ევროპარლამენტის მოდელირებისას სტუდენტთა წარმატება

2018 წლის 8-9-10 ივნისს  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთასორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დაფინანსებით 50-მდე სტუდენტმა მონაწილეობა მიიღო ევროპის აკადემიური ცენტრის მიერ ორგანიზებულ პროექტში ,,ევროპარლამენტის საერთაშორისო მოდელირება 2018“. დელეგატები წარმოდგენილი იყვნენ არა მარტო საქართველოს არამედ ევროპის წამყვანი ქვეყნებიდანაც.  მონაწილეები გადანაწილებულები იყვნენ 7 სხვადასხვა კომიტეტში, რომლის რიცხვი 25-40 დელეგატამდე მერყეობდა. საბოლოოდ კი თითოეული გუნდის მიერ წარმოდგენილ იქნა რეზოლუცია, რომლის მიღებაშიც თავად დელეგატები იღებდნენ მონაწილეობას. საუკეთესო შედეგის მქონე  ,,იურიდიული კომიტეტი“ გახდა და პროექტში გამარჯვებაც მოიპოვა, მნიშვნელოვანია, რომ ფაკულტეტის 6 სტუდენტი : ანა ტაკაშვილი, მერაბი ტაკაშვილი, ელენე ნადირაშვილი, თამარ ციგროშვილი, დემეტრე ნაკაშიძე და მარიამ ბაზერაშვილი წარმოადგენდნენ ამ კომიტეტს სხვა დელეგატებთან ერთად. ასევე თითოეული გუნდიდან გამოვლინდა საუკეთესო 1 დელეგატი. ამ შვიდეულში სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამმა სტუდენტმა თემო სულაძემ, რომელიც ადამიანის უფლებათა კომიტეტტს წარმოადგენდა, ნათია ჩილაჩავამ, რომელიც საგარეო საქმეთა კომიტეტის მომხსენებელი იყო და ანა ტაკაშვილმა, რომელიც იურიდიული კომიტეტის წევრი გახლდათ დაიკავეს საპრიზო ადგილები. სწორედ ამ შერჩეული შვიდი დელეგატიდან გამოვლინდა სამი გამარჯვებული და აქაც საპრიზო ადგილი ანა ტაკაშვილმა დაიკავა. რაც შეეხება პრიზებს, გამარჯვებული კომიტეტის ყველა წევრი გაემგზავრება ბერლინში თანადაფინანსებით, ევროპარლამენტის მოდელირებაზე. გამარჯვებულმა დელეგატმა ანა ტაკაშვილმა კი მოიგო უცხოეთის უნივერსიტეტის სასწავლო გრანტი, ასვევ 5000 ლარიანი დაფინანსება პარტნიორი უნივერსიტეტისგან და სხვა ფასიანი პრიზები.

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ხელმძღვანელობა ულოცავს ამ წარმატებას  ფაკულტეტის სტუდენტებს.

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply