა ქვემოთ მითითებულ ელ-ფოსტაზე გამოაგზავნოთ თქვენი CV და სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს 300 სიტყვისა).
🔴მონაწილეთა შერჩევა მოხდება 2 ეტაპად:
პირველ ეტაპზე მონაწილეების შერჩევა მოხდება CV და სამოტივაციო წერილის საფუძველზე; ხოლო მეორე ეტაპისთვის შერჩეულ კანდიდატებს მოეთხოვებათ ესსეს მომზადება (არაუმეტეს 1000 სიტყვისა), რომლის სეფასების შემდგომ შერჩეული იქნება საბოლოო 16 კანდიდატი.
მნიშვნელოვანი თარიღები:
- პირველადი რეგისტრაცია (CV და სამოტივაციო წერილი) – 5 ნოემბერი, 2018 წელი
- პირველადი შერჩევის შედეგები – 8 ნოემბერი, 2018 წელი
- მეორე ეტაპი (ესსე) – 15 ნოემბერი, 2018 წელი
- საბოლოო შერჩევის შედეგები – 19 ნოემბერი, 2018 წელი
- ტრენინგი – 24 ნოემბერი, 2018 წელი
- მოდელირება – 1 დეკემბერი, 2018 წელი
წარმოსადგენი დოკუმენტაცია გამოაგზავნეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: publiclaw@gtu.ge