პავლე ყაველაშვილის საჯარო ლექცია

2020 წლის 22 იანვარს 15:00 საათზე სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით, სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დოქტორანტი, საქართველოს თავდაცვის ძალების ოფიცერი პავლე ყაველაშვილი ჩაატარებს საჯარო ლექციას თემაზე:
“საქართველოს ნატოში გაწევრიანების სუბიექტური და ობოექტური ასპექტები”.
ლექცია ჩატარდება 909ბ აუდიტორიაში.

ახალგაზრდა ელჩების საჯარო ლექცია

2019 წლის 15 იანვარს 14:00 სთ-ზე სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით ახალგაზრდა ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში მარიამ თაყნიაშვილი და საქართველოს ახალგაზრდა ელჩი  ჰოლანდიაში ერეკლე კოპლატაძე საჯარო სამართლის ლაბორატორიაში (907ა)  ჩაატარებენ საჯარო ლექციას თემაზე: “საქართველოს პერსპექტივები და დამაბრკოლებელი ფაქტორები ნატოში და ევროკავშირში”.

 

სასკოლო ფორმატის II სეზონის V სამსჯავრო, I ნახევარფინალი

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროექტი “პოლიტიკა სამსჯავროზე”.
სასკოლო ფორმატის II სეზონის V სამსჯავრო, I ნახევარფინალი

რამდენად შეესაბამებოდა ეროვნულ ინტერესებს ალექსანდრე ბატონიშვილის მიერ გატარებული პოლიტიკა?
მას საქართველოს გა-დარჩენის გზად ირანი წარმოედგინა. ქართველი უფლისწული თითქმის 40 წელწადი იყო ჩაბმული უთანასწორო ომში უზარმაზარი რუსეთის იმპერიის მრავალჯერ აღმატებულ მასზე დაგეშილ მტრულ ძალებთან. მისი გმირული ფათერაკებით სავსე ცხოვრება საუკე-თესო სათავგადასავლო ფილმის თუ რომანის სიუჟეტად გამოდგება. საბჭოთა ისტორიოგრაფია მას მოიხსენიებდა განსაკუთრებულად უარყოფით კონტექსტში, როგორც ,,საქართველოს ბოროტ გენიას”. ბრალდების მხარე, თბილისის 178-ე საჯარო სკოლის უფროს-კლასელების გუნდი „ენიგმა“ შეეცდება საკუთარი არგუმენტებით ნაფიც მსაჯულთა დარწმუნებას. მისი პოლიტიკის დაცვის მხარე, თბილისის 51-ე საჯარო სკოლის გუნდი „რონდო“ კი მოძიებული მტკიცებულებებით შეეცდება მისი პოლიტიკის გაამართლებას.

ბრალდების მხარე, თბილისის 178-ე საჯარო სკოლის გუნდი ,,ენიგმა”
საბა კოპალიანი – გუნდის კაპიტანი;
ელენე აჭარაძე;
ცოტნე ბარბაქაძე;
ნია ბოლაშვილი;
ციცი გიგოიძე;
მარიამ მთიულიშვილი;
დიანა ნალიანი.
გუნდის მენტორები: პროფ. ზურაბ კვეტენაძე – პოლიტიკისა და საერთაშ. ურთიერთობების მიმართულებით; მოწვეული ლექტორი ხატია ხერხეულიძე – სამართლის მიმართულებით.
პედაგოგი: ლია ჯანაშია
სტუდენტი მენტორი – თამარ ტაკაშვილი

დაცვის მხარე, თბილისის 51-ე საჯარო სკოლის გუნდი ,,რონდო“
მარიამ ალავიძე – კაპიტანი;
კესარია ბერძენიშვილი;
აკაკი ბულია;
სალომე გუნია;
ნიკოლოზ მაძღარაშვილი;
ლუკა ჩხაპელია;
ნიკოლზ ძაგნიძე.
გუნდის მენტორები: პროფ. გიორგი ჩხიკვიშვილი – პოლიტიკისა და საერთაშ. ურთიერთობების მიმართულებით; პროფ. ხატია ვასაძე – სამართლის მიმართულებით.
პედაგოგი: თამარ ჯავახიშვილი
სტუდენტი მენტორი: ანა ნაკაშია

2020 წლის 25 იანვარი, 12:00 საათი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ადმინისტრაც.კორპუსი, გ.ნიკოლაძის დარბაზი

 

აქტივობების აღდგენისა და გადაბარების ცხრილი სამართლის სამაგისტრო პროგრამის ინდივიდუალურ გრაფიკზე მყოფი სტუდენტებისათვის

სტუდენტები, რომლების იმყოფებიან ინდივიდუალურ გრაფიკზე და მიღებული აქვთ შუასემესტრულ გამოცდაზე შეფასება მაგრამ აღსადგენი აქვთ სემესტრული აქტივობები უნდა გამოცხადნენ გამოცდებზე შემდეგი საგამოცდო ცხრილის მიხედვით:

Download (DOCX, 14KB)

Download (DOCX, 14KB)

Download (DOCX, 14KB)

Download (DOCX, 15KB)

Download (DOCX, 16KB)

Download (DOCX, 15KB)

შუალედური გამოცდის აღდგენის ცხრილი ინდივიდუალური გრაფიკის მქონე სამართლის მაგისტრატურის სტუდენტებისათვის

სტუდენტები, რომლების იმყოფებიან ინდივიდუალურ გრაფიკზე და  აღსადგენი აქვთ შუასემესტრული გამოცდები უნდა გამოცხადნენ გამოცდებზე შემდეგი საგამოცდო ცხრილის მიხედვით:

Download (DOCX, 15KB)

Download (DOCX, 15KB)

Download (DOCX, 14KB)

Download (DOCX, 13KB)

Download (DOCX, 14KB)

Download (DOCX, 14KB)

Download (DOCX, 15KB)

Download (DOCX, 15KB)

Download (DOCX, 14KB)

Download (DOCX, 13KB)

Download (DOCX, 14KB)

Download (DOCX, 14KB)

შუალედური გამოცდის აღდგენის ცხრილი ინდივიდუალური გრაფიკის მქონე სტუდენტებისთვის

სტუდენტები, რომლების იმყოფებიან ინდივიდუალურ გრაფიკზე და  აღსადგენი აქვთ შუასემესტრული გამოცდები უნდა გამოცხადნენ გამოცდებზე შემდეგი საგამოცდო ცხრილის მიხედვით:

 

Download (DOCX, 15KB)

Download (DOCX, 15KB)

Download (DOCX, 15KB)

Download (DOCX, 15KB)

Download (DOCX, 15KB)

 

Download (DOCX, 17KB)

Download (DOCX, 15KB)

Download (DOCX, 15KB)

Download (DOCX, 15KB)

Download (DOCX, 15KB)

Download (DOCX, 15KB)

Download (DOCX, 15KB)

Download (DOCX, 15KB)

Download (DOCX, 15KB)

Download (DOCX, 15KB)

Download (DOCX, 15KB)

 

Download (DOCX, 12KB)

Download (DOCX, 12KB)

Download (DOCX, 12KB)

 

სტუდენტთა საყურადღებოდ!

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტთა საყურადღებოდ!
‼️‼️‼️‼️‼️‼️‼️‼️‼️‼️‼️
სტუდენტებს, რომლებსაც არ აქვთ პირველი სემესტრის სწავლის საფასური (1125ლარი) სრულად დაფარული შეუჩერდებათ სტუდენტის სტატუსი, შესაბამისად, არ დაიშვებიან დასკვნით გამოცდებზე.

დავით აფციაურის საჯარო ლექცია

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ჩინეთის კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელის, პროფესორ ავთანდილ კიკნაძის ორგანიზებით საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის გენერალურმა დირექტორმა, საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დავით აფციაურმა დიპლაბში ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე: “ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები და მომავლის პერსპექტივები”.შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში გაგრძელდა.სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა მრავალი საინტერესო შეკითხვა დაუსვეს სტუმარს და მიიღეს ამომწურავი პასუხები.

სტუმარმა ასევე მოინახულა ჩინეთის კვლევითი ინსტიტუტი(China Research Institute) და შეხვდა ჩინური ენით დაინტერესებულ სტუდენტებს.🇬🇪🇨🇳
🇬🇪🇨🇳️ჩინეთის კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფესორი ავთანდილ კიკნაძე სტუმარს ესაუბრა ინსტიტუტის საქმიანობაზე და სამომავლო თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.🇬🇪🇨🇳
🇬🇪🇨🇳️️ბატონმა დავითმა სურვილი გამოთქვა ითანამშრომლოს ჩინეთის კვლევით ინსტიტუტთან.🇬🇪

ფაკულტეტის საბჭოს სხდომა

2019 წლის 19 დეკემბერს ჩატარდა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საბჭოს სხდომა.
საბჭოს სხდომას თავმჯდომარეობდა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია.
საბჭოს წევრებმა განიხილეს და დაამტკიცეს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის 2020 წლის ბიუჯეტი.
ასევე, იმსჯელეს და დადებითად შეაფასეს ფაკულტეტზე 2019 წელს მიმდინარე სამეცნიერო-კვლევითი პროექტები და მასში ჩართულ პირთა საქმიანობა. მათ შორის, სამეცნიერო-კვლევითი პროექტის “მტკიცებითი სამართლის” ფარგლებში ირაკლი მინაშვილის ავტორობით გამოცემული ნაშრომი “ციფრული დანაშაულის გამოძიების ტექნიკა და მეთოდიკა”