საიას თავმჯდომარის სულხან სალაძის საჯარო ლექცია

2018 წლის 7 მაისს 12:00 საათზე  სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთერთობების ფაკულტეტის მოწვევით სტუ-ს ცენტრალურ ბიბლიოთეკაში  საქართველოს ახლაგაზრდა  იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე  სულხან სალაძე ჩაატარებს საჯარო ლექციას “საზოგადოებრივი მაუწყებლების სამართლებრივ  რეგულაციებთან დაკავშირებით”.

პირველი კურსის სტუდენტი ლია ღვინჯილია

გთავაზობთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ახალ რუბრიკას „გაიცანი სტუ-დენტი“, რომელიც საშუალებას მოგცემთ გაიცნოთ ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტები, რომლებიც გამორჩეულნი არიან მაღალი აკადემიური მოსწრებითა და საზოგადოებრივი საქმიანობით.

ამჟამად წარმოგიდგენთ,    სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტს ლია ღვინჯილიას.

  1. მოგესალმებით, მოგვიყევით თქვენს შესახებ

გამარჯობა, ნება მომეცით წარმოგიდგინოთ ჩემი პიროვნება. მე ვარ  ლია ღვინჯილია. დავიბადე 1999 წლის 27 სექტემბერს რუსეთში, სადაც დავამთავრე გიმნაზია  წარჩინებით,  გამოვირჩეოდი განსაკუთრებული წარმატებებით სხვადასხვა სფეროში. სასკოლო, მუნიციპალურ, სამხარეო და სრულიად რუსეთის სხვადასხვა ოლიპიადებსა და კონკურსებში, მაქვს უამრავი ჯილდოები მოპოვებული.  ასევე, წარჩინებით დავამთავრე საბავშვო მუსიკალური სკოლა ფორტეპიანოს კლასით. ძალიან მიყვარს უცხო ენები, სრულყოფილად ვფლობ რუსულ ენას, ვსწავლობ ჩინურს, შემიძლია ვიპალარაკო ქართულ და ინგლისურ ენებზე. ამჟამად ვარ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების რუსულენოვანი პროგრამის პირველი კურსის სტუდენტი. 

  1. როგორი იყო თქვენი ბაკალავრობის პერიოდი, გვიამბეთ სტუდენტური ცხოვრების შესახებ?

მოცემულ მომენტში ბაკალავრიატის პერიოდი შეადგენს არასრულ სასწავლო წელს, როგორც გითხარით ახლა ვარ პირველ კურსზე. ამ პერიოდში გავეცანი უნივერსიტეტის აქტიურ ცხოვრებას და მთლიანად ჩავერთე ამ პროცესებში. მცირე დროში გავაანალიზე რომ თუ სტუდენტი მოინდომებს ამ უნივერსიტეტში მიაღწევს ძალიან დიდ წარმატებებს თუკი მოინდომებს და იშრომებს.

3. რა როლი შეასრულა ფაკულტეტმა თქვენს განვითარებაში?

 სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი თამაშობს ერთ-ერთ მნიშვნელოვა როლს ჩემს, როგორც სტუდენტის განვითარებაში. სწორედ აქ ვღებულობ ცოდნას, რომელსაც მომავალში გამოვიყენებ პრაქტიკულ საქმიანობასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში.

  1. ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება რომელსაც გამოყოფდით?

ვფიქრობ, რომ ამ მომენტისათვის მე უკვე მივიღე მონაწილეობა მრავალ მნიშვნელოვან ღონისძიებებსა და შეხვედრებში. ერთერთი ასეთი შეხვედრა იყო ჩინეთის საზოგადოებრივ მეცნიერებათა აკადემიის დელეგაციასთან. ვთვლი, რომ ეს ჩემი პირველი ნაბიჯებია. დარწმუნებული ვარ ჩემს სასწავლო პრაქტიკაში კიდევ ბევრჯერ მომეცემა შესაძლებლობა არაერთხელ მივიღო მონაწილეობა  ასეთ მნიშვნელოვან საზოგადოებრივ ღონისძიებებში.

  1. რატომ აირჩიეთ სტუ?

ჩემი არჩევანი შეჩერდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის რუსულენოვან პროგრამაზე, რადგან ვიცი, რომ ეს არის ერთადერთი სახელმწიფო უნივერისტეტი საქართველოში, რომელმაც არც თუ ისე დიდი ხნის წინ მისცა შესაძლებლობა ქართველ და უცხოელ სტუდენტებს შეესწავლათ მოცემული სპეციალობა რუსულ ენაზე.

 6. ყველაფერს აქვს უარყოფითი და დადებით მხარე, რა არის ის, რაც არ მოგწონთ ფაკულტეტზე? რის შეცვლას ისურვებდით?

  ჩემი დმაოკიდებულება სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მიმართ სასვსებით დადებითია. საყურადღებოა ის, რომ როგორც უკვე აღვნიშნე, ფაკულტეტზე არის რუსული სექტორზე სწორედ ეს ნიუანსი აძლევს საშუალებას სტუდენტებს როგორიც მე ვარ, შექმნილ სიტუაციაში დაუბრუნდეს თავის ისტორიულ სამშობლოს და დაეუფლოს არა მარტო სპეციალობას, არამედ სრულყოფილად შეისწავლოს ქართული ენაც. პირადად ჩემი ოჯახი იძულებული გახდა დაეტოვებინა საქართველოს ტერიტორია აფხაზეთის კონფლიქტის გამო. ვიმედოვნებ რომ ჩვენი ფაკულტეტი ხელს შეუწყობს სტუდენტებს, გახდნენ მაღალკვალიფიცური სპეციალისტები თავიანთ შემეცნებით სფეროში.

12.მოგვიყევით, იმ შესაძლებლობებზე რომელსაც  ფაკულტეტი აძლევს სტუდენტებს

პირველ რიგში ფაკულტეტი გვაძლევს განათლებისა და ასევე სხვადასხვა კონფერენციების, შეხვედრების და ღონისძიებებში მონაწიელობის შესაძლებლობას. ასევე, ეს არის ურთიერთობების ჩამოყალიბების არაჩვეულებრივი შესაძლებლობა.

  1. რას ეტყოდით, ფაკულტეტის ადმინისტრაციას, კერძოდ კი დეკანს, პროფესორ ირაკლი გაბისონიას?

მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო ფაკულტეტის ადმინისტრაციას და მთელ კოლექტივს ყოველდღიური შრომისა და მცდელობისათვის,  მე ჩამომიყალიბდა საუკეთესო ურთიერთობა ფაკულტეტის ლექტორებთან და პედაგოგებთან, ადმინისტრაციასთან და ფაკულტეტის დეკანთან ბატონ ირაკლი გაბისონიასთან.

  1. რითი ხართ დაკავებული?

ამ მომენტისათვის მთელი ჩემი ძალები მიმართულია იმისათვის, რათა მაქსიმალურად შევივსო ჩემი ცოდნის დონე. გარდა ამისა, ყოველდღიურად ვესწრები  ლექციებს და შემდეგ კი ჩინური ენის კურსებს.

გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის  ლელა ბაქრაძეს საჯარო ლექცია

 

2018 წლის 4 მაისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საჯარო სამართლის ლაბორატორიაში ფაკულტეტის მოწვევით გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელ ლელა ბაქრაძე შეხვდა სტუდენტებს, პროფესორმასწავლებლებს და ჩაატარსაჯარო ლექცია თემაზე ,,გენდერული თანასწორობის ზოგიერთი ასპექტი საქართველოში

შეხვედრა გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების კურატორმა, პროფესორმა მაია ყიფიანმა,რომელმაც მადლობა გადაუხადა სტუმარს მობრძანებისთვის და სტუდენტებს საინტერესო შეხვედრა უსურვა.

გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლელა ბაქრაძემ ისაუბრა ადრეულ ასაკში ბავშვობაში ქორწინების საზიანო პრაქტიკაზე საქართველოში,  მიმოიხილა ადრეულ ასაკში ქორწინების გავრცელების მასშტაბები და ადრეულ/ბავშვობის ასაკში  ქორწინების გამომწვევი ფაქტორები. სტუდენტებს გააცნო რეკომენდაციები და მოისმინა მათი მოსაზრებები.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, სტუდენტებმა დასვეს მათთვის საინტერესო შეკითხვები.

ლექცია შეაჯამა  სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების კურატორმა, პროფესორმა მაია ყიფიანმა, მადლობა გადაუხადა სტუმარს ასეთი საინტერესო ლექციისთვის და სამომავლო შეხვედრების დაგეგმეს.

საჯარო ლექცია თემაზე: „რუსეთ-ამერიკის პოლიტიკური ბრძოლა საერთაშორისო არენაზე“

2018 წლის 2 მაისს სტუ-ს საჯარო სამართლის ლაბორატორიაში რომის ლინქ-ქამფუს უნივერსიტეტის პროფესორმა გაბრიელ ნატალიციამ და რომის ლა საპიენსას უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების დოქტორმა ნენო გაბელიამ  ჩაატარეს საჯარო ლექცია თემაზე:  „რუსეთ-ამერიკის პოლიტიკური ბრძოლა საერთაშორისო არენაზე“.

რომის ლინქ-ქამფუს უნივერსიტეტის პროფესორი გაბრიელ ნატალიცია ჩაერთო სკაიპის საშუალებით, რომელმაც სტუდენტებს გააცნო მსოფლიოს აქტუალური პოლიტიკური საკითხები, კერძოდ, რუსეთისა და ამერიკის ურთიერთობების შესახებ.

პროფესორ გაბრიელ ნატალიზიას მოხსენების შემდგომ რომის ლა საპიენსას უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების დოქტორმა ნენო გაბელიამ სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან დისკუსია გამართა.  დისკუსიისას შეეხნენ ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა: გაყინული კონფლიქტები,  ქართულ-რუსული ურთიერთობები, საქართველოს ინტერესები, ბრიტანეთისა და ევროკაშირის საკითხი, ამერიკისა და რუსეთის ბრძოლას საერთაშორისო არენაზე.

იმიტირებული პროცესები ჩვენი სტუდენტების მენტორობით

არასამთავრობო ორგანიზაციამ „პირველი თანასწორთა შორის“ გამართა იმიტირებული პროცესების ჩემპიონატი სკოლის მოსწავლეებისათვის, სადაც მონაწილეობა მიიღო თბილისის სხვადასხვა სკოლების მოსწავლეებმა.  კონკრეტული სკოლების მენტორები სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები იყვნენ, მათ შორის, აქტიურად ჩაერთვნენ აღნიშნულ პროცესში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტები, ნახევარფინალში და  ფინალში გადავიდნენ ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტები. ფინალში ერთმანეთს შეხვდნენ 161-ე საჯარო სკოლის მენტორი, სამართლის სპეციალობის მეოთხე კურსის სტუდენტი ლია ნახუცრიშვილი და 115-ე საჯარო სკოლის მენტორი სამართლის სპეციალობის მესამე კურსის სტუდენტი  ანა ტაკაშვილი.

ფინალი მიმდინარეობდა საკმაოდ დაძაბულად, ჯანსაღი კონკურენციის ფარგლებში. საბოლოო შედეგით გაიმარჯვა 161-ე  საჯარო სკოლამ ლია ნახუცრიშვილის მენტორობით.

გამარჯვებული გუნდებისა და მენტორების დაჯილდოვება გაიმართება 13 მაისს.

„ორატორული ხელოვნებისა და საჯარო გამოსვლების სკოლა 2018″

ახალგაზრდა იურისტთა კლუბი სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო  ურთიერთობის ფაკულტეტის მხარდაჭერით იწყებს ახალ ინოვაციურ პროექტს „ორატორული ხელოვნებისა და საჯარო გამოსვლების სკოლა 2018“, რომელიც საშუალებას მისცემს სტუდენტებს განავითარონ სპიკერის უნარ-ჩვევები, დაეუფლონ საჯარო გამოსვლების ხელოვნებას, აუდიტორიასთან მუშაობას, შეისწავლონ და წარმოაჩინონ მათთვის საინტერესო საკიტხები და გაუზიარონ თავიანთი ხედვა მათ კოლეგა სტუდენტებს .

პროექტი მიმდინარობს 3 კვირის განმავლობაში. პროექტის ფარგლებში გამოცდილი ტრენერები და გუნდების ხემძღვანელები იზრუნებენ პროექტის აკადემიური მხარისა და მონაწილეებში სპიკერის უნარ -ჩვევების განვითარებაზე

რეგისტრაცია იწარმოებს 2-5 მაისს შემდეგ ლინკზე: https://docs.google.com/forms/d/1KudNk6_zsPMHBCOYEYVcs7pNsV8BepBbmla726CpZJk/viewform?edit_requested=true

შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილესთან დავით ზალკალიანთან

2018 წლის 10 მაისს 12:00საათზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  ადმინისტრაციული კორპუსის  ნიკოლაძის დარბაზში სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მოწვევით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი შეხვდება სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს.

დასწრება თავისუფალია

პირველი კურსის სტუდენტი სანდრო გოძიაშვილი

გთავაზობთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ახალ რუბრიკას „გაიცანი სტუ-დენტი“, რომელიც საშუალებას მოგცემთ გაიცნოთ ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტები, რომლებიც გამორჩეულნი არიან მაღალი აკადემიური მოსწრებითა და საზოგადოებრივი საქმიანობით.

ამჟამად წარმოგიდგენთ,    სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პირველკურსელ სტუდენტს სანდრო გოძიაშვილს

  1. მოგესალმებით, მოგვიყევით თქვენს შესახებ?

მოგესალმებით, მე გახლავართ სანდრო გოძიაშვილი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების  ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი. სამართალი, ეს არის ის, რაც თითოეულ ჩვენგანშია, რაც გვამოძრავებს/გონების შიგნითაა მოთავსებული. მე ბავშვობიდან ღრმად დაინტერესებული ვიყავი/ვარ სამართლის ინტერპრეტაციით. 

  1. გვიამბეთ თქვენი სტუდენტური ცხოვრების შესახებ?

სტუდენტური ცხოვრება არის საშუალება/შესაძლებლობა აზროვნების გაფართოების, განვითარებისა და გაუმჯობესების, ვინაიდან უამრავი სტუდენტია, რომელთა შეხედულებები რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისაგან, რაც ურთიერთგანსხვავებული აზრების დამკვიდრებას ეხმიანება. ეს ყველაფერი კი აუცილებელია პროგრესისათვის, შედეგზე ორიენტირებულობისათვის, თავისუფლებისათვის.

  1. არაერთი პრაქტიკა გაგივლიათ და ამის შესახებ რა გვეტყვით?

რა თქმა უნდა ნებისმიერ თეორიულ საკითხს უნდა მოყვეს პრაქტიკაში განხორციელება/გადმოტანა, რადგან სწორედ პრაქტიკაა მოძრაობა წინსვლისაკენ. სამთავრობო პირები, წარმომადგენლობითი ორგანოს სუბიექტები, სამართალწარმოების პირები, ესენი არიან ადამიანები, რომლებთანაც მე აქტიურ კონტაქტს/ურთიერთობას ვაწარმოებ და რაღა თქმა უნდა ეს ყველაფერი არის შედეგის აღმოცენებისაკენ მიმართული. 

  1. რა როლი შეასრულა ფაკულტეტმა თქვენს განვითარებაში?

ფაკულტეტმა დიდი როლი ითამაშა ჩემს განვითარებაში, კონკრეტულად განათლების კუთხით, ასევე პიროვნული განვითარების მხრივ. პროფესორ-მასწავლებლები მაქსიმალურად იხარჯებიან, რათა სწავლის პროცესი გახდეს მრავლისმომცველი და ძალიან საინტერესო. 

  1. ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება რომელსაც გამოყოფდით?

ჩემი თვალსაზრისით, უამრავი შესანიშნავი ღონისძიებები/პროექტები განხორციელდა და მომავალშიც განაგრძობს განხორციელებას. რთულია გამოყო, გამოაცალკევო თითოეული მათგანი ერთმანეთისაგან, თუმცა რადგან თქვენი კითხვა ასეთია, გამოვყოფ პროექტს: “შეხვდი დამსაქმებელს.

  1. რატომ აირჩიეთ სტუ,

სანამ უშუალოდ კითხვაზე გიპასუხებთ, მოდი განვმარტოთ სიტყვა “უნივერსიტეტის” მნიშვნელობა. ეს არის დაწესებულება, შენობა, რომელიც მრავალი იდეებითაა თავმოყრილი, შესაბამისად, პასუხიც მაგ მიმართულებითაა. სადაც ვხედავთ შენების ნიშნებს, იქითკენ მიგვიწევს გული.

 7. როგორც ვიცით, ერთი წელზე მეტი შესრულდა, რაც შეიქმნა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, როგორია თქვენი დამოკიდებულება აღნიშნულთან დაკავშირებით?

ჩემი დამოკიდებულება საკმაოდ დადებითია, რადგან ფაკულტეტის დეკანი ბატონი ირაკლი გაბისონია აქტიურად მუშაობს პროგრესისათვის და ჩვენ ვხედავთ, ამ პიროვნების დაუღალავმა შრომამ რამხელა შედეგი გამოიღო.

  1. ყველაფერს აქვს უარყოფითი და დადებით მხარე, რა არის ის, რაც არ მოგწონთ ფაკულტეტზე? რის შეცვლას ისურვებდით?

რაც შეეხება მოწონება-არ მოწონებას, ვფიქრობ, კომპლექსური თემაა, ვინაიდან უამრავი იდეა არსებობს, რომელთა რეალიზაცია დაკავშირებულია ფინანსურ სახსრებთან. ჩინური ენის კურსები უნივერსიტეტში არის ერთ-ერთი მასშტაბური პროექტი, რომელიც უდიდეს სარგებელს მოგვიტანს მომავლში. ეს პროექტი ჩემს ძალიან დიდ სიმპატიას იმსახურებს.,მე თავად ვარ სტუდენტური ჩინური კლუბის პრეზიდენტი.  ფაკულტეტის დაფინანსებით უკვე 4 თვეა ვსწავლობ ჩინურს და ეს ძალიან საინტერესოა . ასევე დავამატებდი სხვადასხვა აუცილებელია სხვა ენების უნივერსიტეტში სწავლება, იმიტომ, რომ ენის ფუნქციისა და აგებულების არსი ყველამ უნდა იცოდეს, მეტსაც გეტყვით, ენაა კომუნიკაციის მთავარი ძალაა.

9. რას ეტყოდით, ფაკულტეტის ადმინისტრაციას, კერძოდ კი დეკანს, პროფესორ ირაკლი გაბისონიას?

საერთოდ არ მიმაჩნია მართებულად სუბიექტების შეფასება, მაგრამ აუცილებლად უნდა ავღნიშნო ბატონი ირაკლის პროფესიონალიზმი, ვინაიდან, მან კარგად იცის, თუ როგორ ეძებოს ოპტიმალური ხერხები, რათა დადოს შედეგი. უნივერსიტეტის გაძლიერებაში ასევე ჩართულნი არიან სხვა პროფესორები, რომლებსაც დიდ მადლობას ვუხდი

 10. რითი ხართ დაკავებული?

ჩემთვის, ყოველი დღე, ყოველი წამი დაკავებულია. მე მიმაჩნია, რომ ყველაზე დიდი ბუნებრივი რესურსი, რომელიც ჩვენ გვზღუდავს არის დრო. ამიტომ თითოეული წამი გათვლილად უნდა გამოვიყენოთ, რათა დავტკბეთ, შევისწავლოთ სამყაროში დამკვიდრებული ობიექტები, უფრო მოვლენებს ვუწოდებ. ზუსტად ამისთვის ღირს სიცოცხლე, რომ შევეცადოთ სამყაროს არსის ამოხსნა. აქტიორად ვმონაწილეობ სხვადასხვა ღონისძიებებში. მოკლედ რომ ვთქვა, ძალიან გადატვირთული გრაფიკი მაქვს.

 11. რას ურჩევთ პირველკურსელებს?

არამხოლოდ პირველკურსელებს, არამედ თითოეულ სტუდენტს ვუსურვებ წარმატებას, ვურჩევ მიზანდასახულობასა და მიზანმიმართულებას მის სფეროში. სწავლითა და მუდმივი ბრძოლით თქვენ შეძლებთ მწვერვალებზე ასვლას.

 

 

პირველი კურსის სტუდენტი ამილ გუსეინოვი

გთავაზობთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ახალ რუბრიკას „გაიცანი სტუ-დენტი“, რომელიც საშუალებას მოგცემთ გაიცნოთ ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტები, რომლებიც გამორჩეულნი არიან მაღალი აკადემიური მოსწრებითა და საზოგადოებრივი საქმიანობით.

ამჟამად წარმოგიდგენთ,    სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტს ამილ გუსეინოვს

  1. მოგესალმებით, მოგვიყევით თქვენს შესახებ?

მოგესალმებით და მადლობას გიხდით რომ ვარ თქვენი რუბრიკის სტუმარი. მე გახლავართ ამილ გუსეინოვი სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი.

  1. გვიამბეთ სკოლის წლების შესახებ?

2005 წელს დავიწყე ჩემი სასკოლო მოღვაწეობა. პირველივე დღიდან ვიყავი აქტიური სტუდენტი. მინდა გითხრათ რომ სკოლა იყო ჩემთვის არამხოლოდ განათლების მიღების დაწესებულება არამედ, პიროვნული ზრდისა და განვითარების საწყისი. მოსწავლეობის პერიოდი მქონდა ძალიან დატვირთული, რადგან ვიღებდი სხვადასხვა სასკოლო პროექტებში მონაწილეობას და შევიძინე საკმაოდ დიდი გამოცდილება, ასევე შემთხვევით ვისარგებლებ და დიდ მადლობას გადავუხდი ჩემს დამრიგებელს ქალბატონ ლეილა ქარსელაძეს, რომელსაც ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი ჩემს წარმატების მიღწევაში.

  1. რატომ მიიღეთ გადაწყვეტილება გამხდარიყავით სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტი?

პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ სტუ არის უძველესი ტრადიციების მქონე უნივერსიტეტი, ჩემი ოცნება ავიხდინე და ჩავირიცხე სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე, ძალიან ხშირად მესმოდა ტექნიკური უნივერსიტეტის  სამართლის სკოლის შესახებ, რომელიც სწრაფი ტემპით ვითარდებოდა და იძლეოდა სამართლის განხრით განათლებისა და განვითარების საკმაოდ კარგ საშუალებას, ასევე ჩემი აქ ჩაბარების ერთ-ერთი მიზეზიც ის იყო რომ ფაკულტეტს ჰქონდა კრიმინალისტიკის ლაბორატორია, რამაც ჩემზე დადებითად იმოქმედა.

  1. რას გვეტყვით ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის შესახებ?

რაც შეეხება აკადემიურ პერსონალს ნამდვილად მოლოდინს გადააჭარბა, პროფესიონალებით სავსე გუნდი და მეგობრული გარემო,ასევე რომლებიც გამოირჩევიან კვალიფიკაციით და სტუდენტებთან მეგობრული მიდგომით, ისინი  ნამდვილად იციან თუ როგორ აღზარდონ კვალიფიციური  და კონკურენტუნარიანი იურისტი

  1. ყველაფერს აქვს უარყოფითი და დადებითი მხარე, რა არის ის, რაც არ მოგწონთ ფაკულტეტზე?

გამომდინარე იქიდან რომ სულ 6 თვეა სტუ-ს სტუდენტი მქვია უარყოფითი მხარის დანახვა ცოტა რთულია, მაგრამ მაინც შევცვლიდი სასწავლო ცხრილებს. ვისურვებდი ლექციებისა და სემინარებს შორის არსებულ ფანჯრების არარსებობას.

6. მოგვიყევით იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც ფაკულტეტი აძლევს სტუდენტებს?

ფაკულტეტი აძლევს ძალიან დიდ შესაძლებლობებს სტუდენტებს როგორც სამეცნიერო კონფერენციებით, გაცვლითი პროგრამებით, საზაფხულო სკოლებით, სასტაჟიორო პროგრამებით და ასევე უამრავი სხვა პროექტებითა თუ ღონისძიებებით, ჩემთვის ძალიან დიდი პატივია რომ ვარ ამ დიდი ოჯახის წევრი. ფაკულტეტი ასევე დიდ შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს რომ მომავალში გახდნენ კვალიფიციური და კონკურენტუნარიანი კადრი შრომის ბაზარზე.

  1. რას იტყოდით ფაკულტეტის ადმინისტრაციას, კერძოდ კი დეკანს, პროფესორ ირაკლი გაბისონიას?

 ბატონი ირაკლი არის პიროვნება რომელიც არის კომუნიკაბელური, მეგობრული და სტუდენტების განვითარებაზე ორიენტირებული, ვამაყობ რომ მყავს ისეთი დეკანი, როგორიც არის ბატონი ირაკლი. ასევე დიდ მადლობას გადავუხდიდი ბატონ ჯემალ გაბელიას, რომელიც არის ძალიან მეგობრული, თბილი და სტუდენტების განვითარებაზე ორიენტირებული პიროვნება.

 6.დაბოლოს, რას ურჩევ შენს კურსელებს?

 პირველ რიგში მოვუწოდებდი ჩემს თანაკურსელებს რომ უფრო მეტი იშრომონ და მიიღონ მონაწილეობა ფაკულტეტის მიერ ჩატარებული ღონისძიებებსა თუ პროექტებში, ვიტყვი იმას, რომ არ გამოტოვონ არცერთი შესაძლებლობა, რომელსაც მათ ნამდვილად ანიჭებს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთოებების ფაკულტეტი, იყავით მოტივირებულები, მიზანმიმართულები და იფიქრეთ იმაზე რომ მომავალში, როგორ ჩამოყალიბდეთ კვალიფიციური და კონკურენტუნარიანი იურისტი.

 

 

საჯარო ლექცია თემაზე: „რუსეთ-ამერიკის პოლიტიკური ბრძოლა საერთაშორისო არენაზე“

2018 წლის 2 მაისს 11:00 საათზე სტუ-ს საჯარო სამართლის ლაბორატორიაში რომის ლინქ-ქამფუს უნივერსიტეტის პროფესორი გაბრიელ ნატალიზია  და რომის ლა საპიენსას უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების დოქტორი ნენო გაბელია  ჩაატარებენ საჯარო ლექციას თემაზე:  „რუსეთ-ამერიკის პოლიტიკური ბრძოლა საერთაშორისო არენაზე“.

დასწრება თავისუფალია