ვეფხვია გვარამიას საჯარო ლექცია

2023 წლის 10 იანვარს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით სტუ-ის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი 100 საჯარო ლექციის ციკლის ფარგლებში საჯარო ლექცია წაიკითხა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ვეფხვია გვარამიამ, თემაზე: “გენოციდის საკითხი საერთაშორისო სამართალში”. ლექციამ ჩაიარა უაღრესად საინტერესოდ. ლექციის შემდგომ სტუდენტები აქტიურად ჩაერთვნენ დისკუსიაში და დაუსვეს ბატონ ვეფხვიას არაერთი შეკითხვა, რომელზეც პროფესორმა ამომწურავად უპასუხა. გვსურს დიდი მადლობა გადავუხადოთ ბატონ ვეფხვია გვარამიას.

იოსებ ბაჩიაშვილის საჯარო ლექცია

2023 წლის 12 იანვარს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით სტუ-ის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი 100 საჯარო ლექციის ციკლის ფარგლებში პროფესორმა იოსებ ბაჩიაშვილმა, წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: “პოზიტიური და არაპოზიტიური სამართალი”.
აღნიშნული ლექცია ატარებდა სასემინარო-სადისკუსიო შეხვედრის ფორმატს, რომელსაც ესწრებოდნენ პროფესორ-მასწავლებლები და მაგისტრატურის სტუდენტები. შეხვედრამ საინტერესოდ და ინტერაქტიულ რეჟიმში ჩაიარა, დაისვა არაერთი კითხვა, რის შემდეგაც გაიმართა დისკუსია.
გვსურს დიდი მადლობა გადავუხადოთ ბატონ იოსებ ბაჩიაშვილს საინტერესო ლექციის ჩატარებისთვის.
პ.ს.
როგორც ყოველთვის ბატონი იოსები გამოირჩევა საკითხისადმი სიღრმისეული და კვალიფიციური მიდგომით.

ინტელექტუალური საკუთრების სამართლის ინგლისურენოვანი კურსის დასრულება

2023 წლის 20 იანვარს, სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ინტელექტუალური საკუთრების სამართლის განახლებულ ლაბორატორიაში ჩატარდა იმ სტუდენტთა დაჯილდოება, რომლებმაც გაიარეს ინგლისურენოვანი კურსი ინტელექტუალური საკუთრების სამართალში.
კურსის მსვლელობისას სტუდენტებს მიეწოდათ ინფორმაცია, პატენტების გამოგონებების, სასარგებლო მოდელის, სასაქონლო ნიშნების, დიზაინის, საავტორო და მომიჯნავე უფლებების, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შესახებ.
სტუდენტებს სერტიფიკატები გადასცეს ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, პროფესორმა მირანდა გურგენიძემ და პროფესორმა თამაზ ურთმელიძემ. დეკანმა აღნიშნა, რომ ფაკულტეტი მომავალშიც გეგმავს არაერთი პრაქტიკული დატვირთვის მქონე აქტივობების განხორციელებას, როგორც შიდა საუნივერსიტეტო, ასევე მის ფარგლებს მიღმაც.
ფაკულტეტი მჭიდროდ თანამშრომლობს საქპატენტთან და უახლოეს მომავალში, ინტელექტუალური საკუთრების სამართლით დაინტერესებულ სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ პრაქტიკა საქპატენტის ცენტრალურ ოფისში.

პროფესორი ეკატერინე ბაღიშვილი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საქართველოს მკვლევართა მობილობის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორი ეკატერინე ბაღიშვილი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საქართველოს მკვლევართა მობილობის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია!
კონკურსი ჩატარდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული “საქართველოს მკვლევართა მობილობის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში.
პროგრამა მიზნად ისახავს ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და საქართველოს სამეცნიერო საზოგადოებას შორის თანამშრომლობის ხელშეწყობას, ქართველ მკვლევართა ინტეგრაციას ევროპის კვლევით სივრცეში, საქართველოს მეცნიერების, ტექნოლოგიების და ინოვაციების წარმოჩენას საერთაშორისო ასპარეზზე.
პროგრამის ფარგლებში ეკატერინე ბაღიშვილი ჰამბურგის მაქს პლანკის სახელობის შედარებითი და საერთაშორისო კერძო სამართლის ინსტიტუტში განახორციელებს კვლევას – უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებების ცნობა-აღსრულება ადამიანის უფლებათა დაცვის ჭრილში.
ვულოცავთ ქ-ნ ეკატერინეს და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს

ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის კანდიდატების მოსმენა

2022 წლის 21 დეკემბერს ჩატარდა ფაკულტეტის საბჭოს სხდომა, რომელიც გახსნა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ და წარუდგინა დამსწრე საზოგადოებას საბჭოს სხდომის დღის წესრიგი.
საბჭოს სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე, კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი, წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) სპიკერი, პროფესორი ჯემალ გახოკიძე, აკადემიური საბჭოს სწავლული მდივანი, პროფესორი იაშა კუტუბიძე, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, პროფესორი დავით მახვილაძე, სწავლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი თამარ წერეთელი, საქმისწარმოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლიკა თარგამაძე და ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი და სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები.
საბჭოს სხდომის ფარგლებში უნივერსიტეტის საარჩევნო დებულების გათვალისწინებით ჩატარდა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის კანდიდატების მოსმენა. კანდიდატებმა მარიამ ჯიქიამ, მირანდა გურგენიძემ და მაია გურამიშვილმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს ფაკულტეტის მიმდინარე საგანამანათლებლო და კვლევითი საქმიანობის ხარისხის უზრუნველყოფის კუთხით თავიანთი ხედვები და სამომავლო გეგმები. პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა კანდიდატებს დაუსვეს შეკითხვები.
საბჭოს სხდომა შეაჯამა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ, რომელმაც კანდიდატებს მისცა რეკომენდაციები უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის განვითარებისთვის და წარმატებები უსურვა კანდიდატებს.

მიხეილ ჯიბუტის საჯარო ლექცია

2022 წლის 24 ნოემბერს, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით სტუ-ს 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი 100 საჯარო ლექციის ციკლის ფარგლებში საჯარო ლექცია წაიკითხა აკადემიკოსმა მიხეილ ჯიბუტმა თემაზე: „ეკონომიკის სამართლებრივი საფუძვლები“.
მადლობას ვუხდით ბატონ მიხეილ ჯიბუტს ასეთი საინტერესო საჯარო ლექციის ჩატარებისათვის და პროფესორ იოსებ ბაჩიაშვილს მეგობრობისა და ლექციის ორგანიზებისათვის.

“გაიცანი შენი ლექტორი” – ირაკლი გაბისონია

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროექტის “გაიცანი შენი ლექტორის” ფარგლებში წარმოგიდგენთ პროფესორს ირაკლი გაბისონიას, რომელიც უძღვება სასწავლო კურსს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სამართალს.

საკვირაო სკოლის ფარგლებში მორიგი შეხვედრა სკოლის მოსწავლეებთან

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის კლინიკის ორგანიზებით, 3 დეკემბერს, მორიგი შეხვედრა გაიმართა საკვირაო სკოლის მოსწავლეებთან.

ტრენინგის თემატიკა: საჯარო გამოსვლის ტექნიკა;
დანაშაული და ბრალი;
შეხვედრა ინტერაქციული ფორმატის იყო და ახალგაზრდებს საშუალება მიეცათ კითხვები დაესვათ მომხსენებლებისთვის.

ფაკულტეტის პროფესორების საკანონდებლო წინადადება საქართველოში ოჯახში ძალადობის პრობლემების პრევენციათა საკითხებზე,

სტუ -ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორები: მარიამ ჯიქია, სოფო დემეტრაშვილი და კახა ძაგანია, ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ირაკლი გაბისონიას თხოვნითა და ინიციატვით ამზადებენ საკანონდებლო წინადადებას საქართველოში ოჯახში ძალადობის პრობლემების პრევენციათა საკითხებზე, რომელიც ერთი მხრივ ხელს შეუწყობს ცნობიერების ამაღლებას შესაძლო დანაშაულებრივი ძალადობის შესახებ.
აღნიშნული საკანონდებლო წინადადების თანახმად, ორ კანონში შევა ცვლილებები: რომელთა ძირითადი სიახლე იქნება: 1) ოჯახში ძალადობის გადასვლა დამამძიმებელი გარემოების კატეგორიაში; 2) აქამდე არსებული ფორმალური ხასიათის შემაკავებელი ორდერი გახდება ქმედითი ხასიათის მქოე ინსტიტუტი.
https://fb.watch/hA8YXHID8U/

მადლიერების სიგელი უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის

2022 წლის 30 ნოემბერს საქართველოში უკრაინის ელჩმა, დიპლომატმა ანდრეი კასიანოვმა სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორს კახა ძაგანიას გადასცა მადლიერების სიგელი უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის.
ვულოცავთ ბატონ კახას ამ მნიშვნელოვან ჯილდოს და ვუსურვებთ წარმატებებს!