დოქტორ მიხაელ კილხლინგის საჯარო ლექცია

2017 წლის 25 მაისს 12:00 საათზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გაიმართა შეხვედრა ოქტორ მიხაელ კილხლინგთან, რომელმაც  წაიკითხა საჯარო  ლექცია თემაზე:  „მიგრანტები, როგორც მსხვერპლნი: ვიქტიმოლოგიური პერსპექტივები ადამიანთა ვაჭრობისა და კონტრაბანდის კუთხით“.

დოქტორი დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულეტეტის დეკანმა ირაკლი გაბისონიამ, რომელმაც აღნიშნა, რომ მიხაელ კილხლინგი არის მაქს პლანკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერთანამშრომელი და რესტოვრაციული სამართლის ევროპული ფორუმის ხელმძღვანელი, მან ასევე, სტუდენტებს განუმარტა, რომ სამართლის ფაკულტეტი აგრძელებს მოწვეულ პროფესორთა საჯარო ლექციათა ციკლს.

დოქტორმა მიხაელ კილხლინგმა მოხსენება გააკეთა ტრეფიკინგის წარმომავლობის წყაროებთან დაკავშირებულ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, ტრეფიკინგის გამომწვევ საფრთხეებზე და რისკებზე. სტუდენტებს წარუდგინა მსხვერპლთა ამომწურავი კლასიფიკაცია და მათი დაყოფა განახორციელა სხვადასხვა კატეგორიებად. ყურადღება გაამახვილა საკანონმდებლო სიახლეზე და განმარტა ტრეფიკინგის თანამსხვერპლის დეფინიცია. დეტალურად გააცნო სტუდენტებს დანაშაულის გამომწვევი მიზეზები და მათი აღმოფხვრის შესაძლო გზები.

სტუდენტებისათვის აღნიშნული თემატიკა მეტად საინტერესო აღმოჩნდა და მათ არაერთი შეკითხვით მიმართეს სტუმარს. თავის მხრივ, დოქტორი მიხაელ კილხლინგი კმაყოფილი დარჩა საჯარო ლექციის ასეთი დაინტერესებისათვის და მეტი დრო დაუთმო სტუდენტებს, ვიდრე ეს განსაზღვრული ჰქონდა. მათ ყველა კითხვას სრულყოფილად გასცა პასუხი და ქართველი სტუდენტებით აღფრთოვანებულმა მადლობა გადაუხადა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულეტეტის დეკანს ირაკლი გაბისონიას მოწვევისა და შეხვედრის ორგანიზებისთვის.

საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: „თანამედროვე ტექნოლოგიები, სისხლის სამართლისა და კრიმინოლოგიის აქტუალური პრობლემები, ზღვარი თავისუფლებასა და უსაფრთხოებას შორის“.

 

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და მაქს პლანკის სახელობის საზღვარგარეთისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის მიერ 2017 წლის 25 მაისს  გაიმართა ერთობლივი საერთაშორისო  კონფერენცია თემაზე: „თანამედროვე ტექნოლოგიები, სისხლის სამართლისა და კრიმინოლოგიის აქტუალური პრობლემები, ზღვარი თავისუფლებასა და უსაფრთხოებას შორის“.

კონფერენცია გახსნა სტუს-რექტორმა აკადემიკოსმა არჩილ ფრანგიშვილმა, მან მადლობა გადაუხადა სტუმრებს მობრძანებისათვის და მომხსენებლებს სთხოვა მოხსენების წარდგენა.

პირველი მოხსენება გააკეთა, პროფესორ ჰანს იორგ ალბრეხტმა, თემაზე:  „თანამედროვე ტექნოლოგიები და ადამიანის უფლებათა დაცვის აქტუალური პრობლემები სისხლის სამართალში. განუსაზღვრელი შესაძლებლობები და მორალი რისკების პირობებში“. მოხსენებისას პროფესორი შეეხო იმ ასპექტებს, რომლებიც ზეგავლენას ახდენს ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებაზე, განიხილა ტერორისტული ძალადობის ფაქტები, ტრანსასაზღვრო დანაშაულები და კიბერდანაშაული. ისაუბრა ისეთ ჩარევაზე ადამიანის უფლებებში, რომელსაც ვერც კი ამჩნევენ ადამიანები. მიმოიხილა ევროპის უსაფრთხოების პოლიტიკა, ინფორმაციული ტექნოლოგიები, მოიყვანა თემატიკასთან დაკავშირებული მაგალითები და დასკვნის სახით საზოგადოებას  გაუზიარა საკუთარი შეხედულება .

მეორე მომხსენებლად კონფერენციაზე გამოვიდა სტუ-ს სპიკერი პროფესორი ჯემალ გახოკიძე, რომელმაც გააკეთა მოხსენება თემაზე: „ფარული გამოძიება სპეცსამსახურების საქმიანობაში და ადამიანის უფლებები“ მან განიხილა სპეცსამსახურების უფლებამოსილების მინიჭებისა და ამ კუთხით ადამიანის უფლებების დაცვის თემატიკა, აღნიშნა, რომ „სპეცსამსახურებისათვის უფლებამოსილების გაზრდა აპრიორში არ უნდა ნიშნავდეს ადამიანის უფლებების დარღვევას“  კონფერენციის მონაწილეებს გააცნო რამდენიმე ქვეყნის მაგალითი და იქ განხორციელებული ცვლილებები. ყურადღება გაამახვილა სპეცსამსახურების დამსახურებებზე, მიღწევებსა და შესაძლებლობებზე, ამ კუთხით წარმოადგინა გარკვეული რეკომენდაციები და სთხოვა გერმანულ დელეგაციას ქართველ მეცნიერებთან ერთად ემუშავათ აღნიშნულ პრობლემატიკაზე.

მაკა კვაჭაძე, რომელიც წარმოადგენდა უზენაეს სასამართლოს მიესალმა სტუმრებს, მადლობა გადაუხადა მობრძანებისათვის, მან მოკლედ მიმოიხილა ევროპული დირექტივები, რომლის შესრულებას ახორციელებს საქართველოს შესაბამისი უწყებები, კანონმდებლობის ჰარმონიზაციაზე გაამახვილა ყურადღება და შეეხო მართლმსაჯულების, უსაფრთხოებისა და თავისუფლების გარკვეული ასპექტები.

პროფესორმა პეტერ იურგენ გრაფმა გააკეთა მოხსენება თემაზე: „ტელეკომუნიკაციების ოპერატიულ ვიდეო-აუდიო ინფორმაციის მოპოვება/გამოყენების შესაძლებლობები და საზღვრები, გლობალური ტერორისტული საფრთხეების და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის პირობებში“, რომლის დროსაც მოიყვანა კონკეტული მაგალითები,  ყურადღება გაამახვილა აუდიო- ვიდეო საშუალებებზე, როგორც ინფორმაციის მოპოვების საშუალებებსა  და ტერორისტული საფრთხეების მაპროვოცირებელ ფაქტორებზე.

თეოდორ ლამიხმა და ელიკო წიკლაურმა-ლამიხმა  ერთობლივად მიმოიხილეს „დარკნეტი/ ვაჭრობა ვირტუალურ სივრცეში და რეალური დანაშაულობა“-სთან დაკავშირებული პრობლემატიკა. თეოდორ ლამიხმა განმარტა სხვადასხვა ქსელები, რომლებიც არიან ინფორმაციის ტრანსფერები, ახსნა ქსელში მუშაობის თემატიკა, თაღლითური პროგრამები,კრიპტოგრაფიული გაყალბებისაგან დაცვის ტექნოლოგია.  სრულად მიმოიხილა დარქნეტის საფრთხეები და არსებული პრაქტიკა, დანაშაულის გამოვლენის და აღკვეთის საშუალებები.

ოთარ ზუმბურიძე ისაუბრა თემაზე: „საინფორმაციო საზოგადოების განვითარების ასპექტები და ციფრული უთანასწორობა“ განიხილა ინფორმაციული კომუნიკაციების განვითარების ინდექსი, ტენდენცია გერმანიასა და საქართველოს შორის,ინფორმაციის განვითარების ინდექსი რეგიონისათვის, კერძოდ რუსეთი, ყაზახეთი, საქართველო და სხვა ქვეყნების მაგალითზე. ასევე, ისაუბრა ეკონომიკისა და განათლების განვითარების საჭიროებაზე.

კახა საბანაძე, რომელიც არის სტუ-ს დოქტორანტი და სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის პირველი მოადგილე გააკეთა მოხსენება თემაზე: „სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემის რეფორმა – პროგრესული ნაბიჯი ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა დაცვის სფეროში“. დეტალურად მიმოიხილა ყველა ის რეფორმა, რომელიც განხორციელდა 2012 წლის შემდგომ საქართველოს უსაფრთხოების სისტემაში, აღწერა უსაფრთხოების სისტემის დემოკრატიზაციის პროცესი,  ისაუბრა პერსონალური მონაცემთა დაცვის ინსპექტორზე და შსს-ში განხორციელებულ სხვა ცვლილებებზე.

დოქტორ ვოლფრამ შედლერი, რომელიც იყო  გერმანიის გენერალური პროკურატურის პროკურორი გააკეთა მოხსენება თემაზე:“დამნაშავის პიროვნებაზე წვდომა GPS სისტემების საკონტროლო სამაჯურის საშუალებით პიროვნების, როგორც პრევენციული ასევე, რეპრესიული კონტროლი (გერმანული გამოცდილება)“.მან დეტალურად აღწერა ელექტრონულ ხელბორკილთან იგივე წვივსამაგრთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულაციები, მოიყვანა გერმანიის სტატისტიკა წვივსამაგრით მოსარგებლე პირთა შესახებ,  განიხილა შედეგები და სამომავლო პერსპექტივებიც მოახსენა კონფერენციის მონაწილეებს.

აღნიშნული კონფერენციის შემდგომ გაიმართა დისკუსია, რომელშიც აქტიურად ჩაერთვნენ მოწვეული სტუმრები, მათ შორის, პროფესორი ავთანდილ დემეტრაშვილი, რომელმაც სთხოვა სტუმრებს საკუთარი შეხედულებები გაემხილათ მიმდინარე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. პროფესორმა შოთა ფაფიაშვილმა დაკავების პერიოდთან  და ეჭვმიტანილის სტატუსთან დაკავშირებით დისკუსია გამართა გერმანიის ყოფილ პროკურორთან. დისკუსიაში აქტიურად ჩაერთო დამსწრე საზოგადოება: ირაკლი გაბისონია, ჯემალ ჯანაშია, ვასილ კვირიკაშვილი, გურამ ნაჭყებია და სხვები.

დისკუსიის შემდგომ მოხსენება გააკეთა გიორგი ღლონტმა, რომელმაც ტექნიკური პროგრესი და დანაშაულობათა დინამიკა მიმოიხილა შედარებითი ანალიზის საფუძველზე. წარმოადგინა რეგისტრირებული დანაშაულების სტატისტიკა და ტრეფიკინგის შესაძლებლობებზე გაამახვილა ყურადღება.

კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი ირაკლი გაბისონია, რომელმაც აღნიშნა, რომ ფაკულტეტმა ერთი წლის თავზე შეძლო ასეთი ღირებული, ძვირფასი სტუმრების მასპინძლობა, მათთან მემორანდუმის გაფორმება და საერთაშორისო კონფერენციის უნაკლოდ ჩატარება. გამოთქვა მზადყოფნა სამომავლო თანამშრომლობისათვის და დამსწრე საზოგადოებას აუწყა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია ფაკულეტეტის საქმიანობისა და იგი აუცილებლად შექმნის სტუ-ს ისტორიის მნიშვნელოვან ფურცლებს.

 

 

პროფესორ ჰანს იორგ ალბრეხტს სტუ-ს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა

 

2017 წლის 25 მაისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის არჩილ ფრანგიშვილისა  და აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, საზღვარგარეთისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის მაქს პლანკის ინსტიტუტის დირექტორს ჰანს იორგ ალბრეხტს მიენიჭა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.

დაჯილდოვების ღონისძიება გაიმართა სტუ-ს გიორგი ნიკოლაძის დარბაზში, სადაც მოწვეული იყო არაერთი  საპატიო სტუმარი, მათ შორის ქ. თბილისის მერი დავით ნარმანია, განათლების და მეცნიერების  მინისტრის მოადგილე თამაზ მარსაგიშვილი, გერმანიის კონსული, საქართველოს უზენაესი სასამართლოდან ქალბატონი მაკა კვაჭაძე, პროკურატურის წარმომადგენელი ალექსანდრე იმედაშვილი, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი ქალბატონო ნინო ტრაპაიძე  და სხვები.

ღონისძიება გახსნა სტუ-ს რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა სტუმრებს ჩამობრძანებისათვის. ბატონმა არჩილმა  პროფესორ ჰანს იორგ ალბრეხტის ღვაწლზე დეტალურად ისაუბრა, აღნიშნა, რომ იგი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ქართულ-გერმანულ თანამშრომლობას. საზოგადოებას გააცნო, რომ „დღეს იგი არის კლევითი ცენტრის დირექტორი, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ ის გზა, რომელიც მან განვლო სანამ მსოფლიოში აღიარებული ექპერტი გახდებოდა“.

პროფესორი ჰანს იორგ ალბრეხტი 1997 წლიდან ხელმძღვანელობს  საერთაშორისო  და მსოფლიო სისხლის სამართლის მაქს/პლანკის კვლევით ცენტრს, რომელიც არის  მსოფლიოში ცნობილი კვლევითი ცენტრი.  1978 წლიდან მოყოლებული საქართველოსთან მაქს/პლანკის ინსტიტუტთან  სამეცნიერო კვლევითი ურთიერთობები სულ უფრო ღრმავდებოდა და  პროფესორ ჰანს იორგ ალბრეხტის დამსახურებით კი განსაკუთრებულად ინტენსიური გახდა.

პროფესორი ალბრეხტი არის ევროპარლამენტის და ევროკავშირის საერთაშორისო ექსპერტი.  იგი არის მსოფლიოში აღიარებული მეცნიერი და მრავალი წამყვანი უნივერსიტეტების საპატიო დოქტორი. მათ შორის კემბრიჯის, პეკინის, ბუდაპეშტის, ბელგრადის, ლიუბლინის, პოლონეთის, მონღოლეთის და საქართველოს გრიგოლ რობაქიძის სახელობის  უნივერსიტეტის  ხშირად იწვევენ საქართველოს პარლამენტის საკანანომდებლო კომისის საქმიანობაში,  ასევე, საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოები სამეცნიერო კონსულტაციებისათვის. პროფესორ ჰანს იორგ ალბრეხტის   ინიციატივით საქართველოში ჩატარდა მრავალი სამეცნიერო კონფერენცია, სადისკუსიო  მრგვალი მაგიდა და საზაფხულო სკოლა.

 

უცხოელ სტუმრებს მიესალმა ქ. თბილისის მერი ბატონი დავით ნარმანია, რომელმაც აღნიშნა ქალაქში განხორციელებული ის პროექტები, რომლებიც გერმანელებთან თანამშრომლობის შედეგად განხორციელდა. მათ შორის, “Tbilisi Morgenstadt”-ის პროექტი, რომელშიც დიდი წვლილი მიუძღვის გერმანელ ექსპერტებს და  ქალაქის განაშენიანების გენერალური გეგმა, გერმანელები აქტიურად იყვნენ ჩართულნი ამ დოკუმენტის მომზადებაში. მერმა იმედი გამოთქვა, რომ სტუმრები დაათვალიერებდნენ ქალაქ თბილისის ისტორიულ და ულამაზეს ადგილებს და კიდევ ესტუმრებოდნენ ამ ქალაქს, როგორც სამეცნიერო თანამშრომლობის მიზნით, ასევე თბილისის მერიასთან აქტიური თანამშრომლობისათვის.

დაჯილდოვების ღონისძიებამ მეტად ემოციურად ჩაიარა, რადგან სტუ-ს რექტორმა საპატიო დოქტორი შემოსა  მანტიით და ქუდის ნაცვლად ყაბალახით. რაც იმით ახსნა, რომ „ჩვენ ქართველები ვართ ევროპელები, ასევე ქართველები ვართ ქართველები და სწორედ ამიტომ, ევროპული მანტიით და ქართული, ტრადიციული ქუდით „ყაბალახით“„ შემოსა  ჰანს იორგ  ალბრეხტი. არჩილმა ფრანგიშვილმა გერმანული დელეგაციის ყველა სტუმარს უსახსოვრა ყაბალახი და ამით კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ქართულ ტრადიციებს. აღნიშნულმა ფაქტმა გერმანელი სტუმრები აღაფრთოვანა.

პროფესორ ჰანს იორგ ალბრეხტმა მადლობა გადაუხადა სტუ-ს რექტორს დაჯილდოვებისათვის და დამსწრე საზოგადოებას დაფასებისათვის.

 

 

 

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და მაქს პლანკის სახელობის საზღვარგარეთის და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტს შორის გაფორმდა მემორანდუმი

2017 წლის 25 მაისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და მაქს პლანკის სახელობის საზღვარგარეთის და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

სტუ-ს რექტორმა, აკადემიკოსმა არჩილ ფრანგიშვილმა  გამოხატა მადლიერება აღნიშნული თანამშრომლობისათვის და აღნიშნა, რომ გერმანელ და ქართველ მეცნიერთა თანამშრომლობა ეფუძნება 35 წლიან მოღვაწეობას, ამ პერიოდის განმავლობაში არაერთი რეფორმა განხორციელდა, რაშიც უდიდესი წვლილი მიუძღვის მაქს პლანკის ინსტიტუტის დირექტორს ჰანს იორგ ალბრეხტს.

გერმანულმა მხარემ, კერძოდ კი ჰანს იორგ ალბრეხტმა ყურადღება გაამახვილა ქართველ მეცნიერთანამშრომელთა დამოკიდებულებაზე სამართლისა და სხვა დარგთა შორისი მეცნიერებისადმი, ქართველ მეცნიერებს წარმატება უსურვა და მათი პოტენციალის გამოყენების სათანადო ადგილად მიიჩნია მაქს პლანკის კვლევითი ცენტრი.

მოწვეულმა საპატიო სტუმარმა განათლების და მეცნიერების  მინისტრის მოადგილემ ბატონ თამაზ მარსაგიშვილმა ისაუბრა გერმანელ და ქართველ მეცნიერებს შორის განხორციელებულ არაერთ სამეცნიერო პროექტზე, ასევე, ყურადღება გაამახვილა იმ რეფორმაზე, რომელიც პროფესორ ჰანს იორგ ალბრეხტმა   წლების მანძილზე განახორციელა მეცნიერებაში. ისაუბრა იმ უნიკალურ გამოცდილებაზე, რომელიც არსებობს მაქს პლანკის ინსტიტუტში, კვლევითი ინსტიტუტის როლსა და მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და იმედოვნა, რომ მათი გამოცდილება იქნება სტუ-ს ახალგაზრდა მეცნიერებისათვის მისაბაძი.

მემორანდუმის საფუძველზე სტუ-ს სტუდენტებს, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს, ახალგზარდა მეცნიერებს ექნებათ შესაძლებლობა იმოღვაწონ მაქს პლანკის ინსტიტუტში, აქტიურად ჩაერთონ  კვლევითი ცენტრის საქმიანობაში და თავიანთი კვალი დატოვონ გერმანულ თუ ქართულ იურისპრუდენციაში. თანამშრომლობის შედეგად განხორციელდება ერთობლივი სამეცნიერო პრაქტიკული კვლევითი ღონისძიებები.

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი ირაკლი გაბისონია  მოხარულია, რომ ფაკულტეტის საქმიანობის შედეგად სტუდენტებს მიეცემათ მსგავსი შესაძლებლობა. იგი გულითადად ულოცავს  სტუდენტებს და უსურვებს ამ შესაძლებლობის ღირსეულად გამოყენებას პროფესიული წინსვლისათვის.

სტუ გერმანულ დელეგაციას მასპინძლობს

 

 25-26 მაისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ეწვია გერმანიის ფრაიბურგის მაქს პლანკის სახელობის საზღვარგარეთის და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის დირექტორი და ამავე ინსტიტუტის პროფესორები. გერმანული დელეგაციას წარმოადგენდნენ:

პროფესორი ჰანს იორგ ალბრეხტი-გერმანიის მსოფლიო საერთაშორისო სისხლის სამართლის მაქს პლანკის ინსტიტუტის დირექტორი,

პროფესორი პეტერ იურგენ გრაფი-გერმანიის უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის სენატის თავმჯდომარის მოადგილე.

დოქტორ ვოლფრამ შედლერი- გერმანიის გენერალური პროკურატურის ყოფილი პროკურორი, ადვოკატი.

 დოქტორ მიხაელ კილხლინგი- მაქს პლანკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერთანამშრომელი და რესტოვრაციული სამართლის ევროპული ფორუმის ხელმძღვანელი- Chairperson of the European Forum For Restorative Justice.

ელიკო წიკლაური-ლამიხი, ყოფილი სსრკ-ს ტრანზიციული ქვეყნების გარდამავალი სამართლებრივი რეფორმების განყოფილების ხელმძღვანელი, მაქს პლანკის ინსტიტუტის დოქტორი, პროფესორი.

თეოდორ ლამიხი- მაქს პლანკის ინსტიტუტის დოქტორანტი.

ღონისძიება იყო საიუბილეო და იგი მიეძღვნა საქართველოსა და გერმანიის თანამშრომლობას, მნიშვნელოვანია ისიც, რომ  საქართველოს მთავრობის მიერ 2017 წელი გერმანიის წლად გამოცხადდა.  ამავე წელს შესრულდა გერმანელების საქართველოში დასახლების 200 წელი და თანამშრომლობის 35 წელი.

გერმანელი სტუმრების ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიება ხუთი ეტაპისაგან შედგებოდა:

  1. მემორანდუმის გაფორმება საზღვარგარეთისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის მაქს პლანკის ინსტიტუტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის.
  2. საზღვარგარეთის და საერთაშორისო სისხლის სამართლის მაქს პლანკის ინსტიტუტის დირექტორისათვის ჰანს იორგ ალბრეხტისათვის სტუ-ს საპატიო დოქტორის წოდების მინიჭება
  3. ერთობლივი საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: „თანამედროვე ტექნოლოგიები, სისხლის სამართლის და კრიმინოლოგიის აქტუალური პრობლემები, ზღვარი თავისუფლებასა და უსაფრთხოებას შორის“.
  4. dოქტორ მიხაელ კილხლინგის საჯარო ლექცია თემაზე:  „მიგრანტები, როგორც მსხვერპლნი: ვიქტიმოლოგიური პერსპექტივები ადამიანთა ვაჭრობისა და კონტრაბანდის კუთხით“.
  5. გერმანული დელეგაციის სტუმრობა ბოლნისში, გერმანულ სოფელში

 

 

“იდღესწაულეთ 26 მაისს ქართველი ერის დაბადების დღეა “- შევახსენოთ ერთმანეთს ისტორია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში საერთაშორისო  ურთიერთობების კლუბის ორგანიზებით  განხორციელდა ღონისძიება, რომელსაც ხელმძღვანელობდა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების  სპეციალობის მეორე კურსის სტუდენტები  ირინა მიქავა და შალვა ჩოხელი. სტუდენტებმა  ზვიად გამსახურდიას სახელობის აუდიტორიაში, წარმოადგინეს მოხსენება “26 მაისი დამოუკიდებლობის დღე რეფორმები, პიროვნებები, მიღწევები და შეცდომები ”

ღონისძიება გახსნა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა ირაკლი გაბისონიამ, ასევე ესწრებოდნენ პროფესორები და  სტუდენტები , რომლებიც აქტიურად ჩაერთვნენ აღნიშნულ  აქტივობაში.  26 მაისი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დიდი ეროვნული დღესასწაული . 1918 წლის 26 მაისს ერის ისტორიულ დროთა გაწყვეტილი კავშირის, ერის სახელმწიფოებრიობის აღდგენის დიდი ნიშანსვეტია,ის თვისობრივად სრულიად ახალი ეტაპის დასაწყისია საქართველოს სახელმწიფოებრივ აღმშენებლობაში. დაიბადა ახალი ტიპის სახელმწიფო,  XX საუკუნის ევროპული ტიპის დემოკრატიული, ერთიანი სუვერენული ქვეყანა.26 მაისს დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე შექმნილი საქართველოს რესპუბლიკა იყო ჭეშმარიტად დემოკრატიული სახელმწიფო. მას ჰქონდა დამოუკიდებლობის ყველა ატრიბუტი და, მიუხედავად მძიმე საშინაო და საგარეო პირობებისა თავის ფუნქციებს ასრულებდა. დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა არ ითმენდა მის საქმეებში უცხო სახელმწიფოთა ჩარევას და შეძლებისდაგვარად ახერხებდა მის აღკვეთას. მაშინ ჩაეყარა საფუძველი დამოუკიდებელი საქართველოს საგარეო პოლიტიკის ფუძემდებლურ პრინციპებს. ბევრ მათგანს დღესაც არ დაუკარგავს თავისი მნიშვნელობა. სტუდენტებმა განიხილეს უშუალოდ ის  ფაქტები და მოვლენები, რაც ხდებოდა 1918 წლის 26 მაისამდე და,  რაც  მოხდა მას შემდეგ. აღნიშნავს ღონისძიების  ერთ-ერთი ორგანიზატორი  ირინა მიქავა.

1918 წლის 26 მაისის  იდეების გაგრძელება არის საქართველოს დემოკრატიული სუვერენული სახელმწიფოს ჩამოყალიბება.

საერთაშორისო ურთიერთობების სპეცაილობის სტუდენტების მოხსენიების შემდეგ სიტყვით გამოვიდნენ პროფესორები, ჩაერთვნენ დამსწრე სტუდენტები იყო კამათი, დებატებიც და ბოლოს ღონისძიება შეაჯამეს ორგანიზატორებმა: ირინა მიქავამ და შალვა ჩოხელმა.

 

სტუ-ს ეკომოლაშქრეთა კლუბი რაჭაში

სტუ-ს ეკომოლაშქრეთა კლუბის ორგანიზებით განხორციელდა მორიგი ლაშქრობა რაჭაში ცხრაჯვარის მიმართულებით.  აღნიშნული ლაშქრობაში მონაწილეობას იღებდნენ სტუ-ს საჯარო მმართველობისა და საერთაშრორისო ურთიერთობების სპეციალობის სტუდენტების ერთობლივი ინიციატივით, სტუდენტებმა დალაშქრეს ცხრაჯვარი, მოინახულეს ნიკორწმინდა და სოფელი საწირე.

ეკომოლაშქრეებმა,  მოინახულეს ნიკორწმინდა,  ნიკორწმინდის ტაძარი, რომელიც ეროვნული ხუროთმოძღვრების შედევრია. აგებულია XI საუკუნის დასაწყისში, 1010-1014 წლებში. ეს ის პერიოდია, როცა დიდი ყურადღება ექცეოდა ფასადების დეკორაციულ გაფორმებას. სწორედ ამ მხრივ ნიკორწმინდის დეკორი ქართული მონუმენტური პლასტიკის მიღწევაა.

აი როგორ აღგვიწერს რაჭას ერთ-ერთი ეკომოლაშქრე გიორგი მამულაშვილი: “დღეს რაჭას ვიყავ პირველად ვიგრძენი ამ ულამაზესი კუთხის სული და გული ბოლომდე .  -მობრძანდით, ჭის წყალი დამილიეთო პანჩო ბაბუმ “

გურანდა გოლიაძე: ”ჭის წყალიდან ღვინომდე და ღვინიდან სარდაფამდე-უცნაური გრძნობა დამეუფლა. ძალიან მიხაროდა და ძალიან მტკიოდა. ვერც ერთი წონიდა მეორეს და ვერც მეორე პირველს. დავტოვეთ დიდ და ცარიელ სახლში პანჩო ბაბუა, რომელიც ბევრ ჩვენნაირს ელოდა.
ბევრი კითხვა გაჩნდა მარტივი პასუხებით, თუ რატომ ტოვებენ აჭრელებულ  რაჭას რაჭველები”?!

სტუ-ს ეკომოლაშქრეთა კლუბი კვლავ განაგრძობს სხვადასხვა ლაშქრობების, გარემოს დაცვითი  და მსგავსი ღონისძიებების განხორციელბას. ამჟამდ ეკომოლაშქრეთა კლუბი აერთიანებს ოთხმოცდაათამდე სტუდენტს. კლუბის შემდეგი აქტივობა არის 1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბედიანის თავშესაფრის მონახულება, აგრეთვე დაასუფთავებენ კაზრეთის რაიონში მიმდებარე პარკს,  რომელიც სამწუხაროდ საკამოდ  დაბინძურებულია.

აღსანიშნავია, რომ ფაკულტეტის დეკანის ირაკლი გაბისონიას თაოსნობით ფაკულტეტის აკადემიუირ თუ ტექნიკური პერსონალი, რათქმაუნდა სტუდენტებთან ერთად ყოველთვის მზად არიან ხელშეწყობისა და მხარდაჭერისათვის, რაც ერთობ მნიშვნელოვანია კლუბის განვითრებისთვის, აღნიშნავენ სტუ-ეკომოლაშქრეთა კლუბის  დამფუძნებლები ირინა მიქავა  და  აკო ჯიჯელავა.

 

ამერიკელი მოსამართლეები საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს სტუმრად ეწვევიან

განცხადება ! 

9 ივნისს  11:00 საათზე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს სტუმრად ეწვევიან ამერიკელი მოსამართლეები:

ბენ სტადარტი აშშ-ს ჯორჯიის შტატის ჰენრის ოლქის მოქმედი მოსამართლე, ყოფილი თავმჯდომარე ჯორჯიის შტატის სასამართლო საბჭოში,

ანა ჰარისი  აშშ-ს ჯორჯიის შტატის კობის ოლქის მოქმედი მოსამართლე,

მაიკლ კუკარო  სასამართლო ადმინისტრატორი, ჯორჯიის შტატის სასამართლო საბჭოს დირექტორის მოადგილე.

მოწვეული სტუმრები ცენტრალურ ბიბლიოთეკაში წაიკითხავენ საჯარო ლექციას თემაზე :  „იურიდიული პროფესია და სამოსამართლეო კარიერა ამერიკის შეერთებულ შტატებში“

ლექციის მსვლელობისას გექნებათ შესაძლებლობა დასვათ შეკითხვები ქართულ და ინგლისურ ენაზე. 

 

 

დასწრება თავისუფალია!

შეხვედრა მაქს პლანკის ინსტიტუტის უფროს მეცნიერთანამშრომელთან და რესტოვრაციული სამართლის ევროპული ფორუმის ხელმძღვანელთან დოქტორ მიხაელ კილხლინგთან

განცხადება !

 

25 მაისს 12:00 საათზე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გაიმართება , რომელიც  წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „მიგრანტები, როგორც მსხვერპლნი: ვიქტიმოლოგიური პერსპექტივები ადამიანთა ვაჭრობისა და კონტრაბანდის კუთხით“ .

 

დასწრება თავისუფალია !

კონფერენცია – “დიალოგი სამოქალაქო საზოგადოებასა და ექსპერტებთან ერთად აფხაზურ და ოსურ მხარესთან ურთიერთობის დარეგულირების საკითხებზე”

საქართველოს პარლამენტის ილია  ჭავჭავაძის სახელობის დარბაზში ჩატარდა კონფერენცია თემაზე. კონფერენცია გახსნა ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველები”-ს თავმჯდომარემ სიმონ ნოზაძემ. მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ზვიად ძიძიგურმა.

კონფერენციაზე მოხსენებით თემაზე: „ძიებანი საქართველოს განდგომილი რეგიონების შემორიგებისათვის“  წარსდგა  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის  პოლიტიკისა და სამართლის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი ჯემალ გახოკიძე, რომელმაც აღნიშნა, რომ  ნაშრომი „ძიებანი საქართველოს განდგომილი რეგიონებისათვის“ შეიქმნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კონფლიქტების დარეგულირების სამართლებრივი, პოლიტიკური და ეკონომიკური კვლევების ცენტრის მიერ, იგი მთლიანად ეთმობა საქართველოს  კონფლიქტური რეგიონების პრობლემატიკას.  ნაშრომში დეტალურადაა გაანალიზებული, თუ რამ განაპირობა აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან სეპარატიზმის იმ დონემდე გაღვივება, რომ იგი შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზარდა. ასევე, ყურადღება გაამახვილა იმ პოზიტიური ნაბიჯების ძიებაზე, რომელიც გადადგმულია კონფლიქტების გადაწყვეტისას ამა თუ იმ სახელმწიფოში,  ამ მიზნით შერჩეული და შესწავლილია სამი პრეცედენტი  ჰონკონგის, სამხრეთ ტიროლისა და შოტლანდიის.

კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი არჩილ ფრანგიშვილი, მან აღნიშნა, რომ მეცნიერთა ჯგუფმა ფაქტიურად შექმნა ახლებულად გააზრებული და ფუნდამენტურად გამოკვლეული ნაშრომი საქართველოს განდგომილი რეგიონების შემორიგებისა და ერთად ცხოვრებისათვის. სამივე სახელმწიფომ ჩინეთმა, იტალიამ და შოტლანდიამ კომპრომისების საშუალებით, ურთიერთმისაღები და ურთიერთსასარგებლო გადაწყვეტილებისა და მორიგების გზით ცივილურ დონეზე  მოახერხა ჰონკონგთან და  სამხრეთ ტიროლთან კონფლიქტების მოწესერიგება. ჯემალ გახოკიძემ წამოაყენა კონკრეტული წინადადებები, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ  კონფლიქტის დასარეგულირებლად.

სტუ-ს სამართლის და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ, სტუ-ს საჯარო სამართლის ლაბორატორიის ხელმძღვანელმა, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრმა, პროფესორმა ავთანდილ დემეტრაშვილმა და სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პოლიტიკისა და სამართლის ინსტიტუტის სწავლულმა მდივანმა, ასოცირებულმა პროფესორმა სოფო მიდელაშვილმა მიიღეს დებატებში მონაწილეობა.