ფაკულტეტის საბჭოს სხდომა

 2018 წლის 24 სექტემბერს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების მორიგი ფაკულტეტის საბჭოს სხდომა ჩატარდა.

საბჭოს სხდომას თავმჯდომარეობდა ფაკულტეტის დეკანი პროფესორი ირაკლი გაბისონია, რომელმაც  არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი წამოაყენა საბჭოს წინაშე.

პირველ საკითხად განიხილეს პროფესორ-მასწავლებლების მოწვევისა და  სამეცნიერო-კვლევითი პროექტების მოდიფიცირების  საკითხი. კერძოდ, საბჭოს გადაწყვეტილებით მოდიფიცირდა პროექტები: საერთაშორისო სახელშეკრულებო სამართალი და ჯანდაცვის სამართალი. ორივე პროექტში შეიცვალა სამუშაო ჯგუფი, დაკომპლექტდა ახალი შემადგენლობა და განახლებული ამოცანები იქნა დასახული.

საბჭომ ასევე იმსჯელა ახალი კვლევითი პროექტების დამტკიცების შესახებ. საერთაშორისო სადოქტორო პროგრამაზე მისაღები კანდიდატებისათვის დამტკიცდა კრიტერიუმები, რომელსაც გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინებს დოქტორანტურაში მისაღები კომისია.

საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით. კერძოდ, რამდენიმე პროფესორის დახმარებასთან და სტუდენტის თანხის ინდივიდუალური გადახდის გრაფიკის შესახებ.

სოციალური პროგრამის ფარგლებში სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსება

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური პროგრამის ფარგლებში იმ სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე

Download (PDF, Unknown)

პროფესორ ჯემალ ჯანაშია ნარკოტიკებთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციაში მონაწილეობდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სისხლის სამართლის აკადემიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ჯემალ ჯანაშია საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში გამართულ სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციაში მონაწილეობდა. კონფერენციის თემა იყო „ნარკოპოლიტიკა საქართველოში – გამოწვევები და საერთაშორისო გამოცდილება“.

კონფერენციაზე წარმოადგინეს ექვსი  მოხსენება. მათ შორის, პროფესორ ჯემალ ჯანაშიამ. კონფერენციაზე მომხსენებლების მიერ მოხდება მეცნიერული და პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე ანალიზი, თუ რა გავლენას ახდენს ზოგადად ნარკოტიკების და კერძოდ მარიხუანას მოხმარება პიროვნების ჯანმრთელობაზე და განვითარებაზე. კონფერენციის მეორე ნაწილი დაეთმო სექციურ მუშაობას, თემაზე: „პრობლემები და საფრთხეები დღევანდელი ნარკოპოლიტიკის რეგულირებაში“.

პროფესორმა ჯემალ ჯანაშიამ წარმოადგინა მეცნიერული კვლევა მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით, მოიშველია სტატისტიკა და ისაუბრა უარყოფით ასპექტებზე.

 

სადოქტორო პროგრამა „საერთაშორისო ურთიერთობების“ დოქტორანტების საყურადღებოდ!

 

 

2018 წლის 24 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით სადოქტორო პროგრამა „საერთაშორისო ურთიერთობების“ დოქტორანტები გამოცხადდით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მე- 6 კორპუსში მე-9 სართულზე 914 ოთახში, ყოველწლიური სასწავლო ხელშეკრულებების გასაფორმებლად.

ხელშეკრულების გაუფორმებლობის ან გამოუცხადებლობის შემთხვევაში შეგიჩერდებათ სტუდენტის სტატუსი.

ღია კარის დღე  

 

2018 წლის 14 და 15  სექტემბერს 14:00 საათზე სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორივე სპეციალობის  სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველთათვის გაიმართება ღია კარის დღე.

სამართლის სპეციალობის სტუდენტთათვის 909ბ აუდიტორია

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის სტუდენტთათვის 611ა აუდიტორია

