მიხეილ გაბუნია სარაევოში ევროპის კრიმინოლოგთა საზოგადოების საერთაშორისო კონფერენციაზე იმყოფებოდა

2018  წლის 29 აგვისტოს-1 სექტემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტის სამართლის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი მიხეილ გაბუნია ბოსნია-ჰერცეგოვინის დედაქალაქ სარაევოში ევროპის კრიმინოლოგთა საზოგადოების საერთაშორისო კონფერენციაზე იმყოფებოდა. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საქმიანი ვიზიტით მოწვეულ იქნა ევროპის კრიმინოლოგთა საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი პროფესორი მარჩელო ფ.აები და საზოგადოების დელეგაცია. კონფერენციაზე ევროპის კრიმინოლოგთა საზოგადოების აღმასრულებელ მდივანს მიეწოდა წინადადება 2019 წელს საქართველოში ევროპის კრიმინოლოგთა საზოგადოების საერთაშორისო კონფერენციის ჩატარების შესახებ, რომლის ჩატარების კონკრეტული საკითხების შესახებ ინფორმაცია ახლო მომავალში გახდება ცნობილი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის განხორციელების შემთხვევაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტი იქნება პირველი კავკასიის რეგიონში, რომელიც კრიმინოლოგიის სფეროში უმაღლესი დონის საერთაშორისო კონფერენციას და სამუშაო ვიზიტით მოწვეულ მსოფლიოში აღიარებულ კრიმინოლოგიის გამოჩენილ მეცნიერებს უმასპინძლებს.

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply