დამატებითი საგნის გამვლელ სტუდენტთა საყურადღებოდ !

 

პროფესორ ქეთევან ჯინჭარაძესთან საგნებში „ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციები“ „სასამართლო პრაქტიკა“  და „საერთაშორისო საჯარო სამართალი“ გამოცდა ჩატარდება  8 დეკემბერს (შაბათს) 14:00 საათზე.

პროფ. ჯემალ გახოკიძის ვიზიტი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორი, სტუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) სპიკერი, სამართლისა და პოლიტიკის დოქტორი, ბატონი ჯემალ გახოკიძე საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს მიწვევით მიემგავრება ჩინეთის სახელმწიფო და სამეცნიერო დაწესებულებებში კონფლიქტების დარეგულირების გამოცდილების გაცნობის მიზნით.

დეკანის შეხვედრა ფაკულტეტის სტუდენტებთან

2018 წლის 30 ნოემბერს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდნენ ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია და ადმინისტრაციული თანამდებობის პირები.
შეხვედრაზე დეკანმა თავდაპირველად გააცნო სტუდენტებს 2018 წლის აქტივობები, ისაუბრა შედეგებზე და ყურადღება გაამახვილა სამომავლო გეგმებზე.
დეკანმა სტუდენტებს წარუდგინა ფაკულტეტის ბიუჯეტის პროექტი და უპასუხა მათ შეკითხვებს ბიუჯეტის შესრულებასა და დაგეგმვასთან მიმართებაში.
სტუდენტთა შეკითხვები შეეხებოდა ფაკულტეტის მიმდინარე და სამომავლო აქტივობებს, სასწავლო პროცესს და სხვა აქტუალურ საკითხებს.
დეკანის შეხვედრა სტუდენტებთან ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, სადაც ამომწურავი პასუხები გასცეს სტუდენტებს როგორც დეკანმა,ა სევე ადმინსიტრაციული თანამდებობის სხვა პირებმა.