სამეცნიერო პროექტების განხილვა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორთან

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხილვისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით გაიმართა შეხვედრა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორთან, ჩვენი ფაკულტეტის პროფესორ ზვიად გაბისონიასთან, რომელსაც ესწრებოდნენ ფაკულტეტზე მიმდინარე კვლევითი პროექტის წევრები.
შეხვედრაზე ღვაწლმოსილ, დამსახურებულ პროფესორებს ქეთევან ქოქრაშვილს და ჰენრი კუპრაშვილს, ასევე, ახალგაზრდა პროფესორებს სოფო მიდელაშვილს და თეიმურაზ ბეჟოშვილს საზეიმოდ გადაეცათ ფაკულტეტის მიერ დაწესებული გურამ ნაჭყებიას და ალექსანდრე ჩიკვაიძის სახელობის ჯილდოები.

შეხვედრას უძღვებოდა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა ინფორმაცია ფაკულტეტზე მიმდინარე სამეცნიერო-კვლევითი პროექტების შესახებ, მიმოიხილა სახელმძღვანელოების, მონოგრაფიების, დამხმარე სახელმძღვანელოებისა და სამეცნიერო სტატიების გამოცემა . შეხვედრაზე სხვადასხვა პროექტის ხელმძღვანელმა წარმოადგინა ანგარიში და შეაჯამეს განხორციელებული სამეცნიერო საქმიანობა.

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორმა, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორმა ზვიად გაბისონიამ კოლეგებს გააცნო ფონდის სამომავლო გეგმები, ისაუბრა გრანტებსა და სტიპენტიებზე და მათი შერჩევის კრიტერიუმებზე.

შეხვედრის დასასრულს შეფასდა ფაკულტეტის სამეცნიერო საქმიანობა და იგი ფონდის დირექტორმა  დადებითად შეაფასა.

უპრეცედენტო პროექტი ფაკულტეტის სამართლის კლინიკის ფარგლებში  

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის კლინიკა იწყებს ქართული საუნივერსიტეტო სივრცისთვის უპრეცედენტო სტრატეგიულ სამართალწარმოებას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მიერ შერჩეული კვალიფიციური იურისტები მოქალაქეებს გაუწევენ უფასო კონსულტაციას ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე, მოამზადებენ სარჩელებს და წარმოადგენენ განმცხადებელთა ინტერესებს ევროპულ სასამართლოში.

სტრატეგიული სამართალწარმოების მიზნებისათვის საქმეთა მოძიება მოხდება პროაქტიულადაც- მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ხარვეზებისა თუ არასწორი პრაქტიკის არსებობის შემთხვევაში, რაც ადამიანის უფლებათა სისტემურ და განმეორებით დარღვევებს იწვევს. ეს იქნება ფაკულტეტის სტუდენტებისთვის უნიკალური შესაძლებლობა უნივერსიტეტის ბაზაზე თეორიული კურსის პარალელურად დაეუფლონ იმ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, რომელიც მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სამართალწარმოებისათვის.სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამისა  და საბაკალავრო პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტებისათვის აღნიშნული პროექტი იქნება სავალდებულო, ხოლო პირველი და მეორე კურსის სტუდენტები ჩაერთვებიან პროექტში როგორც დაკვირვებლები.

II სემესტრში გრაფიკზე გადასვლის მსურველთა საყურადღებოდ!

გრაფიკზე გადასვლის მსურველთა საყურადღებოდ!

ინდივიდუალურ საგანმანათლებლო პროგრამაზე გადაყვანის მსურველმა განცხადებასთან ერთად  საკონსულტაციო ოთახში (910ა ) 11:00-იდან 16:30-მდე უნდა წარადგინოს მისი მონაწილეობით შედგენილი ინდივიდუალური სასწავლო გეგმა და სათანადო დოკუმენტაცია (იხ. ჩამონათვალი).

განცხადებაში მითითებული უნდა იყოს, თუ რა ინტერესები აქვს სტუდენტს და როგორია მისი აკადემიური მომზადების დონე. შესაბამისად, განცხადებაში სტუდენტმა უნდა ჩამოაყალიბოს, თუ რა სახის მხარდაჭერა ესაჭიროება მას.

განცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 23 მარტი.

გრაფიკზე გადასვლის მსურველმა უნდა წარმოადგინოს მისი მონაწილეობით შედგენილი  ინდივიდუალური სასწავლო გეგმა  და შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე, ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ან/და ფეხმძიმე – ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა №100);

ბ) მცირეწლოვანი ბავშვის დედა – ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;

გ) საქართველოს სახელით ოლიმპიური თამაშების, მსოფლიო, ევროპის ჩემპიონატის მონაწილე – შესაბამისი ფედერაციის/საქართველოს ნაკრების უფლებამოსილი პირის შუამდგომლობა;

დ) სტუ-ს ნაკრების წევრი – სოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტის შუამდგომლობა მიმდინარე სემესტრში ჩასატარებელი სპორტული ღონისძიებების (შეჯიბრებების) მითითებით;

ე) სტუ-ს შემოქმედებით და სახელოვნებო წრეში (თეატრი, კაპელა, ქორეოგრაფიული ანსამბლი, კვარტეტი და ა.შ.) გაერთიანებული სტუდენტი – სოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტის შუამდგომლობა მიმდინარე სემესტრში ჩასატარებელი აქტივობების (სპექტაკლები, კონცერტები და ა.შ.) მითითებით;

ვ) თბილისში განლაგებულ დაწესებულებაში, როგორც წესი, პროფილით/სპეციალობით და სახელმწიფო სტრუქტურაში (მუნიციპალიტეტებში, სამინისტროებში და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში) დასაქმებული (გარდა სახელმწიფოს მიერ 100%-ით დაფინანსებული პროგრამის სტუდენტისა), სტუ-ს რეკომენდაციით სტაჟირებაზე მყოფი – სამსახურის ცნობა და ბოლო 3 თვის სახელფასო ამონაწერი ბანკიდან;

ზ) სტუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრი სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენელი – სენატის სპიკერის შუამდგომლობა;

თ) ფაკულტეტის საბჭოს წევრი სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენელი – შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის შუამდგომლობა;

ი) სხვა კატეგორიის სტუდენტი – შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის მოტივირებული შუამდგომლობა.

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ კონსულტაციის ოთახს 911ა.

სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხილვა

2019 წლის 13 მარტს 16:00 საათზე სტუ-ს სამართლისა  და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით სტუ-ს ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ჩატარდება სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხილვა, რომელსაც დაესწრება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი, პროფესორი ზვიად გაბისონია .

ერეკლე მეორეს პოლიტიკა სამსჯავროზე…

2019 წლის 6 მარტს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მულტიდისციპლინური პროექტის “პოლიტიკა სამსჯავრო”-ს ფარგლებში ჩატარდა მესამე იმიტირებული პროცესი, სადაც სამსჯავროზე გამოტანილი იყო ერეკლე მეორეს მიერ გატარებული პოლიტიკა. პროცესს უძღვებოდა ჟიური, რომელიც დაკომპლექტებული იყო სტუ-ს პროფესორებისა და პოლიტიკოსებისაგან. ჟიურს თავმჯდომარეობდა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია.

პროფესორ მარიამ ჯიქიასთან გადაბარება

პროფესორ მარიამ ჯიქიასთან   ადამიანის უფლებათა ევროპ. კონვენცია და სასამართლო პრაქტიკა- ში  გადაბარება  ჩატარდება  07.03.2019. 10-11სთ-ზე

პროფესორ ქეთი ჯინჭარაძესთან გადაბარების გამოცდა  

პროფესორ ქეთი ჯინჭარაძესთან დამატებითი სტუდენტებისთვის  გამოცდა ჩატარდება 2019 წლის 9 მარტს (შაბათს) 13:00 საათზე 909ბ.

ფაკულტეტის სტუდენტები ჯონ კაბოტის უნივერსიტეტში

2019 წლის 28 თებერვლიდან სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტები რომში, ჯონ კაბოტის უნივერსიტეტში იმყოფებიან, სადაც მონაწილეობენ გაეროს მოდელირებულ კონფერენციაში. ჩვენი სტუდენტები ნარკოტიკებისა და დანაშაულის კომიტეტში, ასევე, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში მოშაობენ.

tbilisi Pre vis moot 2019

2019 წლის 23-24 თებერვალს ჩატარდა tbilisi Pre vis moot 2019,სადაც  მონაწილეობდა 20 უნივერსიტეტი ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან. შეჯიბრში სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებიც მონაწილეობდნენ.

დასკვნითი  შეჯიბრი გაიმართება ვენაში 12-18 აპრილს, სადაც ფაკულტეტის დაფინანსებით სტუდენტების მიერ დაკომპლექტებული გუნდი გაემგზავრება.