მაგისტრატურის მეორე კურსის სტუდენტთა საყურადღებოდ!

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მაგისტრატურის მეორე კურსის სტუდენტთა საყურადღებოდ!

სამაგისტრო ნაშრომები შემოწმდება პლაგიატის პროგრამაზე !

სავალდებულოა ნაშრომის საბოლოო ვერსია 25 ივნისიდან 02 ივლისამდე წარადგინოთ  თქვენს სასწავლო დეპარტამენტში.

ამასთან, მაგისტრატურის იმ სტუდენტებს, რომლებსაც სწავლის საფასური სრულად (2250 ლარი) არ ექნებათ დაფარული  15 ივნისამდე არ დაიშვებიან სამაგისტრო ნაშრომის დაცვებზე.

მემორანდუმის გაფორმება სტუ-სა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შორის

2018 წლის 7 ივნისს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მოწვევით  საჯარო აუდიტის ინსტიტუტის დირექტორი დავით აზმაიფარაშვილი  და საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ვახტანგ კეჟერაძე  შეხვდა პროფესორმასწავლებლებსა და სტუდენტებს.
შეხვედრა გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) სპიკერმა, პროფესორი ჯემალ გახოჯიძემ, რომლებმაც სტუმრებს გააცნო უნივერსიტეტის სასწავლო მიმართულებები და ხაზი გაუსვა მემორანდუმით  გათვალისწინებულ სამომავლო შედეგებს .

დამსწრე საზოგადოებას საჯარო აუდიტის ინსტიტუტის დირექტორმა დავით აზმაიფარაშვილმა გააცნო  საჯარო ინსტიტუტის საქმიანობის ასპექტები და ხაზი გაუსვა ინსტიტუტისა და სტუ-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის დამყარებას.

სტუმრებს მიესალმნენ: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია, სტუ-ს ბიზენსტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი რუსუდან ქუთათელაძე და სტუ-ს საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ივანე ჯაგოდნიშვილი.

საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსმა ვახტანგ კეჟერაძემ სტუდენტებს დეტალურად გააცნო მემორანდუმით გათვალისწინებული შეთავაზებები და მოუწოდა აქტიურობისაკენ

შეხვედრის ფარგლებში გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, საჯარო აუდიტის ინსტიტუტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის სტუდენტებისთვის საჯარო აუდიტის დარგში სასწავლო პროგრამის განხორციელების შესახებ. შეხვედრა შეაჯამა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ.

მემორანდუმის გაფორმება სტუსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შორის

2018 წლის 7 ივნისს 15:00 საათზე სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მოწვევით სტუ-ს ცენტრალურ ბიბლიოთეკაში საჯარო აუდიტის ინსტიტუტის დირექტორი დავით აზმაიფარაშვილი შეხვდება პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს.
შეხვედრის ფარგლებში გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და საჯარო აუდიტის ინსტიტუტს შორის.

ქეთევან ცინცაძის საჯარო ლექცია

2018 წლის 9 ივნისს 12:00 საათზე საჯარო სამართლის ლაბორატორიაში სტუ-ს კურსდამთავრებულთა კლუბის ორგანიზებით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორი ქეთევან ცინცაძე წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: “,მოსამართლის დამოუკოდებლობისა და ანგარიშვალდებულების გარანტიები”

სტუდენტებისთვის პროექტი დაფინანსდა

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტმა სტუდენტებს  მისცა შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ პროექტში “ევროპარლამენტის საერთაშორისო მოდელირება, თბილისი 2018”. გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში 49 სტუდენტი დარეგისტრირდა, რომლებიც აღნიშნულ პროექტში მონაწილეობას მიიღებენ ფაკულტეტის დაფინანსებით.
პროექტი აერთიანებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით 400-ზე მეტ ახალგაზრდას, რომლებსაც საშუალება მიეცემათ იმსჯელონ ევროკავშირის აქტუალურ პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ და სამართლებრივ თემებზე.
პროექტის გამარჯვებულებს ელით თავბრუდამხვევი პრიზები:
I ადგილი – 100% დაფინანსება სასწავლო ვიზიტზე ევროპაში
II ადგილი – 50% დაფინანსება სასწავლო ვიზიტზე ევროპაში
III ადგილი – 30% დაფინანსება სასწავლო ვიზიტზე ევროპაში
პროექტის ჩატარების თარიღი: 2018 წლის 8-10 ივნისი, თბილისი

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი წარმატებებს უსურვებს პროექტის მონაწილე სტუდენტებს და გამოთქვამს მზადყოფნას მსგავს პროექტებში ხელი შეუწყონ სტუდენტთა ინტერესს.

კახა კუკავას საჯარო ლექცია

 

2018 წლის 8 ივნისს 12:00 საათზე კახა კუკავა  საჯარო სამართლის ლაბორატორიაში წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „სისტემის ცვლილება საქართველოში (სასამართლო და საარჩევნო რეფორმა) „

ბექა ძამაშვილის საჯარო ლექცია

2018 წლის 5 ივნისს  სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთერთობების ფაკულტეტის სამართლის კლინიკის მოწვევით სტუ-ს საჯარო სამართლის ლაბორატორიაში იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფოს წარმომადგენლის დეპარტამენტის უფროსმა  ბექა ძამაშვილმა ჩაატარ საჯარო ლექცია თემაზესაქმე საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“.

საჯარო ლექცია გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების კურატორმა, პროფესორმა მაია ყიფიანმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა სტუმარს მობრძანებისთვის და საინტერესო ლექციის ჩატარება უსურვა.

თავდაპირველად, ბექა ძამაშვილმა ისაუბრა საერთაშორისო დონის სასამართლოების კომპეტენციების და  რუსეთის წინააღმდეგ საქმის განხილვის სხვადასხვა ასპექტებზე. განმარტა სტრასბურგის პროცესებთან დაკავშირებული  ზოგიერთი საკითხი და მოსალოდნელ შედეგებზე გაამახვილა ყურადღება.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა სტუდენტებმა აქტიურად დაუსვეს შეკითხვები და საინტერესო პასუხები მიიღეს მომხსენებლისგან.

ნარკოსიტუაცია საქართველოში და ზოგიერთი მოსაზრებები ქართული ნარკოპოლიტიკის პრობლემებზე

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიმდინარე წლის 16 მაისს ჩატარდა სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია თემაზე ,,მსოფლიო ნარკოპოლიტიკა და საქართველოს ნარკოსტრატეგიის აქტუალური საკითხები“, რომელშიც მონაწილეობას  მსოფლიოს მრავალი ქვეყნის წამყვანი ექსპერტები ღებულობდნენ, მათ შორის გერმანიის მაქს-პლანკის  მსოფლიო და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის დირექტორი ბატონი ჰანს იორგ ალბრეხტი, სტამბოლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სისხლის სამართლის კათედრის პროფესორი სელმან დურსუნი, ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სისხლის სამართლის კათედრის უფროსი პროფესორი კამილ სალიმოვი, ბურიატიის (ულან უდე) სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი პროფესორი ელვირა რადაევა და ასევე ქართველი ექსპერტები.

კონფერენციის მონაწილენი ერთსულოვანნი იყვნენ, იმასთან დაკავშირებით, რომ საჭიროა ჰუმანური ნარკოპოლიტიკის გატარება ნარკოტიკების მომხმარებლების მიმართ, რომელნიც ავადმყოფები არიან და როგორც საერთაშორისო პრაქტიკა გვიჩვენებს ამ კონტიგენტთან სისხლის სამართლის წესით რეპრესიის გამოყენება არ იძლევა სასურველ შედეგს და არ უწყობს ხელს ნარკოვითარების გაუმჯობესებას.

კონფერენციის მონაწილეებმა ასევე ხაზგასმით აღნიშნეს, რომ  ნარკოტიკების მომხ-მარებლების მიმართ  ჰუმანურ პოლიტიკას უნდა შევუწყვილოთ უმკაცრესი, დამოკიდებულება ნარკოტიკების გამსაღებლების და  ნარკოტრანზიტში ჩართული პირების მიმართ, რისთვისაც აუცილებელია მკაცრი, შემტევი და შედეგზე ორიენტირებული  საკანონმდებლო ნორმების და სხვა რეგულაციების შემუშავება.

კონფერენციაზე,  როგორც უცხოელი ასევე ქართველი ექსპერტების მიერ მრავალი საინტერესო რეკომენდაციები და წინადადებები გამოითქვა. გადავწყვიტეთ  მოგაწოდოთ  ამ წინადადებებისა და რეკომენდაციების ანალიტიკური მიმოხილვა.

ჩვენ ვთვლით, რომ საქართველოში არსებული უმძიმესი ნარკოტიკული სიტუაციიდან გამომდინარე ეს საკითხი აყვანილ უნდა  იქნას ეროვნული უსაფრთხოების რანგში და მასთან ბრძოლა უნდა განისაზღვროს, როგორც ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი.

საქართველოში ამ ეტაპზე ნარკოსიტუაციის გაჯანსაღების მიზნით,  როგორც გადაუდებელი  ამოცანა მიგვაჩნია შემდეგი:

  პირველი − ნარკომანიასთან ბრძოლა საქართველოში შექმნილი ნარკოსიტუაციიდან გამომდინარე (რაშიც კიდევ უფრო დაგვარწმუნა ბოლო დროის მოვლენებმა) ერთ-ერთი მთავარი ეროვნული ამოცანაა. ასეთ ვითარებაში, თუ როგორი ნარკოპოლიტიკა და ნარკოკანონმდებლობა უნდა დამკვიდრდეს ქვეყანაში ეს უნდა გადაწყვიტოს საქართველოს მოსახლეობამ  პლებისტიცის გზით და არა რომელიმე დაინტერესებულმა ჯგუფმა, თუნდაც სახელმწიფო თუ არა სახელმწიფო სტრუქტურამ, კარგი იქნებოდა თუ ამას მიუსადაგებდით საპრეზიდენტო არჩევნებს (სხვათაშორის აშშ-ში ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების დროს, რამდენიმე შტატმა პარალელურად ჩაატარა რეფერენდუმი მარიხუანას ლეგალიზაციასთან დაკავშირებით), ხოლო იტალიამ ჯერ კიდევ  1993 წელს ეს საკითხი რეფერენდუმის გზით გადაწყვიტა.

როგორც ჩანს შექმნილი პოლიტიკური და ნარკოსიტუაცია ამის საშუალებას არ იძლევა. ასეთ ვითარებაში ის მაინც შევძლოთ, რომ ჩავატაროთ ნეიტრალური ჯგუფებით ან პირიქით დაინტერესებულ მხარეთა ერთობლივი ჯგუფებით (მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით) საქართველოს ყველა რეგიონში (დიდ ქალაქებში) სოციოლოგიური გამოკვლევა ნარკოპოლიტიკასა და ნარკოკანონმდებლობასთან დაკავშირებით მოსახლეობისათვის რაც შეიძლება გასაგებ ენაზე. კანონი, რომელიც ქცევის წესებს ადგენს ყველაფერთან ერთად  ზნეობრივიც უნდა იყოს და ეს შეუძლებელია მოსახლეობის ნების შესწავლის გარეშე ნებისმიერ კანონთან მიმართებაში მითუმეტეს ნარკოკანონმდებლობასთან  დაკავშირებით.

მეორე − სავალალო მდგომარეობაა ნარკომომხმარებლების მკურნალობასთან დაკავშირებით. საქართველოში ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემების მქონე ადამიანებს სახელმწიფო ვერ უწევს სათანადო მკურნალობას. ამ საქმით ძირითადად დაკავებული არიან კერძო კლინიკები და იქ მკურნალობა საკმაოდ ძვირი ჯდება.  ნარკოტიკებზე ღრმად დამოკიდებულ პირებს ურჩევნიათ სამკურნალო ფულით ისევ ნარკოტიკი შეიძინონ. ამიტომ მთავრობამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და ჩათვალოს, როგორც გადაუდებელი აუცილებლობა საქართველოში ანტინარკოტიკული სამკურნალო და სარეაბილიტაციო სისტემის შექმნა.  ასეთი სამკურნალო ცენტრები უნდა განლაგდეს (როგორც ამას მსოფლიო პრაქტიკა გვიჩვენებს ნარკოტიზმით ყველაზე მეტად დაზიანებულ რეგიონებში). ასეთ დაწესებულებებში მკურნალობა მიუხედავად იმისა, რომ მათი ფუნქციონირება და შენახვა ძვირადღირებული სერვისია, როგორც წესი   უნდა იყოს უფასო. სახელმწიფომ უნდა გამონახოს სახსრები და შექმნას დიდი ნდობით აღჭურვილი ასეთი ტიპის მრავალთვიანი სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრები, ამისათვის სხვადასხვა ფონდებმაც უნდა შეიწუხონ თავი. ამ ცენტრებში მკურნალობას გაივლიან აფხაზებიც და ოსებიც, რამეთუ ისინიც ჩვენი შვილები არიან. ყველა მონაცემებით ამ განდგომილ რეგიონებში საშიში ნარკოსიტუაციაა შექმნილი და იქ ანტინარკოტიკული მკურნალობა თითქმის  არ არსებობს.

       მესამე − განათლებისა და უმაღლესი სასწავლებლების სამინისტროს ლაიტმოტივი უნდა იყოს მოზარდი და ახალგაზრდა თაობის ანტინარკოტიკული ფსიქოლოგიით აღზრდა და სწავლება. ასეთი მუშაობა და ანტინარკოტიკული სპეციალური სწავლება სკოლანდელ  დაწესებულებებში, სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში ორგანიზებულ და სისტემურ ხასიათს უნდა ატარებდეს, რისთვისაც ანტინარკოტიკული სწავლება მათი სასწავლო პროგრამის შემადგენელ ნაწილად უნდა იქცეს.

       მეოთხე – რადგან საქართველო უკვე მყარად ჩამოყალიბდა, როგორც ნარკოტიკების საერთაშორისო სატრანზიტო სივრცის შემადგენელი ნაწილი, აუცილებელია მუდმივი და აქტიური თანამშრომლობა ამ პრობლემებთან მებრძოლ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ხოლო ნარკოტიკების მწარმოებელ და მის სატრანზიტო  სახელმწიფოებთან ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთანამშრომლობის ხელშეკრულებების დადება.

       მეხუთე – თუ გადავხედავთ საერთაშორისო პრაქტიკას, ნარკოტიკების ექიმის  დანიშნულების გარეშე მოხმარების ან პირადი მოხმარების მიზნით ნარკოტიკების შენახვისათვის დასჯის საკითხებზე,  რაც ასე აქტუალურია საქართველოსათვის, შესაძ-ლებელია  გამოყენებული იქნეს სასჯელის ე.წ. ალტერნატიული ფორმები, რომელიც გულისხმობს სამედიცინო და ფსიქო-სოციალური ღონისძიებების კომპლექსის გამოყენებას  პირების მიმართ, რომლებმაც გამოთქვეს ნებაყოფლობითი მკურნალობის სურვილი. ასე მაგალითად ბელგიური  კანონმდებლობით შესაძლებელია სასჯელის განსაზღვრა პირობითად ან აღსრულების გადავადებით პირველი სამართალდარღვევის შემთხვევაში და ასევე სასამართლოს გადაწყვეტილებით მომდევნო  სამართალდარღვევის დროსაც  თუ ნარკოტიკების მომხმარებელი პირი თანახმაა მკურნალობაზე. საინტერესოა თურქეთის კანონმდებლობა, რომლის უმთავრესი არსი მდგომარეობს იმაში, რომ თუ ნარკომომხმარებელი ნებაყოფლობით აცხადებს თანხმობას მკურნალობაზე თავისუფლდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან. მკურნალობის პროცესი კონტროლის სხვადასხვა მექანიზმების გამოყენებით.

       მეექვსე – ნარკომანია – სოციალური, უპირატესად ჯანმრთელობის პრობლემაა. ზოგადად წამალდამოკიდებულების გავრცელების ტენდენციის შემცირების ორი ძირითადი ასპექტი არსებობს. პირველი –  ნარკოტიკების ხელმისაწვდომობის შემცირება, რაც  ადმინისტრაციული ორგანოების პრეროგატივაა  და – მეორე ნარკოტიკებზე მოთხოვნილების შემცირება, რაც  მეტად რთული და კომპლექსური საკითხია და მოითხოვს შესაბამისი უწყებების და სამინისტროების ერთობლივ მოკლევადიან და გრძელვადიან პერსპექტივაზე  გათვლილ მრავალმხრივ ღონისძიებათა პროგრამის შემუშავებას და განხორციელებას.

ამ საკითხებს ესაჭიროება საზოგადოების მოტივირებული ნაწილის მხარდაჭერა, ამ საქმის პროფესიონალების და უწყებების  ძალისხმევის სწორი მართვა და კოორდინაცია. ამის გათვალისწინებით მიზანშეწონილია, შემოღებულ იქნეს სპეციალურად პრემიერ-მინისტრის თანაშემწის (სპეციალური მრჩევლის) ინსტიტუტი ნარკოუსაფრთხოების საკითხებში, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მუდმივი მონიტორინგი პროგრამის სრული მოცულობით, მისი ყველა მიმართულებით განსახორციელებლად. სამთავრობო პროგრამა უნდა მოიცავდეს ღონისძიებათა კომპლექსის ფართო სპექტრს. განსაკუთრებული ადგილი უნდა დაეთმოს ამ საქმეში ეკლესიის როლს და მასთან თანამშრომლობას.

დასკვნის მაგიერ − ამასთან საჭიროა აღინიშნოს, რომ წინა წლებში რამდენჯერმე იქნა ინიცირებული, მათ შორის საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს დონეზე ასეთი პროგრამის შემუშავება და ამოქმედების აუცილებლობა, მაგრამ  სამწუხაროდ, ხელისუფლებას მაშინ ამისთვის პოლიტიკური ნება არ ეყო. პოლიტიკურ ნებასთან ერთად, სახელმწიფო პროგრამა ქმედუნარიანი, რომ გახდეს, სახელმწიფო ბიუჯეტში მისი ფინანსური უზრუნველყოფისათვის გათვალისწინებული უნდა იქნეს საჭირო ფულადი სახსრები. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება ნარკომანიასთან ბრძოლა მიჩნეული იყოს, როგორც საქართველოს მუდმივი ეროვნული ინტერესების შემადგენელი ნაწილი.

ქართველი მეცნიერების სახელით:

ჯემალ გახოკიძე  სამართლისა და პოლიტიკის დოქტორი  ტექნიკური უნივერსიტეტის სპიკერი

ირაკლი გაბისონია სამართლის დოქტორი

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეკანი

ჯემალ ჯანაშია  იურიდიულ მეცნიერებათა

დოქტორი პროფესორი სისხლის სამართლის დეპარტამენტის უფროსი

გელა  ლეჟავა მედიცინის მეცნიერებათა

დოქტორი პროფესორი ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის

პრევენციის ცენტრის სამეცნიერო

ექსპერტთა საბჭოს თავმჯდომარე

თეა გოგოტიშვილი ფსიქოლოგიურ მეც-

ნიერებათა დოქტორი, ევროპაში აკრედიტებული

                                                                                                       ფსიქოთერაპევტი

სასწავლო კურსები

 

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი  იწყებს ფაკულტატურ სწავლების კურსს შემდეგი სპეციალობებით: „ადამიანის უფლებები გერმანული კანონმდებლობის მიხედვით (გერმანულად) და მედიაცია დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალება“

კურსს წარუძღვება  სამართლის მაგისტრი, მოწვეული ლექტორი ია ახალაია.

აღნიშნული სასწავლო კურსებით დაინტერესებული სტუდენტები  10 ივნისამდე უნდა დარეგისტრირდნენ  903 ა ოთახში.

მოსამართლე დავით ნარიმანიშვილის საჯარო ლექცია

2018 წლის  9 ივნისს 13:00 საათზე  რაიონული  სასამართლოს თავმჯდომარე დავით ნარიმანიშვილი საჯარო სამართლის ლაბორატორიაში  წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „სასამართლო რეფორმა და სამართალწარმოება“.