სტუდენტური კონფერენცია : „საჯარო სამსახური საქართველოში: სინამდვილე და გამოწვევები“

 2018 წლის 17 ივლისს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საჯარო სამართლის აკადემიური დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა სტუდენტური კონფერენცია თემაზე:საჯარო სამსახური საქართველოში: სინამდვილე და გამოწვევები

კონფერენცია გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საჯარო სამართლის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მარიამ ჯიქიამ.

კონფერენციაზე წარსადგენი მოხსენებები თემატურად  მოიცავდშემდეგ საკითხებს: საჯარო სამსახურში მიღების წესი; საჯარო სამსახურში სამუშაოს შეფასების მეთოდები და სისტემები; ანაზღაურების სისტემა საჯარო სამსახურში; მამხილებლის ინსტიტუტი; სამოხელეო დავის განხორციელების სპეციფიკა და სამართლებრივი პრობლემები; საჯარო მოხელის დისციპლინარული პასუხისმგებლობის თავისებურებანი.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ როგორც სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტები ასევე, საქართველოს სხვა უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენლები.

მომხსენებლებმა წარმოადგინეს შემდეგი თემები: საჯარო სამსახურში მიღების წესი და პროცედურები, მამხილებლის ინსტიტუტის მნიშვნელობა საჯარო სამსახურში, მოსამართლის დისციპლინური დევნა-სასამართლოზე ზეწოლა თუ ლეგიტიმური პასუხისმგებლობა, მამხილებლის ინსტიტუტის დადებითი და უარყოფითი მხარეები, საჯარო სამსახურის რეფორმა საქართველოში და სხვა.

 

“საქართველოს ტერიტორიული და სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური მოწყობის, მმართველობისა და თვითმმართველობის ასპექტები”- მონოგრაფია გამოიცა

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამეცნიერო კველევითი პროექტის  “საქართველოს ტერიტორიული და სახელმწიფოებრ- პოლიტიკური მოწყობის მმართელობისა და თვითმმართველობის ასპექტების” ფარგლებში გამოიცა პროფესორების იგორ კვესელავას, ჯემალ გახოკიძეს, ედიშერ გვენეტაძეს მონოგრაფია “საქართველოს ტერიტორიული და სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური მოწყობის, მმართველობისა და თვითმმართველობის ასპექტები”

 

სამეცნიერო პროექტის ფარგლებში გამოცემული კიდევ ერთი სახელმძღვანელო

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკუტლეტის სამეცნიერო კვლევითი-პროექტის ‘სისხლის სამართლის კერძო ნაწილი, ადამიანის სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის”  ფარგლებში და ფაკულტეტის მხარდაჭერით გამოიცა პროფესორების ირაკლი გაბისონიას, ჯემალ გაბელიას და თეიმურაზ დარსანიას სახელმძღვანელო “სისხლის სამართლის კერძო ნაწილი, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული” წიგნი პირველი .

პროფესორ ნატო სონღულაშვილმა მონოგრაფია გამოსცა

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის  პროფესორმა ნატო სონღულაშვილმა  შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში მოპოვებული გრანტის (NFR/148/2-101/14) ფარგლებში გამოსცა მონოგრაფია “საბჭოთა რეჟიმი და ქართული ეროვნული იდეა (1921-1991)”. აღნიშნული პროექტი  ხორციელდებოდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე.

გამოიცა ავთანდილ სონღულაშვილის მონოგრაფია

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის  პროფესორმა ავთანდილ სონღულაშვილმა  შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში მოპოვებული გრანტის (NFR/148/2-101/14) ფარგლებში გამოსცა მონოგრაფია “საბჭოური პოლიტიკა და საქართველოს ეროვნული უმცირესობა”. აღნიშნული პროექტი  ხორციელდებოდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე.

ასისტენტ-პროფესორი თაკო კუპრეიშვილი პარიზის კონფერენციაში მონაწილეობდა

2018 წლის 19-22 ივნისს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი  თაკო კუპრეიშვილი ქალაქ პარიზში პარიზის საერთაშორისო უნივერსიტეტის  (Cité internationale universitaire de Paris)  მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე მონაწილეობის მისაღებად იმყოფებოდა.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ მსოფლიოს 52 ქვეყნის წარმომადგენლები, მათ შორის საქართველოდან, სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სახელით თაკო კუპრეიშვილმა წარადგინა მოხსენება თემა: „ქურთების ფაქტორი“ თურქეთში, ირანსა და სირიაში“

აღნიშნულ კონფერენციაში ასისტენტ-პროფესორის თაკო კუპრეიშვილის მონაწილეობა დაფინანსდა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ბიუჯეტიდან.

დოქტორანტები პოლონეთში გამართულ კონფერენციაში მონაწილეობდნენ

2018 წლის 26 – 29 ივნისს პოლონეთის ქალაქ ახალ სონჩში ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “სამეცნიერო კვლევის პრიორიტეტები – 2018: თეორიული და პრაქტიკული ღირებულება“… კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების  ფაკულტეტის დოქტორანტებმა: პავლიკა ყაველაშვილმა და ნიკოლოზ გურეშიძემ. მათ მოხსენების  თემად წარადგინეს „2008 წლის ბუქარესტის სამიტი და რუსეთ-საქართველოს საომარი მოქმედებები”.

აღნიშნული ვიზიტი დაფინანსდა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ბიუჯეტიდან.

მაგისტრატურის II კურსის საყურადღებოდ!

 

 

 

სამაგისტრო ნაშრომების დაცვის ცხრილი

 

სისხლის მიმართულება   ჯგუფი 707650A      18 ივლისი,   9 საათზე

ჯგუფი 707650A1    18 ივლისი,  11 საათზე

 

 

კერძო მიმართულება      ჯგუფი 707650B       19 ივლისი,  9 საათზე

ჯგუფი 707650B1     19 ივლისი,  11 საათზე

 

საჯარო მიმართულება   ჯგუფი 707650C     20 ივლისი,  9 საათზე

 

ზაფხულის სკოლა საირმეში

2018 წლის 14-21 აგვისტოს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დაფინანსებით ჩატარდება  ზაფხულის სკოლა საირმეში  თემაზე: „ სამართლებრივი სახელმწიფო, როგორც ზნეობრივი სახელმწიფო.“

დაინტერესებულ სტუდენტებს მიეცემათ შესაძლებლობა იმუშავონ ევროპელ და ქართველ პროფესორებთან ერთად თანამედროვე სოციალური თეორიის ფუნდამენტურ საკითხებზე. ზაფხულის სკოლაში მოწვეულები არიან ბერკლის უნივერსიტეტის პროფესორი, ნიკლაუს ლარგიერი (Niklaus Largier) და ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი, ანდრეას არნდტი (Andreas Arndt). უცხოელი პროფესორების ლექციები ჩატარდება გერმანულ ენაზე, თანმიმდევრული ქართული თარგმანით.

ზაფხულის სკოლის ხანგრძლივობა: 14-21 აგვისტო.

ზაფხულის სკოლაში მონაწილეობა შეუძლიათ სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ბაკალავრის მე-3, მე-4 კურსის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის საფეხურზე მყოფ სტუდენტებს. უზრუნველყოფილი იქნება მგზავრობა, სასტუმრო და კვება.  მონაწილეები შეირჩევიან გასაუბრების საფუძველზე.

გასაუბრება ჩატარდება 19 ივლისს 12:00 საათზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსში, მე-9 სართულზე ევროკავშირის და ნატოს აუდიტორიაში.

საკონტაქტო ინფორმაცია:

Khazaradze.mariam@yahoo.com

elisabedilomsianidze@yahoo.com

საზაფხულო სკოლა სტუდენტებისთვის

2018 წლის 15-20 ივლისს ქ. ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოში ჩატარდება საზაფხულო სკოლა სტუდენტებისთვის თემაზე: „საკონსტიტუციო სამართალწარმოება“.
საზაფხულო სკოლა ტარდება 2013 წლის 22 ივნისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საკონსტიტუციო სასამართლოს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში. აღნიშნული პროექტი ეწყობა ყოველწლიურად სტუ-ს წარჩინებული სტუდენტებისთვის, რომლებმაც მთელი წლის განმავლობაში თავი გამოიჩინეს აკადემიური მოსწრებითა და სტუდენტური აქტივობებით, პროექტს ტრადიციული სახე მიეცა და უკვე მეექვსე წელია რაც იმართება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ორგანიზებით.
საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მსურველი სტუდენტები უნდა გამოცხადნენ გასაუბრებაზე სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მენეჯერთან (906ა) 12 ივლისს 15:00 საათიდან18:00საათამდე.