2019 წლის 01 ნოემბერს სამეცნიერო-კვლევითი პროექტის “სასამართლო ხელისუფლება და სამართალდამცავი ორგანოები საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში (1918-1921)” , ფარგლებში გამოცემული მონოგრაფიის პრეზენტაცია გაიმართა.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ პროექტის წევრები,ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.
ნაშრომის ერთ-ერთმა ავტორმა პროფესორმა ავთანდილ სონღულაშვილმა ისაუბრა ნაშრომში განხილულ ძირეულ და საინტერესო საკითხებზე. ყურადღება გაამახვილა უშუალოდ იმ ფაქტებზე რომელსაც ეყრდნობა კვლევა და უპასუხა დამსწრე საზოგადოების შეკითხვებს.
პრეზენტაციის შემდგომ შედგა საინტერესო დისკუსია სასამართლოს საკითხებთან დაკავშირებით.
Author Archives: gabela23
პროფესორ ავთანდილ კიკნაძის მივლინება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში️
️9-20 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ჩინეთის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა ავთანდილ კიკნაძემ ჩინეთის უმაღლესი განათლების ასოციაციის მიწვევით და ფაკულტეტის დაფინანსებით მონაწილეობა მიიღო 2019 წლის ყოველწლიურ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მუშაობაში,რომელიც გაიმართა 11-13 ოქტომბერს ქალაქ ლანჭოუში, ჩინეთი. ფორუმის თემა იყო-“საერთაშორისო ჰორიზონტები და ჩინური უმაღლესი განათლების მოდერნიზაციის გამოცდილება “.
️აღნიშნულ კონფერენციაში მონაწილეობდნენ 36 ქვეყნიდან: ჩინელი და უცხოელი მეცნიერი, ექსპერტები, მთავრობის ოფიციალური პირები, უმაღლესი სასწავლებლების პრეზიდენტები,დიპლომატები და უმაღლეს განათლების სფეროში მოღვაწე მკვლევარები. 🇬🇪️🇨🇳️
️ კონფერენციაზე ქართველმა პროფესორმა კონფერენციაზე წარადგინა მოხსენება თემაზე:“უმაღლესი სასწავლებლების როლი ჩინური ენისა და კულტურის სწავლებისა და პოპულარიზაციის საქმეში:საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგალითზე.“
️კონფერენციის ფორმატში მრავალი საინტერესო და საქმიანი შეხვედრა და კულტურული ღონისძიება გაიმართა.
️განსაკუთრებით საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო შეხვედრები ჩინეთის უმაღლესი განათლების ასოციაციის ხელმძღვანელ პირებთან,ფუდანის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტთან,პროფესორ ჩენ შიმინთან,ბანგკოკის კრირკის უნივერსიტეტის პრეზიდენტთან, ტაილანდის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრთან,პროფესორ კრასაე ჰანავონსესთან,რომელიც კონფერენციის დასრულების შემდეგ გაესაუბრა ლანჭოუს უნივერსიტეტში სასწავლებლად წარგზავნილ ქართველ სტუდენტებს და გაკვირვება გამოთქვა მათი დიდი რაოდენობის გამო. 🇬🇪️🇨🇳️
15 ოქტომბერს პროფესორმა ავთანდილ კიკნაძემ ქალაქ ხანგჭოუში,ჭეძიან კუნგშანგ უნივერსიტეტში დაგეგმილი შეხვედრა გამართა უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, ჰონგკონგის,მაკაოსა და ტაივანის საქმეთა ოფისის დირექტორთან,პროფესორ ტაო ინგთან და საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან,ქალბატონ ვუ ლუიანთან.შეხვედრაზე საუბარი გაიმართა ორ პარტნიორ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და კონკრეტული პროექტებისა და ღონისძიებების ერთობლივად განხორციელების საკითხებზე.
️ 17 ოქტომბერს პროფესორმა ავთანდილ კიკნაძემ შეხვედრები გამართა შანხაის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიაში, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომზადდება მემორანდუმი,სადაც განსაზღვრული იქნება თანამშრომლობის კონკრეტული სფეროები და სამოქმედო გეგმა. ️ დაიგეგმა უახლოეს პერიოდში განსახორციელებელი ღონისძიებები.
❗❗❗,,პოლიტიკა სამსჯავროზე“ დაიწყო მ ე ო რ ე სეზონის სასკოლო ფორმატი ❗❗❗
✅სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, პროექტის თანახელმძღვანელი, პროფესორი ირაკლი გაბისონია და პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი Henri Kuprashvili შეხვდნენ უფროსკლასელებს და წარმატებული სამუშაო პროცესი უსურვეს.
✅აგრეთვე, პროექტის მენეჯერ-კოორდინატორმა ნინო ოდიშელიძემ და სასკოლო ფორმატის კურატორმა Anna Takashviliმა შეხვედრაზე გუნდებს ჩაუტარეს ტრენინგი, სადაც უფროსკლასელები გაეცნენ პროექტის მიზნებსა და ამოცანებს, დებულებას, შეფასების კრიტერიუმებს და სხვ. ჩატარდა კენჭისყრა, სადაც გამოვლინდა მეტოქე გუნდები (სკოლები) და მათი პოზიციები, პოლიტიკური პირები, რომელთა პოლიტიკაც გავა იმიტირებულ სამსჯავროზე და სხვ.
გუნდების დაჯგუფება:
🔺️ პროცესი I
ვახტანგ მე-6
◾ბრალდების მხარე – 166-ე საჯარო სკოლა
◽დაცვის მხარე – 178-ე საჯარო სკოლა
🔺️პროცესი II
ერეკლე მე-2
◾ბრალდების მხარე – ხაშურის მე-8 საჯარო სკოლა
◽დაცვის მხარე – 51-ე საჯარო სკოლა
🔺️პროცესი III
ლავრენტი ბერია
◾ბრალდების მხარე – სკოლა ,,ახალი ლიცეუმი”
◽დაცვის მხარე – 127-ე საჯარო სკოლა
🔺️პროცესი IV
გიორგი სააკაძე
◾ბრალდების მხარე – ზუგდიდის მე-9 საჯარო სკოლა
◽დაცვის მხარე – სკოლა ,,შავნაბადა”
📍საბჭოს სხდომის მორიგი შეხვედრა
📍📍2019 წლის 17 ოქტომბერს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საბჭოს მორიგი სხდომა ჩატარდა.
👨⚖საბჭოს სხდომას თავმჯდომარეობდა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია.
👨🎓👩🎓საბჭომ იმსჯელა მიმდინარე წლის ბიუჯეტის ცვლილებებზე და სტუდენტთა სოციალური დახმარების პროგრამა დაამტკიცა.
🔺️🔺️საბჭოს სხდომაზე თავმჯდომარემ ასევე წარმოადგინა დასრულებული სამეცნიერო-კვლევითი პროექტის “შესავალი სამართალმცდონეობის” ფარგლებში ავტორთა კოლექტივის მიერ გამოცემული სახელმძღვანელო “სამართალმცოდნეობის შესავალი”, რომელიც განკუთვნილია სამართლის სპეციალობის სტუდენტებისათვის. 📚📚
დეკანის საათი მეორე კურსის სტუდენტებთან
📌📌2019 წლის 17 ოქტომბერს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი მეორე კურსის სტუდენტებს შეხვდა.
✍✍შეხვედრა შეეხებოდა სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ სხვადასხვა აქტუალურ საკითხებს.
👨🎓👨⚖დეკანმა უპასუხა სტუდენტთა შეკითხვებს და მათთან ინტერაქტიულ რეჟიმში მოხდა ინფორმაციის გაცვლა.
🎓🎓დეკანის საათს ესწრებოდნენ დეკანის მოადგილე, პროფესორი ჯემალ გაბელია, აკადემიური დეპარტამენტის ხელმძღვანელები, მოადგილეები და ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები.
👨🎓👨⚖დეკანის გადაწყვეტილებით პერიოდულად შედგება დეკანის საათი სხვა კურსის სტუდენტებთანაც.
💯💯💯2019-2020 სასწავლო წლის I სემესტრში ინდივიდუალურ საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლის მსურველთა საყურადღებოდ!
❗️❗️როგორც თქვენთვის ცნობილია, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ინდივიდუალური საგანმანათლებლო პროგრამა არის სტუდენტის ინტერესებისა და აკადემიური მომზადების დონის შესაბამისად შედგენილი პროგრამა.
ინდივიდუალურ საგანმანათლებლო პროგრამაზე გადაყვანის მსურველმა განცხადებასთან ერთად შესაბამისი ფაკულტეტის დეკანატში უნდა წარადგინოს სათანადო დოკუმენტაცია .
❗️✅✅განცხადებაში მითითებული უნდა იყოს, თუ რა ინტერესები აქვს სტუდენტს და როგორია მისი აკადემიური მომზადების დონე. შესაბამისად, განცხადებაში სტუდენტმა უნდა ჩამოაყალიბოს, თუ რა სახის მხარდაჭერა ესაჭიროება მას.
სტუდენტმა განცხადება უნდა წარმოადგინოს 2019 წლის 08 ნოემბრამდე.
სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საკონსულტაციო ოთახში 10:00 სთ – 17:00სთ-მდე
🎓🎓 ინდივიდუალურ საგანმანათლებლო პროგრამაზე
გადასვლის მსურველმა უნდა წარმოადგინოს
შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე, ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ან/და ფეხმძიმე – ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა №100);
ბ) 3 წლამდე ასაკის ბავშვის დედა – ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
გ) საქართველოს სახელით ოლიმპიური თამაშების, მსოფლიო, ევროპის ჩემპიონატის მონაწილე – შესაბამისი ფედერაციის/საქართველოს ნაკრების უფლებამოსილი პირის შუამდგომლობა;
დ) სტუ-ის ნაკრების წევრი – სოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტის შუამდგომლობა მიმდინარე სემესტრში ჩასატარებელი სპორტული ღონისძიებების მითითებით;
ე) სტუ-ის შემოქმედებით და სახელოვნებო წრეში (თეატრი, კაპელა, ქორეოგრაფიული ანსამბლი, კვარტეტი და ა.შ.) გაერთიანებული სტუდენტი – სოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტის შუამდგომლობა მიმდინარე სემესტრში ჩასატარებელი აქტივობების (სპექტაკლები, კონცერტები და ა.შ.) მითითებით;
ვ) თბილისში განლაგებულ დაწესებულებაში, როგორც წესი, პროფილით/სპეციალობით ან/და სახელმწიფო სტრუქტურაში (მუნიციპალიტეტში, სამინისტროში, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში) დასაქმებული (გარდა სწავლების პირველი წლის სტუდენტისა), სტუ-ის რეკომენდაციით სტაჟირებაზე მყოფი – სამსახურის ცნობა და ბოლო 3 თვის სახელფასო ამონაწერი ბანკიდან;
ზ) სტუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) და ფაკულტეტის საბჭოს წევრი სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენელი – შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის შუამდგომლობა;
თ) სხვა კატეგორიის სტუდენტი – შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის მოტივირებული შუამდგომლობა.
სამართლის აკადემიის დირექტორის გიორგი მათიაშვილის საჯარო ლექცია
🛑🛑სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დიპლაბში კავკასიის სამართლის აკადემიის დირექტორმა გიორგი მათიაშვილმა პროექტის “იურისტის პროფესიული უნარ-ჩვევების” ფარგლებში საჯარო ლექცია ჩაუტარა სტუდენტებს თემაზე: “დამნაშავის ფსიქოლოგია”. 📚📚
📣📣შეხვედრის ფარგლებში გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი კავკასიის სამართლის აკადემიასა და სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტს შორის✍✍✍🔺️
🎓🎓შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, სტუდენტებმა მოისმინეს მათთვის აქტუალური საკითხები და მიიღეს პრაქტიკული რეკომენდაციები.
ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევარის კახი ქენქაძის საჯარო ლექცია
💯💯 2019 წლის 15 ოქტომბერს ჰარვარდის უნივერსიტეტის ვეზერჰედის სახელობის საგარეო საქმეთა ცენტრის მეცნიერ-მკვლევარმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორმა კახი ქენქაძემ ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე: “ბრექსიტი”.
ლექცია გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ.
✅✅საჯარო ლექციას ორგანიზება გაუწია ფაკულტეტის მენეჯერმა ანა ფუტკარაძემ.
❗️❗️კახი ქენქაძემ ისაუბარა ბრექსიტის გამოწვევებზე და მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე.
კახი ქენქაძის საჯარო ლექცია “ბრექსიტი”
2019 წლის 15 ოქტომბერს 18:00 საათზე სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით დიპლომატიურ ლაბორატორიაში ჰარვარდის უნივერსიტეტის ვეზერჰედის სახელობის საგარეო საქმეთა ცენტრის მეცნიერ-მკვლევარი,საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორი კახი ქენქაძე ჩაატარებს საჯარო ლექციას თემაზე: “ბრექსიტი”. დასწრება თავისუფალია.
შეხვედრა რეზო მიშველაძის იუბილესთან დაკავშირებით
2019 წლის 10 ოქტომბერს სტუ-ს სამართლისა და საერთაშირისო ურთიერთობების ფაკულტეტზე შექმნილ დიპლომატიურ ლაბორატორიაში გაიმართა მწერლისა და საზოგადო მოღვაწის რეზო მიშველაძის იუბილესთან დაკავშირებით ერთ-ერთი ღონისძიება, სადაც მწერალი და საზოგადო მოღვაწე შეხვდა ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს. შეხვედრის ფარგლებში გაიმართა საინტერესო დისკუსია. სტუდენტები აქტიურობდნენ შეკითხვებით. დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სპიკერი, პროფესორი ჯემალ გახოკიძე, პოეტი და მეცნიერი რეზო სტურუა და რეზო მიშველაძის სიყრმის მეგობარი პროფესორი იგორ კვესელავა.