სტუდენტური ვორქშოფი თემაზე:  „მიგრაციის აქტუალური საკითხები“  

 

2018 წლის 11 მაისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მოწვევით გაეროს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის, მიგრაციის რესურსცენტრის კოორდინატორმა მარიამ თოქმაზიშვილის სტუდენტებისთვის  ჩაატარა ვორქშოფი  თემაზე: “მიგრაციის აქტუალური საკითხები

ვორქშოფში ჩართული იყო სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი თამარ დარჩია, რომელმაც სტუდენტებს პრეზენტაციის სახით წარუდგინა თემა: საერთაშორისო დაცვის ცნება და მექანიზმები, ყურადღება გაამახვილა ლტოლვილის, ჰუმანიტარული, დროებითი დაცვის, დევნილის, მოქალაქეობის არ მქონე პირის სტატუსის განმარტებაზე და ზემოთხსენებული პირების უფლებების დაცვაზე საერთაშორისო დაცვის მექანიზმების გამოყენებით.

გაეროს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის, მიგრაციის რესურსცენტრის კოორდინატორმა მარიამ თოქმაზიშვილმა მიმოიხილა მიგრაციის არსი და სახეები; მიგრაციის ნაკადები და გამოწვევები.

სტუდენტური ვორქშოფი საინტერესო აღმოჩნდა, რადგან სტუდენტმა შეასრულეს ჯგუფური სამუშაოები კონკრეტულ საკითხთან მიმართებაში, კერძოდ, მათ მოახდინეს სიმულაცია საქართველოს მოქალაქეების მიერ საზღვარგარეთ თავშესაფრის მოთხოვნის და უვიზო მიმოსვლისას პრაქტიკულად განხორციელების თვალსაზრისით.

სტუდენტებმა აქტიურად დასვეს შეკითხვები განხილულ საკითხებთან დაკავშირებით და უკანონო მიგრაციასთან დაკავშირებული რისკების და ტრეფიკინგის შემთხვევის შესახებ.

 

გამოიცა სახელმძღვანელო “რიტორიკა-ქრესტომათია”

წიგნი “რიტორიკა-ქრესტომათია”
მომზადდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა
და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის,
საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ
მეცნიერებათა ფაკულტეტის ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი
პროექტის `სამოსამართლო მჭევრმეტყველების~ ფარგლებში.
ავტორები: პროფ. თ. ჯაგოდნიშვილი,
ი. გაბისონია
ივ. ჯაგოდნიშვილი
რედაქტორები: პროფ. ჯ. გახოკიძე
ჯ. გაბელია
ქ. ქოქრაშვილი

Download (PDF, Unknown)

გამოიცა სახელმძღვანელო “ახალი რიტორიკა-საჯარო კამათის ტექნოლოგიები”

წიგნი “ახალი რიტორიკა _ საჯარო კამათის ტექნოლოგიები”
მომზადდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა
და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის,
საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ
მეცნიერებათა ფაკულტეტის ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი
პროექტის `სამოსამართლო მჭევრმეტყველების~ ფარგლებში.
ავტორები: პროფ. თ. ჯაგოდნიშვილი,
ი. გაბისონია
ივ. ჯაგოდნიშვილი
რედაქტორები: პროფ. ჯ. გახოკიძე
ჯ. გაბელია
ქ. ქოქრაშვილი

Download (PDF, Unknown)

სტუდენტური ვორქშოფი თემაზე: “მიგრაციის აქტუალური საკითხები”

2018 წლის 11 მაისს 15:00 საათზე  ზვიად გამსახურდიას აუდიტორიაში ჩატარდება  ვორქშოფი გაეროს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის, მიგრაციის რესურს-ცენტრის კოორდინატორის მარიამ თოქმაზიშვილის მონაწილეობით თემაზე: “მიგრაციის აქტუალური საკითხები”
სასაუბრო თემები:
მიგრაციის არსი და სახეები;
მიგრაციის ნაკადები;
მიგრაციის გამოწვევები;
უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან (ამ თემასთან დაკავშირებით იქნება როლური თამაში, სადაც ერთი მონაწილე იქნება მგზავრი, რომელიც უვიზო რეჟიმის პირობებში მიემგზავრება, ხოლო მეორე მონაწილე კი მესაზღვრე, რომელიც ვალდებულია გააკონტროლოს ყველა შემომსვლელი);
ჯგუფური სამუშაო სადაც სტუდენტები განიხილავენ საქართველოს მოქალაქეების მიერ საზღვარგარეთ თავშესაფრის მოთხოვნის საფუძვლიანობას/უსაფუძვლობას;
უკანონო მიგრაციასთან დაკავშირებული რისკები;
ტრეფიკინგის შემთხვევის განხილვა.
ასევე, სტუ-ს ასისტენტ-პროფესორი თამარ დარჩია გააკეთებს პრეზენტაციას თემაზე:
“საერთაშორისო დაცვის ცნება და მექანიზმები”
— ლტოლვილის, ჰუმანიტარული, დროებითი დაცვის, დევნილის, მოქალაქეობის არ მქონე პირის სტატუსის განმარტება;
—ზემოთხსენებული პირების უფლებების დაცვა საერთაშორისო დაცვის მექანიზმების გამოყენებით.
დასწრება თავისუფალი

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის დავით ზალკალიანის ვიზიტი სტუ-ში

 

2018 წლის 10 მაისს  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მოწვევით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი შეხვდა სტუდენტებსა და პროფესორმასწავლებლებს.

ღონისძიება გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოს არჩილ ფრანგიშვილმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა სტუმარს მობრძანებისთვის და  ხაზი გაუსვა მსგავსი სახის ღონისძიებების მნიშვნელობას. შეხვედრას ესწრებოდნენ სტუ-ს სპიკერი, პროფესორი ჯემალ გახოკიძე, სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია, პროფესორი ნესტან კირთაძე, პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი იგორ კვესელავა, პროფესორი რევაზ მიშველაძე, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.

სტუმარს მიესალმა სტუ-ს სპიკერი პროფესორი ჯემალ გახოკიძე, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას გააცნო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამეცნიერო-კვლევითი პროექტები და ყურადღება გაამახვილა მათ შედეგებზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას მოწვევისათვის.  მოხსენებისას თემაზ: „ევროპა-საქართველოს ურთიერთობები“ ყურადღებაა გაამახვილა საგარეო ურთიერთობების პრიორიტეტებზე, კონფლიქტის დარეგულირების საკითხებზე,  გლობალურ გეოპოლიტიკურ ცვლილებებზე. ხაზი  გაუსვა ევროარტლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასა და დეოკუპაციას. ასევე, საქართველოს ევროპეიზაციის პროცესთან დაკავშირებულ ზოგიერთ ასპექტზე გაამახვილა ყურადღება.

როგორც მან აღნიშნა „მნიშვნელოვანია საზოგადოების ერთიანი სურვილი ევროპასთან ინტეგრაციისთვის და აღნიშნულ პროცესში ძალზედ აუცილებლად მიაჩნია ახლაგაზრდებისა და საგანმანათლებლო სივრციდან პირების ჩართვა“.

მინისტრის პირველ მოადგილესთან დისკუსიაში ჩაერთო სტუ-ს რექტორი, აკადემიკოსი არჩილ ფრანგიშვილი და მსოფლიოს პროცესების  საქართველოზე გავლენაზე გაამახვილეს ყურადღება.

ხანგრძლივი მოხსენების შემდგომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა არაერთი მნიშვნელოვანი შეკითხვა დაუსვეს, რაზეც მოისმინეს ამომწურავი პასუხები.

 

ტრენერთა სკოლის  პირველი  დღე

 2018 წლის 8 მაისს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობებისა  და საინჟინრო ეკონომიკის მედიატექნოლოგიებისა და სოც. მეცნიერებების ფაკულტეტების მიერ ორგანიზებული ტრენერთა სკოლა დაიწყო.

ტრენერთა სკოლის შესარჩევ კონკურსში ორივე ფაკულტეტის სტუდენტები მონაწილეობდნენ და შეირჩა 40 საუკეთესო სტუდენტი, რომლებიც სამი თვის მანძილზე ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი პირებისგან მოისმენენ ინფორმაციას ევროკავშირისა და ნატოს შესახებ.

ტრეინინგები ჩატარდება ყოველკვირეულად და მომხსენებლები სტუდენტებს დაატრენინგებენ  აქტუალურ საკითხებზე.

პირველი ტრენინგი ჩაატარა ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ნინო ბოლქვაძემ და საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრის მკვლევარმა  გიორგი ღვედაშვილმა.

ტრეინინგი წარიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში და სამომავლო ტრენინგისთვის დავალება მიიღო.

 

 

საქართველოს პარლამენტის წევრთა ვიზიტი ფაკულტეტზე

2018 წლის 7 მაისს ევროპის დღესთან დაკავშირებით სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა საქართველოს პარლამენტის  წევრებთან თამარ ხულორდავასთან, ნინო წილოსანთან და დიმიტრი ცქიტიშვილთან. დისკუსია წარიმართა თემაზე: ,,ევროპისა და საქართველოს ურთიერთობები XXI   საუკუნეში

შეხვედრა გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა ლევან კლიმიაშვილმა, რომელმაც სტუმრებს მადლობა გადაუხადა მობრძანებისთვის და დამსწრე საზოგადოებას გააცნო დღის წესრიგი.

პარლამენტარებს მიესალმა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია, რომელმაც გამოხატა მზადყოფნა   საქართველოს პარლამენტთან აქტიური თანამშრომლობის.

პირველმა მომხსენებელმა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავამ  თავდაპირველად ხაზი გაუსვა ევროპის დღის  მიძღვნილ მსგავსი შეხვედრების აუცილებლობას. მიმოხილა საქართველოს როლი ევროინტეგრაციის გზაზე, შეეხო გამოწვევებსა და უკევ მიღწეულ წარმატებებს ამ კუთხით.

ზემოაღნიშნული კომიტეტის წევრმა ნინო წილოსანმა ისაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ ეკონომიკურ ჭრილში და დეტალურად ისაუბრა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების უპირატესობებსა და შესაძლებლობებზე.

პარლამენტარმა დიმიტრი ცქიტიშვილმა მიმოიხილა უშუალოდ საქართველოსა და ევროკაშვირის ურთიერთობები, შეეხო ორმხრივ დიპლომატიას და ამ კუთხით წარმოადგინა რამდენიმე რეკომენდაცია.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, პარლამენტარებმა აქტიურად უპასუხეს სტუდენტების შეკითხვებს და გამოითქვა მზაობა მეცნიერული თვალსაზრისით უნივერსიტეტთან თანამშრომლობისათვის.

პროექტის „საინჟინრო სამართლის“ ფარგლებში პროფესორების ვიზიტი ავსტრალიაში

 

2018 წლის 21 აპრილიდან 5 მაისამდე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევითი პროექტის „საინჟინრო სამართლის“ კვლევითი ჯგუფის წევრები სამეცნიერო მივლინებით ავსტრალიაში იმყოფებოდნენ.

აღნიშნული ვიზიტი მიზნად ემსახურებოდა სასწავლო პროგრამის „საინჟინრო სამართლის“ ავსტრალიის უნივერსიტეტების მაგალითზე შესწავლას.  ავსტრალიის სამხრეთ უელსის, სიდნეის, სვინბარნის და სხვა უნივერსიტეტს უკვე მრავალი წელია დანერგილი აქვს მსგავსი სასწავლო მოდული და ისინი წარმატებით უძღვებიან პროფესიით ინჟინერიურისტის აღზრდის საქმეს.

გამოცდილების გაზიარების მიზნით საინჟინრო სამართლის პროექტის ხელმძღვანელი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი,  პროფესორი ირაკლი გაბისონია პროექტის წევრებთან: გიორგი გორაძე, ვახტანგ ჟვანია და მალხაზ ჩიტაისთან ერთად იმყოფებოდა არაერთ მნიშვნელოვან შეხვედრაზე. მათ შორის:

ახალი სამხრეთ უელსის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელთან, პროფესორ ლუკას ლიქსინსკისთან გაიმართა შეხვედრა, რომელსაც  ესწრებოდნენ ავსტრალიაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები,

სიდნეის ტექნოლიგიური უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანის მოადგილესთან – მაქსინე ევერსთან და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის დირექტორთან, პროფესორ – გრასე ლიისთან შედგა საინტერესო შეხვედრა

მელბურნის სვინბარნის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანთან – დინ ჰანტერთან, საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახურის ხელმძღვანელთან, პროფესორ – სტროან რობერტსონთან და ამავე სკოლის სამაგისტრო და საბაკალავრო პროგრამების ხელმძღვანელთან, პროფესორთან – ჯონათან ლიჯებლანდთან გაიმართა ხანგრძლივი და ნაყოფიერი შეხვედრა.

ვიზიტისას პროექტის მონაწილეებმა დაათვალიერის ავტრალიის ვიქტორია შტატის უზენაესი სასამართლო და მელბურნის უძველესი ციხე.

ვიზიტის შესახებ პროფესორების მიერ მომზადდება ვრცელი ანგარიში, რომელშიც დეტალურად იქნება გაწერილი  ვიზიტის შედეგები.

 

 

საიას თავმჯდომარის სულხან სალაძეს საჯარო ლექცია

2018 წლის 7 მაისს აქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  ცენტრალურ ბიბლიოთეკაში  საქართველოს ახლაგაზრდა  იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე  სულხან სალაძეჩაატარ საჯარო ლექცია თემაზე:  „საზოგადოებრივი მაუწყებლების სამართლებრივ რეგულაციები“

შეხვედრა გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ, რომელმაც მადლობა გადაუხადა სტუმარს მობრძანებისთვის  და საჩუქრად გადასცა ფაკულტეტის კვლევითი საქმიანობის შედეგად გამოცემული სახელმძღვანელოები.

საქართველოს ახალგაზრდა  იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ სულხან სალაძე სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების წინაშე წარსდგა პრეზენტაციით თემაზე: „საზოგადოებრივი მაუწყებლობის სამართლებრივი რეგულაციები“. მომხსენებლმა ისაუბრა საზოგადოებრივი მაუწყებლის სტანდარტებზე, გამოწვევებსა და რეფორმებზე. კრიტიკულად შეაფასა მიმდინარე მოვლენები და გაიხსენა დადებითი ასპექტებიც საზოგადოებრივ მაუწყებლობის ისტორიიდან.

სტუმარმა აქტიურად უპასუხა სტუდენტების შეკითხვებს და მადლობა გადაუხადა მათ ასეთი დაინტერესებისთვის.

შეხვედრა შეაჯამა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ, რომელმაც საიას თავმჯდომარე სულხან სალაძესთან მიმოიხილა სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობა.