გიორგი ვაშაკიძის საჯარო ლექცია

 2018 წლის 20 ივნისს სტუ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მოწვევით საჯარო სამართლის ლაბორატორიაში  პროფესორმა, ადვოკატმა  გიორგი ვაშაკიძე  წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: „ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინების ფარგლები ინტერლოკალური და საკოლიზიო სამართლის კონტექსტში

საჯარო ლექცია გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამოქალაქო სამართლის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ციალა გლოველმა.

პროფესორმა გიორგი ვაშაკიძემ ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედი კანონმდებლობის ფარგლების შესახებ, განმარტა კოლიზური ასპექტები და ყურადღება გაამახვილა სამართლებრივ პრობლემებზე.

შეხვედრა წარიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში

თამარ საბედაშვილის საჯარო ლექცია  

სტუ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით 2018 წლის 20 ივნისს ფაკულტეტის საჯარო ლაბორატორიაში საჯარო ლექცია წაიკითხა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროგრამების უფროსის მოადგილე, თსუ ასოცირებულმა პროფესორმა თამარ საბედაშვილმა.

საჯარო ლექცია გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების კურატორმა,პროფესორმა მაია ყიფიანმა, რომელმაც წარადგინა სტუმარი.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროგრამების კურატორმა თამარ საბედაშვილმა ისაუბრა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრაზე, ყურადღება გაამახვილა ქალების სოციალურ და ეკონომიკურ გაძლიერებაზე.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა და სტუდენტებმა აქტიურად გამართეს დისკუსია სტუმართან.

თამარ საბედაშვილის საჯარო ლექცია

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით 2018 წლის 20 ივნისს ფაკულტეტის საჯარო ლაბორატორიაში 12:00  საათზე საჯარო ლექციას წაიკითხავს გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროგრამების უფროსის მოადგილე, თსუ-ს ასოცირებული პროფესორი თამარ საბედაშვილი.

როინ მიგრიაულის საჯარო ლექცია

 

2018 წლის 21 ივნისს 14:00 საათზე სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მოწვევით საჯარო სამართლის ლაბორატორიაში  პროფესორი როინ მიგრიაული წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: “სამეწარმეო საზოგადოების სამართლებრივი დასრულება: ნებაყოფლობითი და იძულებითი ლიკვიდაცია“

ამირან ზენაიშვილის საჯარო ლექცია

 

2018 წლის 27 ივნისს 14:00 საათზე სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის  მოწვევით   საქართველოს ენერგეტიკის მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე, პროფესორი  ამირან ზენაიშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის გასაჩივრების პრაქტიკა“

ვალერი ვაშაკიძის საჯარო ლექცია

2018 წლის 22 ივნისს 13 :00საათზე სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მოწვევით ისტორიის დოქტორი, პროფესორი ვალერი ვაშაკიძე საჯარო სამართლის ლაბორატორიაში წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „ სახელმწიფო ტერიტორიები შუა საუკუნეების ქართულ ცნობიერებაში“

გვანცა დავითაშვილის საჯარო ლექცია

 

2018 წლის 16 ივნისს სტუ სამართლის სკოლის კურსდამთავრებულთა კლუბის ორგანიზებით საჯარო ლექციების ციკლის ინსტიტუციური გაძლიერების პროცესი საქართველოშიფარგლებში გრაცის უნივერსიტეტის მაგისტრმა, ბასკეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორმასაერთაშორისო ურთიერთობებში, სახალხო დამცველის აპარატის რეგიონალური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გვანცა დავითაშვილმა ჩაატარ საჯარო ლექცია თემაზე: ევროპეიზაცია ევროკავშირის საზღვრებს მიღმა: საქართველოს ევროპული გზა და არჩევანი

საჯარო ლექცია გახსნა სტუ-ს სამართლის სკოლის კურსდამთავრებულთა კლუბის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გიორგი მთიულიშვილმა, რომელმაც წარადგინა მოწვეული სტუმარი და წარმატებები უსურვა.

მოხსენებისას გვანცა დავითაშვილმა განმარტა ევროპეიზაციის არსი, მნიშვნელობა და მახასიათებლები.  მიმოიხილა ზოგადად ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკა და საქართველოსთან მიმართებაში წამოაყენა საკუთარი შეხედულებები ევროპულ გზასთან დაკავშირებით.

საჯარო ლექცია ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, სტუდენტებმა აქტიურად გამართეს დებატები განხილულ საკითხებთან დაკავშირებით.

 

გიორგი ვაშაკიძის საჯარო ლექცია

 

2018 წლის 20 ივნისს 15:00საათზე სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მოწვევით საჯარო სამართლის ლაბორატორიაში  პროფესორი, ადვოკატი  გიორგი ვაშაკიძე  წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინების ფარგლები ინტერლოკალური და საკოლიზიო სამართლის კონტექსტში“

ბონის უნივერსიტეტის ემერიტუსის თეო კობუშის მეორე საჯარო ლექცია

2018 წლის 13 ივნისს სტუ ადმინისტრაციულ კორპუსში შეხვედრების ოთახში სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მოწვევით უკვე მეორედ ბონის უნივერსიტეტის ემერიტუს-პროფესორმა თეო კობუშმა ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზესამართლიანობის იდეა თომა აქვინელთან

ლექცია გახსნა პროფესორმა მამუკა ბერიაშვილმა, რომელმაც წარადგინა სტუმარი.

ბონის უნივერსიტეტის ემერიტუსმა ისაუბრა სამართლიანობის იდეის შესახებ თომა აქვინელთან მიმართებაშიგანმარტა აღნიშნულთან დაკავშირებული ასპექტები და მიმოიხილა სამართლიანობის არსი და თეორიები.

  საჯარო ლექცია ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა

ევროპარლამენტის მოდელირებისას სტუდენტთა წარმატება

2018 წლის 8-9-10 ივნისს  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთასორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დაფინანსებით 50-მდე სტუდენტმა მონაწილეობა მიიღო ევროპის აკადემიური ცენტრის მიერ ორგანიზებულ პროექტში ,,ევროპარლამენტის საერთაშორისო მოდელირება 2018“. დელეგატები წარმოდგენილი იყვნენ არა მარტო საქართველოს არამედ ევროპის წამყვანი ქვეყნებიდანაც.  მონაწილეები გადანაწილებულები იყვნენ 7 სხვადასხვა კომიტეტში, რომლის რიცხვი 25-40 დელეგატამდე მერყეობდა. საბოლოოდ კი თითოეული გუნდის მიერ წარმოდგენილ იქნა რეზოლუცია, რომლის მიღებაშიც თავად დელეგატები იღებდნენ მონაწილეობას. საუკეთესო შედეგის მქონე  ,,იურიდიული კომიტეტი“ გახდა და პროექტში გამარჯვებაც მოიპოვა, მნიშვნელოვანია, რომ ფაკულტეტის 6 სტუდენტი : ანა ტაკაშვილი, მერაბი ტაკაშვილი, ელენე ნადირაშვილი, თამარ ციგროშვილი, დემეტრე ნაკაშიძე და მარიამ ბაზერაშვილი წარმოადგენდნენ ამ კომიტეტს სხვა დელეგატებთან ერთად. ასევე თითოეული გუნდიდან გამოვლინდა საუკეთესო 1 დელეგატი. ამ შვიდეულში სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამმა სტუდენტმა თემო სულაძემ, რომელიც ადამიანის უფლებათა კომიტეტტს წარმოადგენდა, ნათია ჩილაჩავამ, რომელიც საგარეო საქმეთა კომიტეტის მომხსენებელი იყო და ანა ტაკაშვილმა, რომელიც იურიდიული კომიტეტის წევრი გახლდათ დაიკავეს საპრიზო ადგილები. სწორედ ამ შერჩეული შვიდი დელეგატიდან გამოვლინდა სამი გამარჯვებული და აქაც საპრიზო ადგილი ანა ტაკაშვილმა დაიკავა. რაც შეეხება პრიზებს, გამარჯვებული კომიტეტის ყველა წევრი გაემგზავრება ბერლინში თანადაფინანსებით, ევროპარლამენტის მოდელირებაზე. გამარჯვებულმა დელეგატმა ანა ტაკაშვილმა კი მოიგო უცხოეთის უნივერსიტეტის სასწავლო გრანტი, ასვევ 5000 ლარიანი დაფინანსება პარტნიორი უნივერსიტეტისგან და სხვა ფასიანი პრიზები.

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ხელმძღვანელობა ულოცავს ამ წარმატებას  ფაკულტეტის სტუდენტებს.