მაგისტრატურაზე რეგისტრაცია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 2018 წლის 17აგვისტოს №01-09-10/154 და № 01-09-10/156 ბრძანებების თანახმად სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრატურაში სწავლების პირველ წელზე ჩარიცხვის მსურველთა საბუთები მიიღება 2018- წლის 3 სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე.
სასპეციალიზაციო გამოცდა ჩატარდება 2018 წლის 18 სექტემბერს 9:00 საათიდან 11:30 საათამდე
მაგისტრანტობის კანდიდატმა დეკანატში უნდა წარადგინოს შემდეგი საბუთები:
• განცხადება რექტორის სახელზე ფაკულტეტისა და სამაგისტრო პროგრამის მითითებით;
• პირადობის მოწმობა და მისი ასლი;
• აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – დიპლომი და მისი ასლი, ან კვალიფიკაციის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი და მისი ასლი;
• ფოტოსურათი 4 ცალი, ზომით 3 Х4 სმ; CD დისკი;
• მიწერის მოწმობა და მისი ასლი, ან სამხედრო ბილეთი და მისი ასლი (სამხედრო ვალდებულთა¬თვის);
• მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ სამაგისტრო გამოცდებზე მიღებული ქულების ამონაბეჭდი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდიდან (WWW.NAEC.GE );
• თი-ბი-სი ბანკის რომელიმე ფილიალში გადახდილი 15 – ლარიანი ქვითარი. (ანგარიშის რეკვიზიტი-708977259
ზემოჩამოთვლილი დოკუმენტების არასრულად წარმოდგენის შემთხვევაში აპლიკანტის განცხადება არ მიიღება. დეკანატის მიერ ვიზირებულ განცხადებას, საბუთებთან ერთად, აპლიკანტი აბარებს სტუ-ს კანცელარიას;
სტუ-ს სამაგისტრო პროგრამებზე კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს აპლიკანტს, რომელსაც საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ოთხი ნაწილიდან რომელიმე სამ ნაწილში მიღებული აქვს აღნიშნული ტესტების მინიმალური გამსვლელი ქულები:
• წაკითხულის გააზრება – 6,4 ქულა;
• ანალიტიკური წერა – 7.0 ქულა;
• ლოგიკური მსჯელობა – 5.2 ქულა;
• რაოდენობრივი მსჯელობა – 5,2 ქულა.
აპლიკანტმა უნდა ჩააბაროს სასპეციალიზაციო გამოცდა შესაბამის საგანში(სამართალი, საერთაშორისო ურთიერთობები). საგამოცდო ფურცელში, რომელიც გაიცემა ფაკულტეტზე, მითითებულია გამოცდის თარიღი და ადგილი. კონსულტაციები სასპეციალიზაციო გამოცდებისა¬თვის ჩატარდება ფაკულტეტზე.
სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის უფლების მოსაპოვებლად აპლიკანტმა სასპეციალიზა¬¬ციო გამოცდაში ასევე უნდა გადალახოს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.
სასპეციალიზაციო გამოცდისათვის მინიმალური გამსვლელი ქულა სამაგისტრო პროგრამაზე არის 32 (შესაძლო მაქსიმალური 100 ქულიდან), მინიჭებული კოეფიციენტი – 65.
მაგისტრანტობის კანდიდატებმა განცხადება და რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაცია უნდა ჩააბარონ შემდეგ მისამართზე:
სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი – მ.კოსტავას 77; სტუ-ის VIკორპუსი, მე-9 სართული, ოთახი 903ა;
საკონტაქტო ტელეფონი – 598 33 22 05
სამართლის სამაგისტრო გამოცდის ჩასაბარებლად საჭირო ლიტერატურა:

1. საქართველოს კონსტიტუცია;
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი;
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი;
4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
6. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
7. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
8. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი;
9. საქართველოს საგადასახადო კოდექსი;
10. საქართველოს კანონი საჯარო სამსახურის შესახებ;
11. საქართველოს შრომის კდოექსი;
12. საქართველოს კანონი მეწარმეთა შესახებ;
13. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავიუსუფლებათა დაცვის კონვენცია.

საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო გამოცდის ჩასაბარებლად საჭირო ლიტერატურა:

1. კვეტენაძე ზ., საერთაშორისო ურთიერთობების თეორია, თბ., 2017. 28
2. რონდელი ა., საერთაშორისო ურთიერთობები, მესამე შესწორებული გამოცემა, თბ., 2009
. 3. რაიმონ არონი – „მშვიდობა და ომი ერებს შორის“.
4. საერთაშორისო ურთიერთობების ქრესთომატია.
5. კუპრაშვილიჰ., ძირითადი პოლიტიკური მიმდინარეობები თანამედროვე ევროპაში, თბ.,2016. 6. მაგშტატი მ. თ., გავიგოთ პოლიტიკა. იდეები, ინსტიტუტები და პრობლემები.
7. გოგიაშვილი ო., პოლიტოლოგია, თბ., 2004.
8. ჰეივუდი ე., პოლიტიკური იდეოლოგიები, თბ., 2004
9. კვესელავა ი., შუბითიძე ვ., პაპაშვილი მ., ღუდუშაური ნ., პოლიტოლოგია, თბ., 2010.
10. ჯიჯეიშვილი ქ., მსოფლიო პოლიტიკა, თბ., 2015.
11. ირემაძე გ. საერთაშორისო ორგანიზაციები და ინსტიტუტები, თბ., 2014.

მიხეილ გაბუნია სარაევოში ევროპის კრიმინოლოგთა საზოგადოების საერთაშორისო კონფერენციაზე იმყოფებოდა

2018  წლის 29 აგვისტოს-1 სექტემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტის სამართლის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი მიხეილ გაბუნია ბოსნია-ჰერცეგოვინის დედაქალაქ სარაევოში ევროპის კრიმინოლოგთა საზოგადოების საერთაშორისო კონფერენციაზე იმყოფებოდა. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საქმიანი ვიზიტით მოწვეულ იქნა ევროპის კრიმინოლოგთა საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი პროფესორი მარჩელო ფ.აები და საზოგადოების დელეგაცია. კონფერენციაზე ევროპის კრიმინოლოგთა საზოგადოების აღმასრულებელ მდივანს მიეწოდა წინადადება 2019 წელს საქართველოში ევროპის კრიმინოლოგთა საზოგადოების საერთაშორისო კონფერენციის ჩატარების შესახებ, რომლის ჩატარების კონკრეტული საკითხების შესახებ ინფორმაცია ახლო მომავალში გახდება ცნობილი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის განხორციელების შემთხვევაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტი იქნება პირველი კავკასიის რეგიონში, რომელიც კრიმინოლოგიის სფეროში უმაღლესი დონის საერთაშორისო კონფერენციას და სამუშაო ვიზიტით მოწვეულ მსოფლიოში აღიარებულ კრიმინოლოგიის გამოჩენილ მეცნიერებს უმასპინძლებს.

პირველკურსელთა საყურადღებოდ !

⚠️ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხულთა (პირველკურსელთა) საყურადღებოდ!

სასწავლო წელი იწყება 2018 წლის 8 ოქტომბერს

📌 აბიტურიენტებმა, რომელებმაც, 2018-2019 სასწავლო წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება, რეგისტრაცია უნდა გაიარონ 👇
 2018 წლის 5-დან 26 სექტემბრის ჩათვლით
 საბუთები მიიღება 10:00-დან 19:00 საათამდე, ყოველდღე, კვირის გარდა.

⚠️ რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია:

▶️ განცხადება (განცხადების ფორმა რეგისტრაციისას დაგხვდებათ)
▶️ ატესტატი (დედანი და ასლი)
▶️ პირადობის მოწმობა (დედანი და ასლი)
▶️ ვაჟებისთვის სამხედრო მიწერის მოწმობა (დედანი და ასლი)
▶️ 2 (ორი) ფერადი ფოტოსურათი, ზომით 3 X 4 და მისი ელექტრონული ვერსია (CD დისკით).

⚠️ რეგისტრაციამდე პირველკურსელებმა უნდა დაფარონ პირველი სემესტრის სწავლების საფასური, ანუ მთლიანი თანხის ნახევარი – 1125 ლარი, გადახდის ქვითარი კი უნდა წარადგინოთ რეგისტრაციისას.

▶️ სტუ-ის საბანკო რეკვიზიტებია:
http://gtu.ge/AboutStu/rekvizitebi.php

⚠️ საბუთების მიღება წარმოებს- მ.კოსტავას 77; სტუ-ის VI კორპუსი, მე-9 სართული; საკონტაქტო ტელეფონი – 598 55 60 01

შემოდგომის სკოლა – „დემოკრატია და ძირითადი უფლებები“

შემოდგომის სკოლა – „დემოკრატია და ძირითადი უფლებები“

საქართველოს პრეზიდენტის ფონდის და ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი მხარდაჭერით, იმართება შემოდგომის სკოლა ზუგდიდში თემაზე – „დემოკრატია და ძირითადი უფლებები“.

შემოდგომის სკოლაში მოწვეულები არიან ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი იორგ ჰარდი და ბრემენის უნივერსიტეტის პროფესორი ზდისლავ კრასნოდებსკი.

შემოდგომის სკოლის ხანგრძლივობა ადგილმდებარეობა: ზუგდიდი, 21-29 სექტემბერი.

ამ პროექტის ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნება მგზავრობა, სასტუმრო და კვება.

ზაფხულის სკოლაში მონაწილეობა შეუძლიათ ბაკალავრის მე-2, მე-3 და მე-4 კურსის, ასევე მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურზე მყოფ   სამართლისა და  საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებს.

რეგისტრაციისათვის მიმართეთ 903 ა ოთახს 13 სექტემბრის ჩათვლით, გასაუბრება ჩატარდება 14 სექტემბერს 12:00 საათზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსში, მე-9 სართულზე ევროკავშირის და ნატოს აუდიტორიაში.

საკონტაქტო ინფორმაცია:

598332205

სამეცნიერო პროექტის ფარგლებში გამოიცა იგორ კვესელავას მონოგრაფია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამეცნიერო-კვლევითი პროექტის “საერთაშორისო თანამედროვე ურთიერთობების” ფარგლებში და ფაკულტეტის მხარდაჭერით გამოიცა პროფესორ იგორ კვესელავას მონოგრაფია: „საქართველოს ისტორიის ქრონიკები VI საქართველო და მსოფლიო უძველესი დროიდან XX საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში (წიგნი I).