საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან ჩვენი სტუდენტების შეხვედრა

2022 წლის 27 ოქტომბერს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა, რომელშიც თბილისის მასშტაბით სხვადასხვა უნივერსიტეტის 50-ზე მეტი სტუდენტი მონაწილეობდა. პროფესორი სოფო მიდელაშვილის ინიციატივით აღნიშნულ შეხვედრას დაესწრო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების 7 სტუდენტი: ზაურ მეკოკიშვილი, რუსუდან ცინცაძე, ლიკა გუგუჩია, ხატია ჯიქურაშვილი, გურუ შამილოვა, მარიამ ქავთარაძე და სალომე ჯოხთაბერიძე.
სემინარის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილემ ირინა შამილაძემ და კომუნიკაციების კომისიის წევრმა ნათია კუკულაძემ.
სემინარზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელმა ანი გვეტაძემ ვრცლად ისაუბრა ინფორმაციის სახეობებსა და ყალბი ახალი ამბების ამოცნობისა და გადამოწმების ტექნიკებზე.
შეხვედრის მეორე მომხსენებელმა, ჰიბრიდული ომების მკვლევარმა დავით ძიძიშვილმა ჰიბრიდული ომის საფრთხეებზე, დეზინფორმაციასთან ბრძოლის მეთოდებსა და მედეგობის გაძლიერების მნიშვნელობაზე გააკეთა პრეზენტაცია.
ზემოაღნიშნული აქტუალური საკითხების გაშუქებისა და მსჯელობის შემდეგ ლექცია აქტიური დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა.

სამეცნიერო ნაშრომების კონკურსი

სტუ-ს 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სამეცნიერო ნაშრომების კონკურსი ფაკულტეტზე დასრულდა, გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომლებიც შეარჩია საკონკურსო კომისიამ.
დღეს გამარჯვებულებს გადაეცათ დიპლომები.
გამოვლინდა საჯარო სამართლის, სისხლის სამართლის, კერძო სამართლის, საერთაშორისო სამართლის, ისტორიის, საერთაშორისო ურთიერთობების, პოლიტოლოგიის და კულტუროლოგიის მიმართულებით საუკეთესო მონოგრაფიის, სახელმძღვანელოს, დამხმარე სახელმძღვანელოს, სამეცნიერო სტატიის და სადოქტორო ნაშრომის ლაურეატები.

შეხვედრა ფაკულტეტის წარმატებულ კურსდამთავრებულებთან: ვლადიმერ წითლაური, გიორგი გახოკია, რეზო აბზიანიძე, ჯავიდ ჯალალოვი, ვანიკო გურული, გაგა გაბაძე

2022 წლის 3 ნოემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი პროექტის „შეხვედრა ფაკულტეტის წარმატებულ კურსდამთავრებულებთან“, ფარგლებში სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტს სტუმრად ეწვივნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს/საგამოძიებო სამმართველოს უფროსი ვლადიმერ წითლაური, ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს/პოლიციის III სამმართველოს უფროსის მოადგილე გიორგი გახოკია, გამომძიებელი რეზო აბზიანიძე, გამომძიებელი ჯავიდ ჯალალოვი, პატრულ-ინსპექტორი ვანიკო გურული და პატრულ-ინსპექტორი გაგა გაბაძე. სტუდენტებს მიესალმნენ და სტუმრები წარუდგინეს ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ და დეკანის მოადგილემ, პროფესორმა ჯემალ გაბელიამ.
ჩვენი ფაკულტეტის წარმატებულმა კურსდამთავრებულებმა სტუდენტებს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება, მისცეს პროფესიული რჩევები და ესაუბრეს „წარმატების ფორმულაზე“.
შეხვედრამ ჩაიარა ინტერაქტიულ რეჟიმში, სტუდენტებმა დაუსვეს არაერთი კითხვა სტუმრებს და მიიღეს ამომწურავი პასუხები.
შეხვედრამ ჩაიარა თბილ და მეგობრულ გარემოში.

პროფესორი ჯემალ გამახარიას საჯარო ლექცია

2022 წლის 3 ნოემბერს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით სტუ-ს 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი 100 საჯარო ლექციის ციკლის ფარგლებში მოწვეული იყვნენ: აფხაზეთის ა/რ ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავჯდომარე, პროფესორი ჯემალ გამახარია, აფხაზეთის ა/რ ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია ”მრგვალი მაგიდა – დიალოგი ერთიანი საქართველოსათვის” თავმჯდომარე ანზორ წოწონავა და აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობასთან ურთიერთობის კოორდინატორი ნანა კვარაცხელია. შეხვედრა გახსნა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ. მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ: პროფესორები ნინო ნიშნიანიძე, ჯემალ გახოკიძე, ჯემალ გაბელია, თამარ კიკნაძე, ჰენრი კუპრაშვილი და ზურაბ კვეტენაძე. მოწვეულმა სტუმრებმა სტუდენტებს გააცნეს კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო გზები, ასევე ისაუბრეს ცნობიერების ამაღლებაზე აფხაზეთის კონფლიქტთან დაკავშირებით. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა დევნილ სტუდენტებზე, რომლებიც სამომავლო პერსპექტივით შეძლებენ მონაწილეობას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მიერ დაგეგმილ სოციალურ და საგანმანათლებლო პროექტებში. შეხვედრის ფარგლებში დაიგეგმა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება.

თემო ჭახნაკიას პოეზიის საღამო

სტუ-ს 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი პროექტის “შეხვდი ფაკულტეტის წარმატებულ 100 კურსდამთავრებულის” ფარგლებში პოეტმა თემო ჭახნაკიამ ჩაატარა პოეზის საღამო. დამსწრე საზოგადოებას გააცნო თავისი შემოქმედება და წარუდგინა ახალი ლექსების კრებული.
ჩვენთვის დიდი პატივია და ვამაყოფთ რომ გვყავს ასეთი კურსდამთავრებული.

განათლების ზოგადი კურსი – ვიქტორ ჯაფარიძის ლექცია

2022 წლის 5 ნოემბერს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის „განათლების ზოგადი კურსის“ ლექციათა ციკლის ფარგლებში სტუდენტებს საჯარო ლექცია წაუკითხა კურსის ლექტორმა, ვიქტორ ჯაფარიძემ.
ლექციის თემა იყო „საოჯახო და მემკვიდრეობითი სამართალი“. ლექტორი ბაკალავრიატის სტუდენტებს ესაუბრა საოჯახო და მემკვიდრეობითი სამართლის აქტუალური პრობლემების შესახებ და სტუდენტებისთვის საინტერესო საკითხებზე.
ლექცია ჩატარდა ინტერაქტიულ რეჟიმში, სტუდენტებმა დასვეს არაერთი კითხვა და მიიღეს ამომწურავი პასუხები.

პროფესორი მირანდა გურგენიძის ინტელექტუალური საკუთრების სამართლის ზოგადი კურსი

2022 წლის 9 ნოემბერს, ინტელექტუალური საკუთრების სამართლის ლაბორატორიის ეგიდით ჩატარდა მორიგი ტრენინგი საპატენტო სამართალში, რომელიც ინტელექტუალური საკუთრების სამართლის ზოგადი კურსით გათვალისწინებული ერთ-ერთი მოდულია.
სტუდენტებს მიეწოდათ ინფორმაცია გამოგონებების სამართლებრივი ბუნების, პატენტუნარიანობის ზოგადად აღიარებული კრიტერიუმების, პატენტით მინიჭებული განსაკუთრებული უფლებების, სავალდებულო ლიცენზიის, საპატენტო ექსპერტიზის, საპატენტო დავათა განხილვისა და სასარგებლო მოდელის, როგორც მცირე გამომოგონების შესახებ.
ტრენინგის მსვლელობისას სტუნდენტები გაეცნენ საპატენტო სამართალში დამკვიდრებულ ძირითად იურიდიული ცნებებს ინგლისურ ენაზე, რაც სამომავლოდ დაეხმარებათ მათ პროფესიული ენის სრულყოფაში.
შეხვედრა წარიმართა დისკუსიის რეჟიმში, სტუდენტების მხრიდან დასმულ იქნა არაერთი საინტერესო კითხვა საპატენტო სამართლის მიმართულებით.
ლექციას უძღვებოდა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ინტელექტუალური საკუთრების სამართლის ლაბორატორიის ხელმძღვანელი მირანდა გურგენიძე.
წარმოდგენილი კურსი გაგრძელდება დეკემბრის ბოლომდე და გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი.

ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის გზამკვლევის პრეზენტაცია

2022 წლის 10 ნოემბერს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ბიბლიოთეკაში ჩატარდა ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის გზამკვლევის პრეზენტაცია. ავტორებმა ზაალ სარაჯიშვილმა და გია გვასალიამ დამსწრე საზოგადოებას გააცნეს გზამკვლევში მოცემული მნიშვნელოვანი საკითხები. პრეზენტაციის შემდგომ ავტორებმა უპასუხეს სტუდენტთა შეკითხვებს ოპერატიული საქმიანობის მნიშვნელოვან ასპექტებზე.
მადლობას ვუხდით ბატონ ზაალს და ბატონ გიას საინტერესო პრეზენტაცია-განხილვისთვის.

პროფესორი ნინო ნიშნიანიძის დაჯილდოება

2022 წლის 11 ნეომბერს სტუ-ში მეცნიერების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, სადაც საპატიო დიპლომით დააჯილდოვეს ფაკულტეტის პროფესორი, სტუ-ს აკადემიური საბჭოს წევრი, ქალბატონი ნინო ნიშნიანიძე. ვულოცავთ ქალბატონ ნინოს საპატიო დიპლომის მიღებას, ის თავისი განვლილი ცხოვრებითა და საქმიანობით ნამდვილად იმსახურებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში სტუდენტების სტუმრობა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტები ასისტენტ ხატია ხერხეულიძის ინიციატივით თბილისის საქალაქო სასამართლოს ესტუმრნენ. ისინი დაესწრნენ ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომას, ხანუმ ჯეირანოვას სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, რაც მათ თეორიული ცოდნის პრაქტიკულად დანახვაში, ხოლო მომავალში მის გამოყენებაში შეუწყობთ ხელს. სასამართლოში ვიზიტი მიზნად ისახავდა სტუდენტების საფუძვლიანი განათლების მიღების მოტივაციის ამაღლებასა და პროფესიული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას.