სამეცნიერო პროექტების განხილვა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორთან

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხილვისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით გაიმართა შეხვედრა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორთან, ჩვენი ფაკულტეტის პროფესორ ზვიად გაბისონიასთან, რომელსაც ესწრებოდნენ ფაკულტეტზე მიმდინარე კვლევითი პროექტის წევრები.
შეხვედრაზე ღვაწლმოსილ, დამსახურებულ პროფესორებს ქეთევან ქოქრაშვილს და ჰენრი კუპრაშვილს, ასევე, ახალგაზრდა პროფესორებს სოფო მიდელაშვილს და თეიმურაზ ბეჟოშვილს საზეიმოდ გადაეცათ ფაკულტეტის მიერ დაწესებული გურამ ნაჭყებიას და ალექსანდრე ჩიკვაიძის სახელობის ჯილდოები.

შეხვედრას უძღვებოდა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა ინფორმაცია ფაკულტეტზე მიმდინარე სამეცნიერო-კვლევითი პროექტების შესახებ, მიმოიხილა სახელმძღვანელოების, მონოგრაფიების, დამხმარე სახელმძღვანელოებისა და სამეცნიერო სტატიების გამოცემა . შეხვედრაზე სხვადასხვა პროექტის ხელმძღვანელმა წარმოადგინა ანგარიში და შეაჯამეს განხორციელებული სამეცნიერო საქმიანობა.

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორმა, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორმა ზვიად გაბისონიამ კოლეგებს გააცნო ფონდის სამომავლო გეგმები, ისაუბრა გრანტებსა და სტიპენტიებზე და მათი შერჩევის კრიტერიუმებზე.

შეხვედრის დასასრულს შეფასდა ფაკულტეტის სამეცნიერო საქმიანობა და იგი ფონდის დირექტორმა  დადებითად შეაფასა.

 

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply