სტუდენტებისთვის პროექტი დაფინანსდა

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტმა სტუდენტებს  მისცა შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ პროექტში “ევროპარლამენტის საერთაშორისო მოდელირება, თბილისი 2018”. გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში 49 სტუდენტი დარეგისტრირდა, რომლებიც აღნიშნულ პროექტში მონაწილეობას მიიღებენ ფაკულტეტის დაფინანსებით.
პროექტი აერთიანებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით 400-ზე მეტ ახალგაზრდას, რომლებსაც საშუალება მიეცემათ იმსჯელონ ევროკავშირის აქტუალურ პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ და სამართლებრივ თემებზე.
პროექტის გამარჯვებულებს ელით თავბრუდამხვევი პრიზები:
I ადგილი – 100% დაფინანსება სასწავლო ვიზიტზე ევროპაში
II ადგილი – 50% დაფინანსება სასწავლო ვიზიტზე ევროპაში
III ადგილი – 30% დაფინანსება სასწავლო ვიზიტზე ევროპაში
პროექტის ჩატარების თარიღი: 2018 წლის 8-10 ივნისი, თბილისი

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი წარმატებებს უსურვებს პროექტის მონაწილე სტუდენტებს და გამოთქვამს მზადყოფნას მსგავს პროექტებში ხელი შეუწყონ სტუდენტთა ინტერესს.

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply