Author Archives: gabela23
სამეცნიერო ნაშრომების კონკურსი
შეხვედრა ფაკულტეტის წარმატებულ კურსდამთავრებულებთან: ვლადიმერ წითლაური, გიორგი გახოკია, რეზო აბზიანიძე, ჯავიდ ჯალალოვი, ვანიკო გურული, გაგა გაბაძე
პროფესორი ჯემალ გამახარიას საჯარო ლექცია
2022 წლის 3 ნოემბერს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით სტუ-ს 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი 100 საჯარო ლექციის ციკლის ფარგლებში მოწვეული იყვნენ: აფხაზეთის ა/რ ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავჯდომარე, პროფესორი ჯემალ გამახარია, აფხაზეთის ა/რ ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია ”მრგვალი მაგიდა – დიალოგი ერთიანი საქართველოსათვის” თავმჯდომარე ანზორ წოწონავა და აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობასთან ურთიერთობის კოორდინატორი ნანა კვარაცხელია. შეხვედრა გახსნა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ. მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ: პროფესორები ნინო ნიშნიანიძე, ჯემალ გახოკიძე, ჯემალ გაბელია, თამარ კიკნაძე, ჰენრი კუპრაშვილი და ზურაბ კვეტენაძე. მოწვეულმა სტუმრებმა სტუდენტებს გააცნეს კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო გზები, ასევე ისაუბრეს ცნობიერების ამაღლებაზე აფხაზეთის კონფლიქტთან დაკავშირებით. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა დევნილ სტუდენტებზე, რომლებიც სამომავლო პერსპექტივით შეძლებენ მონაწილეობას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მიერ დაგეგმილ სოციალურ და საგანმანათლებლო პროექტებში. შეხვედრის ფარგლებში დაიგეგმა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება.
თემო ჭახნაკიას პოეზიის საღამო
განათლების ზოგადი კურსი – ვიქტორ ჯაფარიძის ლექცია
პროფესორი მირანდა გურგენიძის ინტელექტუალური საკუთრების სამართლის ზოგადი კურსი
ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის გზამკვლევის პრეზენტაცია
პროფესორი ნინო ნიშნიანიძის დაჯილდოება
2022 წლის 11 ნეომბერს სტუ-ში მეცნიერების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, სადაც საპატიო დიპლომით დააჯილდოვეს ფაკულტეტის პროფესორი, სტუ-ს აკადემიური საბჭოს წევრი, ქალბატონი ნინო ნიშნიანიძე. ვულოცავთ ქალბატონ ნინოს საპატიო დიპლომის მიღებას, ის თავისი განვლილი ცხოვრებითა და საქმიანობით ნამდვილად იმსახურებს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში სტუდენტების სტუმრობა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტები ასისტენტ ხატია ხერხეულიძის ინიციატივით თბილისის საქალაქო სასამართლოს ესტუმრნენ. ისინი დაესწრნენ ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომას, ხანუმ ჯეირანოვას სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, რაც მათ თეორიული ცოდნის პრაქტიკულად დანახვაში, ხოლო მომავალში მის გამოყენებაში შეუწყობთ ხელს. სასამართლოში ვიზიტი მიზნად ისახავდა სტუდენტების საფუძვლიანი განათლების მიღების მოტივაციის ამაღლებასა და პროფესიული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას.