სისხლის სამართლის იმიტირებული პროცესი

2019 წლის 22 დეკემბერს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მხარდაჭერით და ლექტორის მამუკა მახარაძის ორგანიზებით ჩატარდა სისხლის სამართლის იმიტირებული პროცესი.
პროცესის დასასრულს გამოვლინდა სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებული სტუდენტები, რომლებსაც სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ირაკლი გაბისონიას გადაწყვეტილებით საჩუქარად გადაეცათ იურიდიული ლიტერატურა და შესაბამისი სერტიფიკატები.
იმიტირებულ პროცესში მონაწილეობდნენ სამართლის სპეციალობის სტუდენტები, მათ შორის, მოწმეთა როლები მოირგეს პირველკურსელებმა სტუდენტებმა.
მსგავსი იმიტირებული პროცესები მიზნად ისახავს სტუდენტებში პროფესიული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას.

ბერგჰოფის ფონდისა და ფაკულტეტის ერთობლივი პროექტი

დასრულდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის კლინიკის მიერ ორგანიზებული კიდევ ერთი საინტერესო პროექტი.
‼️‼️‼️‼️‼️‼️
გერმანული არასამთავრობო ორგანიზაციის ბერგჰოფის ფონდისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის კლინიკის ორგანიზებით სპეციალურად კურსისთვის შერჩეული სტუდენტებისათვის გაიმართა 18 სამუშაო შეხვედრა, რომელიც შეეხებოდა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ესკალაციის სხვადასხვა პერიოდს.
კონკურსის საფუძველზე შერჩეულ მონაწილეებს ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ მოესმინათ ეთნიკურად ქართველი, აფხაზი და ოსი პირების ბიოგრაფიული ინტერვიუები. ინტერვიუებში ადამიანები, რომლებიც უშუალოდ შეესწრნენ საქართველოში არსებულ ეთნო – პოლიტიკურ კონფლიქტებს, თხრობდნენ თავიანთ პირად ისტორიებს, მოგონებებს და აღწერდნენ მათი თვალით დანახულ წარსულში მომხდარ მოვლენებს.
საინტერესოა, რომ პროექტში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პირველკურსელებს, როგორც სამართლის ასევე საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით.
ინფორმაციისთვის ბერგჰოფის ფონდი გერმანული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც წლებია მუშაობს ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური საშვიდობო დიალოგის მიმართულებით. ამა წლის თებერვალში ფონდმა დაიწყო ახალი პროექტი “ისტორიის შესახებ დიალოგი როგორც საფუძველი ნორმალიზაციისთვის”, რომელსაც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აფინანსებს. პროექტის ფარგლებში იმართება სამუშაო შეხვედრები/ვორქშოფები სხვადასხვა ჯგუფებთან. ვორქშოფებზე გამოყენებულია ბიოგრაფიული ინტერვიუების მოსმენისა და განხილვა/დისკუსიის მეთოდოლოგია. განიხილება ეთნიკურად ქართველი, აფხაზი და ოსი ადამიანების ბიოგრაფიული ინტერვიუები.
აღნიშნული ბიოგრაფიული ინტერვიუები წარმოდგენილია აუდიოფაილების სახით, რომლებიც ჩაწერილია წლების მანძილზე ბერგჰოფის ფონდის მიერ. აღნიშნული პროექტი ქართულ-აფხაზური სამშვიდობო დიალოგის ნაწილია, რომელიც ორივე საზოგადოებაში წარსულის გადააზრებას/გაანალიზებას შეეხება.

 

საერთაშორისო კონფერენცია “სამართლის აქტუალური პრობლემები”

2020 წლის 24-25 იანვარს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში  (საქართველო. თბილისი. კოსტავას ქ.77) ტარდება სამართლის V საერთაშორისო კონფერენცია, სახელწოდებით სამართლის აქტუალური პრობლემები”.

კონფერენციის თემა: “სამართლის აქტუალური საკითხები”

კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული, ინგლისური, რუსული

კონფერენციის მუშაობა წარიმართება ორ სექციად:

  1. სამოქალაქო (კერძო) სამართლის მიმართულება;
  2. სისხლის და საჯარო სამართლის მიმართულება.

 

კონფერენციაზე მუშაობის ფორმები:

  • მოხსენებით გამოსვლა;
  • დაუსწრებელი მონაწილეობა.

 

კონფერენციის მასალათა კრებული გამოქვეყნდება კონფერენციის დასრულების შემდეგ.

მოხსენების რეგლამენტი – 30 წუთამდე

 

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა განცხადებები და თეზისები გამოაგზავნეთ 2020 წლის 13 იანვრამდე, ელექტრონული ფოსტით, მისამართზე: nana.nioradze@gtu.ge

      მოთხოვნა:

მოხსენებების თეზისები გამოაგზავნეთ ელექტრონული ფოსტით Microsoft Word –ის ფორმატით ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე, არაუგვიანეს 2020 წლის 13 იანვრისა.

თეზისების მოცულობა – არაუმეტეს 500 სიტყვა

შიფრი (ფონტი)— Times New Roman, 12 pt (ინგლისური და რუსული ენებისთვის),  Sylfaen 12 pt (ქართული ენისთვის).

მინდორი (Margins) — ზედა –  2 სმ,  ქვედა – 2,5 სმ, მარცხნივ –  3 სმ, მარჯვნივ –  2 სმ.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და სხვა უნივერსიტეტების პროფესორ მასწავლებლებს, დოქტორანტებს (ხელმძღვანელის რეცენზია), მაგისტრებს (ხელმძღვანელის რეცენზია), პრაქტიკოს სპეციალისტებს.

სამეცნიერო კვლევითი პროექტების ანგარიში და 2019 წლის საუკეთესო სტუდენტები

2019 წლის 28 დეკემბერს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე მიმდინარე სამეცნიერო-კვლევითი პროექტების შესახებ ანგარიში წარედგინა იურიდიულ, კრიმინოლოგიის, სოციალურ და განათლების მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლებს.
სხდომის დაწყებამდე სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ირაკლი გაბისონიას ინიციატივით დაჯილდოვდნენ ფაკულტეტის “2019 წლის საუკეთესო სტუდენტები”.🏆🏆🏆🏆🏆🏆🏆🏆🏆🏆🏆🏆🏆🏆🏆🏆
“2019 წლის საუკეთესო სტუდენტის” სტატუსი ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე მოიპოვა:
🥇🥇სამართლის სპეციალობის პირველი კურსი- მარიამ იასეშვილი;🥇🥇
🥇🥇სამართლის სპეციალობის მეორე კურსი- ლუკა გოცაძე;🥇🥇
🥇🥇სამართლის სპეციალობის მესამე კურსი- თამარ ჭკადუა;🥇🥇
🥇🥇სამართლის სპეციალობის მეოთხე კურსი- მარლენ სიმონიშვილი🥇🥇.
🥇🥇საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის პირველი კურსი- ესმა ოგბაიძე;🥇🥇
🥇🥇საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის მეორე კურსი-დავით გუმბერიძე🥇🥇
🥇🥇საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის მესამე კურსი- ნანუკა ოდოსაშვილი;🥇🥇
🥇🥇საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის მეოთხე კურსი- ლუკა ბერსენაძე.🥇🥇
🥇🥇საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის რუსული სექტორის პირველი კურსი- ანნა მატვეიჩუკ 🥇🥇
🥇🥇საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის რუსული სექტორის მეორე კურსი-თინა მერზანტოვა 🥇🥇
🥇🥇საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის რუსული სექტორის მესამე კურსი თეა ღვალაძე 🥇🥇
🥇🥇საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის რუსული სექტორის მეოთხე კურსი- ელმარ ხალილოვი 🥇🥇
🥇🥇საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრატურის პირველი კურსი- მარიამ ბაზერაშვილი🥇🥇
🥇🥇საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრატურის მეორე კურსი- გვანცა წახნაკია🥇🥇
🥇🥇სამართლის სპეციალობის მაგისტრატურის მეორე კურსის სტუდენტი სოფო რამიშვილი.
სტუდენტები დაჯილდოვდნენ აკადემიის წევრების მიერ შესაბამისი სერტიფიკატებით.
აკადემიის წევრებმა მაღალ დონეზე შეაფასეს ფაკულტეტზე მიმდინარე სამეცნიერო-კვლევითი პროექტები და გამოთქვეს თანამშრომლობის სურვილი

ადვოკატ მარი საბიაშვილის პრაქტიკული ლექცია

2019 წლის 24 დეკემბერს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სასწავლო-პრაქტიკული პროექტის ” იურისტის პროფესიული უნარ-ჩვევების” ფარგლებში ადვოკატმა მარი საბიაშვილმა ჩაატარა პრაქტიკული მასტერკლასი ადვოკატის პროფესიულ უნარ-ჩვევებზე.
მარი საბიაშვილმა სტუდენტებს გააცნო სარჩელისა და შესაგებლის შევსების ტექნიკა.

ირაკლი ბათიაშვილის საჯარო ლექცია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში პროფესორმა ირაკლი ბათიაშვილმა საჯარო ლექცია “ქართული სახელმწიფოებრივი აღორძინების ექსისტენციალური რესურსი” ჩაატარა.
საჯარო ლექცია გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ.
ირაკლი ბათიაშვილს მისასალმებელი სიტყვით მიმართა სტუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს  (სენატის) თავმჯდომარემ, პროფესორმა ჯემალ გახოკიძემ.
საჯარო ლექციაზე ირაკლი ბათიაშვილმა საქართველოს უახლეს ისტორიასა და სახელმწიფოებრიობის აღორძინებაზე ისაუბრა და ასევე, განიხილა, საქართველოს სახელმწიფოებრივი პერსპექტივები.
საჯარო ლექცია წარიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში, რომელსაც ესწრებოდნენ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები.

კონკურსი სტუდენტურ-სამეცნიერო პროექტებზე

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით ცხადდება კონკურსი სტუდენტურ სამეცნიერო პროექტებზე.

პროექტის განაცხადის წარდგენის უფლება აქვს :

  • სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი

  • სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი

  • საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი

  • საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი

პროექტის წარდგენა შესაძლებელია  2019 წლის 25 დეკემბრიდან 2020 წლის 15 იანვრის ჩათვლით სტუდენტთა ჯგუფის მიერ (ჯგუფი შეიძლება შედგებოდეს 4-5 სტუდენტისაგან).

სამეცნიერო-კვლევითი პროექტების შეფასებისა და დამტკიცების კომისია უფლებამოსილია მიიღოს პროექტები:

  • სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტთა ჯგუფის მიერ წარდგენილი პროექტი;

  •  სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტთა ჯგუფის მიერ წარდგენილი სამეცნიერო-კვლევითი პროექტი;

  • საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტთა ჯგუფის მიერ წარდგენილი პროექტი ;

  • საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტთა ჯგუფის მიერ წარდგენილი პროექტი.

სტუდენტებს მენტორობას გაუწევს შესაბამისი სპეციალობის ლექტორი.

პროექტის განაცხადი უნდა მოიცავდეს  ინფორმაციას:

ა) ჩართულ პირთა შესახებ

ბ) პროექტის განხორციელების შესახებ

გ)პროექტის შედეგების შესახებ

დ) პროექტის მეთოდების შესახებ

ე) ბიუჯეტის შესახებ

ვ) ვადების შესახებ

  1. პროექტის განაცხადი უნდა იქნეს წარდგენილი შემდეგი ფორმით:

ა) ელექტრონული ვერსია ქართულ ენაზე ელექტრონულ ფოსტაზე:law@gtu.ge

ბ) პროექტი და პროექტის რეზიუმე უნდა შესრულდეს  ტექნიკური მახასიათებლების დაცვით:

გ). პროექტს თან უნდა ახლდეს სტუდენტთა შესახებ ინფორმაცია, (მობილური ტელეფონის ნომერი, ჯგუფი, კურსი, სპეციალობა).

დ). პროექტს უნდა დაერთოს დასაბუთება, თუ რატომ უნდა განხორციელდეს აღნიშნული პროექტი და რა შედეგებს ითვალისწინებს იგი.

პროექტის  განაცხადის  შეფასების  კრიტერიუმები

  1. პროექტის განაცხადის შეფასების კრიტერიუმებია:

ა) პროექტის სახელწოდების შესაბამისობა პროექტის შინაარსთან;

ბ) პროექტის მიზნისა და ამოცანების შესაბამისობა პროექტის შინაარსთან;

გ) პროექტის აქტუალობის, ინოვაციურობის, აუცილებლობისა და საჭიროების დასაბუთება;

დ) პროექტის მოსალოდნელი შედეგები;

ე) პროექტის განხორციელების მეთოდი;

ვ)  პროექტის სამომავლო განვითარების დასაბუთება;

ზ) პროექტის შესრულების დაძლევადობა და რეალისტურობა მოცემული დროში,  წარმოდგნილი ფინანსური და ადამიანური რესურსების ფარგლებში;

თ) პროექტის მნიშვნელობა ფაკულტეტის, სასწავლო პროცესის ან/და საგანმანათლებლო პროგრამის განვითარებისათვის.

ი) პროექტის მონაწილეთა კომპეტენტურობა და შესაბამისობა პროექტთან.

საკონტაქტო პირი: თამარ ბარამია 

598332205, law@gtu.ge

 

პოლიტიკა სამსჯავროზე-სკოლის მოსწავლეთა მეორე პროცესი

✅ სასკოლო ფორმატის ფარგლებში ჩატარდა მეორე სეზონის მეორე ნახევარფინალი.
👩‍⚖👩‍✈👩‍🎓 იმიტირებულ სამსჯავროზე წარსდგა ერეკლე II-ის მიერ განხორციელებული პოლიტიკა რამდენად შეესაბამებოდა ქართველთა ეროვნულ ინტერესებს.
👉 ბრალდების მხარე, ხაშურის მე-8 საჯარო სკოლის უფროსკლასელთა გუნდი „იბერიონი“, 👉 დაცვის მხარე, 51-ე საჯარო სკოლის უფროსკლასელთა გუნდი ,,რონდო”.
სამსჯავროს თავმჯდომარეობ❗და, სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, სამართლის დოქტორი, პროფესორი ჯემალ გაბელია.

ვიზიტი მალტის სახელმწიფო უნივერსიტეტში

🛑🛑29 ნოემბრიდან 03 დეკემბრის ჩათვლით საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამის “სწავლების თანამედროვე მეთოდების” ფარგლებში სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დელეგაცია მალტაში იმყოფება.
საერთაშორისო დონის პროექტში მონაწილეობენ: სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია, სტუ-ს კანცლერი, პროფესორი ქეთევან ქოქრაშვილი, საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი ქეთევან ჯინჭარაძე, საგანმანათლებლო პროგრამების კურატორი, პროფესორი მაია ყიფიანი, ფაკულტეტის მენეჯერი, ასისტენტ-პროფესორი ანა ფუტკარაძე, ასოცირებული პროფესორები: თეიმურაზ ბეჟოშვილი და ემილია ალავერდოვი, ასისტენტი ვახტან ჟვანია.
მალტის უნივერსიტეტის პროფესორმა ანაბელ დესირამ ჩაატარა მასტერკლასი “სწავლების თანამედროვე მეთოდებზე”.
🛑🛑ვიზიტი მალტის სხვადასხვა უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის დამყარების მიზნით ხორციელდება და ემსახურება თანამედროვე სწავლების მეთოდების სპეციფიკის შესწავლასა და გაცნობას.

მალტაში ვიზიტის დასასრული

🛑🛑2019 წლის 03 დეკემბერს დასრულდა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორების ვიზიტი მალტაში საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამის “სწავლების თანამედროვე მეთოდების” ფარგლებში.
საერთაშორისო დონის პროექტში მონაწილეობდნენ: სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია, სტუ-ს კანცლერი, პროფესორი ქეთევან ქოქრაშვილი, საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი ქეთევან ჯინჭარაძე, საგანმანათლებლო პროგრამების კურატორი, პროფესორი მაია ყიფიანი, ფაკულტეტის მენეჯერი, ასისტენტ-პროფესორი ანა ფუტკარაძე, ასოცირებული პროფესორები: თეიმურაზ ბეჟოშვილი და ემილია ალავერდოვი, ასისტენტი ვახტან ჟვანია.
მალტის უნივერსიტეტის პროფესორმა ანაბელ დესირამ ჩაატარა მასტერკლასი “სწავლების თანამედროვე მეთოდებზე”.
🛑🛑ვიზიტი მალტის სხვადასხვა უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის დამყარების მიზნით გახორციელდა და ემსახურებოდა თანამედროვე სწავლების მეთოდების სპეციფიკის შესწავლასა და გაცნობას.
ტრენინგის დასასრულს პროექტში ჩართულ პირებს გადაეცათ საერთაშორისო დონის სერტიფიკატები.