პირველი სასამართლო პროცესი-პოლიტიკა სამსჯავროზე

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე მიმდინარე სამეცნიერო-კვლევითი პროექტის „პოლიტიკა სამსჯავროზე“ ფარგლებში  ჩატარდა პირველი იმიტირებული  პროცესი  ბაგრატ V-ისა და გიორგი VII-ის მიერ წარმოებული პოლიტიკის შეფასების მიზნით, კერძოდ  იმაზე, თუ რამდენად შეესაბამებოდა  ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს მათი პოლიტიკა.

იმიტირებული  პროცესი გაიმართა  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის სააქტო დარბაზში. პროცესს უძღვებოდა მოწვეული ჟიური, რომელიც დაკომპლექტებული იყო სტუ-ს პროფესორებისგან: ჯემალ გახოკიძე, ირაკლი გაბისონია, ჰენრი კუპრაშვილი და პარლამენტის წევრებისგან: კობა ნარჩემაშვილი, გიორგი ბარამიძე და ირაკლი კიკნაველიძე.
სტუდენტებისა და ექსპერტ პროფესორ-მენტორების მიერ წინასწარი პოლიტოლოგიური და სამართლებრივი შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე, სტუდენტებს შორის განაწილდა მბრალმდებელისა და ადვოკატის ფუნქციები.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მულტიდისციპლინური სამეცნიერო-პრაქტიკულ ღონისძიებათა ციკლი „პოლიტიკა სამსჯავროზე“ გრძელდება და სამომავლოდაც გაიმართება სხვა იმიტირებული პროცესები.

 

პროექტი “სპორტის სამართალი” დამტკიცდა

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საბჭოს მიერ დამტკიცდა სამეცნიერო-კვლევითი პროექტი “სპორტის სამართალი”, აღნიშნული პროექტის აქტუალობა განპირობებულია იმით, რომ  საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში არ არსებობს სპორტის სამართლის სწავლების მეთოდოლოგია და შესაბამისი ლიტერატურა, თუმცა, მსოფლიო პრაქტიკას თუ გადავხედავთ სპორტის სამართალი ისწავლება თომას ჯეფერსონის სამართლის სკოლაში, ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტში,  ტექსასის უნივერსიტეტში და ა.შ.

წარმოდგენილი უნივერსიტეტების პროგრამის ანალიზის შედეგად შესაძლებლობა გვექნება  დავნერგოთ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე სპორტის სამართალი, როგორც სასწავლო დისციპლინა ბაკალავრიატსა და სამაგისტრო პროგრამაზე.

პროექტი განხორციელდება ორი მიმართულებით: აკადემიური(საგანმანათლებლო) და ნორმატიული (საკანონმდებლო),რაც კომპლექსურ მუშაობას გულსიხმობს და იგი მოიცავს საჯარო, კერძო და საერთაშორისო სამართალს.

პროექტს განახორციელებენ: ი. გორაძე, ი.გაბისონია, ც.გლოველი, თ. ბეჟოშვილი. ლ. ჯანუყაშვილი. ლ.გორგაძე.

პროექტი განხორციელდება 2019 წლის 1 იანვრიდან  2021 წლის 1 იანვრამდე.

თეო კობუშის საჯარო ლექცია

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით  საჯარო სამართლის ლაბორატორიაში ბონის უნივერსიტეტის ემერიტუს-პროფესორი თეო კობუში  11 დეკემბერს 14:00 საათზე  ჩაატარებს  საჯარო ლექციას   თემაზე: სამუელ პუფენდორფი – სამართლის თეორია, ასევე, 12 დეკემბერს 14:00 საათზე პროფ. თეო კობუში ჩაატარებს საჯარო ლექციას თემაზე: იმანუელ კანტი – სამართლის ფილოსოფია

„ერთი სარტყელი,ერთი გზის ინიციატივის გეოპოლიტიკური ასპექტები“

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი,

სტუ ჩინეთის კვლევითი ინსტიტუტი,

    ჩინეთის საზოგადოებრივ მეცნიერებათა აკადემია

 „ერთი სარტყელი,ერთი გზის“ სამეცნიერო კვლევითი  ცენტრი

 საერთაშორისო სამეცნიერო

კონფერენცია

 „ერთი სარტყელი,ერთი გზის ინიციატივის გეოპოლიტიკური ასპექტები“

 18-19 დეკემბერი,2018 წელი

 GEORGIAN TECHNICAL UNIVERSITY

FACULTY OF LAW AND INTERNATIONAL RELATIONS

China Research Institute

The Center “One Belt, One Road”, the Chinese Academy of Social Sciences (CASS)

 International Conference “Geopolitical Aspects of the Initiative One Belt, One Road” (“BRI”)

     18-19  DECEMBER, 2018  

 

  Tbilisi- TBILISI

ახალი სამეცნიერო-კვლევითი პროექტი „ევროკავშირის შექმნა და ქართული პოლიტიკური ემიგრაცია“

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მიერ დამტკიცებული სამეცნიერო-კვლევითი  პროექტის  აქტუალობას განაპირობებს თანამედროვე რეალობა-საქართველოს სწრაფვა ევროკავშირისა და ნატოსკენ, ევროპული ინტეგრაციისკენ, რაც წარმოუდგენელია საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრების გარეშე. ამ მიმართულებით გაანალიზებული იქნება მ. მუსხელიშვილის მიერ შექმნილი ევროპის კონსტიტუციის პროექტი, რომლის მნიშვნელოვანი დებულებები საფუძვლად დაედო 21-ე საუკუნის ევროკავშირის სამართალს, ასევე, შესწავლილ იქნება მ. მუსხელიშვილის მოსაზრებები ევროპის „საერთო ბაზრის“ შექმნის და მომავალში მისი ინსტიტუციური განვითარების შესახებ არსებული მონაცემები. უმთავრესად კი შესწავლილი და გაანალიზებული იქნება  საქართველოსა და ევროპის ურთიერთობების ძირეული და მრავალმხრივი საკითხები.

ამდენად, პროექტის მიზანის წარსული ისტორიის ობიექტური შესწავლა-ანალიზის საფუძველზე შეიქმნას ემიგრაციაში მოღვაწე ქართველი პოლიტიკოსების, ასევე, ევროპული ღირებულებებისთვის ბროლის ისტორიის ამსახველი მონოგრაფიული გამოკვლევა, სათანადო საარქივო დოკუმენტრუი მასალების დართვით.

კვლევის მეთოდოლოგია  წარმოადგენს ისტორიულ, შედარებით, აღწერილობით, შეფასებით, სისტემური ანალიზის და ემპირიულ კვლევას.

პროექტის შედეგებით დიანტერესდებიან როგორც ადგილობრივი მკვლევარები, ასევე უცხოეთის დიპლომატიური მისიების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ქართული ემიგრაციით დაინტერესებული პირები.  გამოიცემა ვრცელი მონოგრაფია, რომელიც მომავალში შეიძლება გახდეს სალექციო კურსი  სოციალური და პოლიტიკური მეცნიერების მაგისტრანტებისთვის: „ევროინტეგრაციის საკითხი და ქართული პოლიტიკური ემიგრაცია- ისტორია და თანამედროვეობა“.

 

ახალი სამეცნიერო-კვლევითი პროექტი „მშვიდობიანი ეკონომიკა კონფლიქტების დარეგულირებისათვის“

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საბჭომ  დაამტკიცა სამეცნიერო-კვლევითი პროექტი „მშვიდობიანი ეკონომიკა კონფლიქტების დარეგულირებისათვის“, რომელიც მიზნად ისახავს კვლევას და სიღრმისეულ, მეცნიერულ შესწავლას უკვე  არსებული სამშვიდობო ინიციატივებისა, რომლებიც ემსახურება კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტას და ასევე, ამ მიმართულებით ახალი მიდგომების შემუშავებას. მისი ამოცანაა კვლევის შედეგები წარმატებით იქნეს გამოყენებული საქართველოში კონფლიქტების გადაწყვეტისათვის.

კვლევის ამოცანებისა და მიზნებიდან გამომდინარე, პროექტისადმი კომპლექსური მიდგომით პროექტის წევრებს შესაძლებლობა ექნებათ სამეცნიერო ღირებულებების და პრაქტიკული ხასიათის მქონე შედეგები მიიღონ. მოამზადონ სამეცნიერო პუბლიკაციები და მიღებულმა შედეგებმა ასახვა ჰპოვოს სხვადასხვა სამეცნიერო დისციპლინებზე.

პროექტს განახორციელებენ: პროფესორები: ჯ.გახოკიძე, ი.გაბისონია,  ჯ.გაბელია, ასოცირებული პროფესორი ს.მიდელაშვილი და დოქტორანტი ლ.ხარჩილავა.

პროექტის კვლევის შედეგად მიღებული შედეგები შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სოციალურ-პოლიტიკური, საერთაშორისო სამართლისა და კონფლიქტოლოგიის პრობლემებით დაინტერესებული პირების, მათ შორის სტუდენტების, მაგისტრების და დოქტორანტების მიერ, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების, ამ საკითხზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ამ პრობლემით დაინტერესებული ფართო წრის მიერ.

სტუდენტი გურანდა გოლიაძე საერთაშორისო პროექტში მონაწილეობდა

 სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის მეოთხე კურსის სტუდენტი გურანდა გოლიაძე ფაკულტეტის სახელით   მონაწილეობას იღებდა ევროკომისიის პროექტში „ბოშა ახალგაზრდები პოლიტიკაში და გადაწყვეტილების მიღების პროცესში“. პროექტი გაიმართა ევროპის ახალგაზრდულ ცენტრში,სტრასბურგში, სადაც მონაწილეობდა ევროპის 25 ქვეყნის წარმომადგენელი.

შეხვედრის პროცესში განიხილებოდა: 1. არსებული ევროპის პოლიტიკური ჩარჩო და შესაბამისი ორგანოების თანამშრომლობა ბოშა ახალგაზრდების შესახებ – ევროპის,ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე, 2. არსებული პოლიტიკა-ის  როგორ უმკლავდება დისკრიმინაციას და სხვა სახის პრობლემებს.

სტუდენტი გურანდა გოლიაძე საქართველოში არსებულ მდგომარეობას განიხილავდა აღნიშნულ თემატიკასთან მიმართებაში.

პროექტის მიზანი იყო ევროკომისის სტანდარტებთან დაახლოება და იმ პოლიტიკის გაცნობა,რომელიც ბოშა ახალგაზრდებისკენაა მიმართული.

 

გამჭვირვალე საგამოცდო პროცესი

2018 წლის 3 დეკემბერიდან სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე ახალი, თანამედროვე გამოწვევებზე მორგებული საგამოცდო პროცესი მიმდინარეობს, დამატებით შემუშავდა მონიტორინგის სისტემა და დაშიფრულ საგამოცდო ფურცლებზე სტუდენტები წერენ საგამოცდო საკითხებს, რომელიც აკადემიური დეპარტამენტების მიერ შემუშავდა.

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის  ხელმძღვანელის არჩევნები

ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის არჩევნები ჩატარდება 2018 წლის 24 დეკემბერს.

არჩევნებში მონაწილეობის მიღება შეუძლია სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალს: ასოცირებულ პროფესორსა და პროფესორს.

 

კანდიდატთა რეგისტრაცია იწარმოება 10 დეკემბრიდან 17 დეკემბრის ჩათვლით,

11:00 საათიდან 18:00 საათამდე,  კვირის გარდა,  913ა ოთახში.

რეგისტრაციისას მსურველებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, სტუ-ში დაკავებული აკადემიური თანამდებობის დამადასტურებელი ცნობა და სამოქმედო პროგრამა.

კანდიდატთა სამოქმედო პროგრამის განხილვა მოხდება  ფაკულტეტის საბჭოზე 21 დეკემბერს 16:00საათზე. 909ბ აუდიტორიაში.

 

პროექტი “ჯანდაცვის სამართალი” მოდიფიცირდა, როგორც “სამედიცინო საქმიანობის  რეგულირების სამართალი”

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე  2018 წლის 1 მარტიდან  ხორციელდება სამეცნიერო-კვლევითი პროექტი  „ჯანდაცვის სამართალი“, რომელიც კვლევის შედეგების გათვალისწინებით  საჭიროებდა მოდიფიცირებას.

აღსანიშნავია, რომ მრავალი ათწლეულის განმავლობაში, საქართველოში,  სამართლის პროგრამებში, სამედიცინო საქმიანობისა და სამართალს შორის კავშირი რამოდენიმე არაძირითადი სასწავლო კურსითა და  (მაგ: სასამართლო მედიცინა, სასამართლო ფსიქიატრია, სასამართლო ფსიქოლოგია) და ცალკეული საკითხების სწავლებით (სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, სამედიცინო საქმიანობის განხორციელების პროცესში ან/და ექიმის მიერ  ჩადენილი დელიქტები და ადმინისტრაციული სამართალდარღვევები) შემოიფარგლებოდა, იმავდროულად (განსაკუთრებით გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან), მსოფლიოს მრავალ წამყვან უნივერსიტეტებში ის საკმაოდ მოცულობით სასწავლო კურსებად და დამოუკიდებელ პროგრამებად ყალიბ-დებოდა.

პროექტის მოდიფიცირების მიზანი მდგომარეობს სამედიცინო სფეროს მარეგულირებელი საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობის  შესწავლის შედეგად სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სამართლის წიგნის შექმნასა და გამოცემაში, ასევე პროექტის უმთავრესი ამოცანაა სამედიცინო რეგულირების სამართლის სამაგისტრო პროგრამის შექმნა, რომელიც გაივლის შესაბამის აკრედიტაციას  და განხორციელდება სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,  მოდიფიცირდა  პროექტი „ჯანდაცვის სამართლი“  და იგი განხორციელდება  სახელწოდებით „სამედიცინო საქმიანობის  რეგულირების სამართალი“.