საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტმა მარიამ კიკნაძემ არაერთი წარმატება მოიპოვა. მან 2013 წელს დაამთავრა ქალაქ თბილისის 24-ე საჯარო სკოლა და ჩააბარა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე, საერთაშორისო ურთიერთობების განხრით. 2015/2016 წლის გაზაფხულის სემესტრში Erasmus+ – ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, იყოფებოდა ახლო აღმოსავლეთის ტექნიკურ უნივერსიტეტში, ეკონომიკისა და ადმინისტრაციული მეცნიერებების ფაკულტეტზე, კერძოდ საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ Middle East Technical University თურქეთის წამყვანი უნივერსიტეტია და მსოფლიოს 85 საუკეთესო უნივერსიტეტს შორის არის შესული. Erasmus+-ს გაცვლითი პროგრამა იყო უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება და გამოცდილება აღმოჩნდა მის ცხოვრებაში. პირველ რიგში, მან შეიძინა მრავალი მეგობარი და გაეცნო მსოფლიოს კულტურას, ისწავლა დამოუკიდებლად ცხოვრება და სირთულეების გადალახვა. 2017 წლის მარტში სტამბულში მონაწილეობა მიიღო ბილგესამის სტრატეგიული კვლევითი ცენტრის, პირველი ზამთრის საგარეო პოლიტიკურ სკოლაში, (Wise Men Center For Strategic Studies (Bilgesam)Foreign Policy Winter School) . საგარეო პოლიტიკურ სკოლაში მისი ლექტორები იყვნენ თურქეთის ყოფილი ელჩები სირიასა და ერაყში, ალჟირსა და საბერძნეთში. საინტერესო სემინარებს თან ერთვოდა, დისკუსია სადაც 14 ქვეყნის წარმომადგენელი ერთმანეთს უზიარებდა გამოცდილებასა და ხედვებს. ასევე, იმყოფებოდა Kadir Has University, Co-opinion II.Annual Youth Summit “Youth Empowerment: Socio-Economic Inclusion of Young People” 2500 აპლიკანტს შორის აირჩიეს 70 აპლიკანტი და მათ შორის საქართველოდან მხოლოდ მარიამ კიკნაძე იყო წარმოდგენილი.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი პროფესორი ირაკლი გაბისონია მხარს უჭერს სტუდენტებს, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ გაცვლით პროგრამებში და სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებში. იგი გამოთქვამს მზადყოფნას ყველა სტუდენტს მისცეს შესაძლებლობა მიიღონ მონაწილეობა გაცვლით პროგრამებში.

























2017 წლის 23 ივნისს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სააქტო დარბაზში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: „დამოუკიდებელი ყაზახეთი, ისტორია და თანამედროვეობა“,რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის, საგანმანათლებლო პროგრამების კურატორი, ისტორიის დოქტორი, პროფესორი მაია ყიფიანი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების რუსულენოვანი საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, პოლიტიკურ მეცნიერებათადოქტორი, ასოცირებული პროფესორი ნონა ლომიძე, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ასისტენტ პროფესორი ემილია ალავერდოვი, და ამავე ფაკულტეტის ქართული და რუსული სექტორის სტუდენტები.









2017 წლის 21 ივნისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი „სტუდენტური დღეები 2017“-ს გამარჯვებული და გრანპრის მფლობელი გახდა.























2017 წლის 16 ივნისს სტუდენტთა 85-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცის სამართლის სექციაზე მოხსენებებით გამოვიდნენ სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის დეპარატემენტის ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტები.
















