დისკუსია პარლამენტარებთან თემაზე: ,,ევროპისა და საქართველოს ურთიერთობები XXI საუკუნეში“

2018 წლის 7 მაისს 18:00 საათზე სტუ-ს ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ევროპის დღესთან დაკავშირებით სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართება შეხვედრა საქართველოს პარლამენტის  წევრებთან. დისკუსია წარიმართება თემაზე: ,,ევროპისა და საქართველოს ურთიერთობები XXI  საუკუნეში“.

იტალიის ელჩის ანტონიო ენრიკო ბარტოლის შეხვედრა სტუდენტებთან

2018 წლის 26 აპრილს  სტუ-ს ცენტრალურ ბიბლიოთეკაში სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის  მოწვევით  იტალიის ელჩი საქართველოში  ანტონიო ენრიკო ბარტოლი შეხვდა სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს და ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე: „საქართველო-იტალიის ურთიერთობები“

შეხვედრა გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა ლევან კლიმიაშვილმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა ელჩს მობრძანებისთვის და მცირედი საჩუქრები გადასცა უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის სახელით.

იტალიის ელჩს საქართველოში მიესალმა სტუ-ს სპიკერი, პროფესორი ჯემალ გახოკიძე და სტუ-ს კანცლერი, პროფესორი ქეთი ქოქრაშვილი.

პროფესორმა ჯემალ გახოკიძემ იტალიის ელჩს გააცნო იმ თანამშრომლობის შესახებ, რომელსაც სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი ამყარებს რომის „ლა საპიენსას“ და „ლინქ-ქამფუს“ უნივერსიტეტებთან და მოიწვია აღნიშნული უნივერსიტეტებისა და სტუ-ს მიერ ერთობლივად დაგეგმილ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე, რომელიც 15-18 მაისს გაიმართება.

იტალიის ელჩმა საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლმა ჩაატარა  ლექცია საქართველო-იტალიის ურთიერთობების შესახებ, ისაუბრა იტალიის სამართლებრივი კულტურის თაობაზე და  სტუდენტებს გააცნო იტალიის საელჩოს  მიერ დაწესებული სტიპენდიები, რომლის მოპოვებაც შეუძლიათ, როგორც მაგისტრებს ასევე, დოქტორანტებს.

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პოლიტიკისა და  საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა იგორ კვესელავამ იტალიის ელჩს გააცნო ფაკულტეტის ახალი ხედვა ინჟინერ-იურისტის  სასწავლო პროგრამის დამკვიდრების  შესახებ.

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების  ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორმა ნათია ლაცაბიძემ და დოქტორანტმა ნათია სულავამ, ასევე, სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა არაერთი შეკითხვა დაუსვეს იტალიის ელჩს საქართველოში და საინტერესო და ამომწურავი პასუხები მიიღეს ანტონიო ენრიკო ბარტოლისგან.

გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძეს საჯარო ლექცია

2018 წლის 4 მაისს 12:00 საათზე  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საჯარო სამართლის ლაბორატორიაში ფაკულტეტის მოწვევით გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძე შეხვდება სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს და ჩაატარებს საჯარო ლექციას თემაზე ,,გენდერული თანასწორობის ზოგიერთი ასპექტი საქართველოში“.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში ბატონი იანოშ  ჰერმანის საჯარო ლექცია

2018 წლის 8 მაისს, 16 :30-ზე, სტუ-ს ცენტრალურ ბიბლიოთეკაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მოწვევით ევროპის დღის აღსანიშნავად   ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში ბატონი იანოშ  ჰერმანი,  შეხვდება სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს და ჩაატარებს  საჯარო ლექციას თემაზე: ,, ევროკავშირი და საქართველო“.

იტალიის ელჩი საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლის  საჯარო ლექცია

2018 წლის 26 აპრილს 12:00 საათზე სტუ-ს ცენტრალურ ბიბლიოთეკაში სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის  მოწვევით  იტალიის ელჩი საქართველოში  ანტონიო ენრიკო ბარტოლი  შეხვდება სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს და ჩაატარებს საჯარო ლექციას თემაზე: „საქართველო-იტალიის ურთიერთობები“

სკოლის მოსწავლეები ფაკულტეტზე

 2018 წლის 20 აპრილს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტს 124-ე, 11-ე 127-ე, 65-ე, 149-ე, 190-ე, მეტეხის ნომერ პირველი საჯარო სკოლის და  სკოლა-ლიცეუმი „ლაპარი“-ს მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასის მოსწავლეები ეწვივნენ.

მოსწავლეებმა დაათვალიერეს ფაკულტეტზე არსებული კრიმინალისტიკის  და საჯარო სამართლის ლაბორატორია.

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პროფესორი ჯემალ გაბელია მიესალმა სკოლის მოსწავლეებს, მადლობა გადაუხადა მათ ასეთი დაინტერესებისთვის და სამომავლო რჩევები მისცა.

სტუ-ს კრიმინალისტიკის  პროგრამის კურსდამთავრებულმა ლაშა ძაგანიშვილმა სტუდენტებს კრიმინალისტიკის ლაბორატორიაში ჩაუტარა ლექცია კრიმინალისტიკის შესახებ და მათთვის საინტერესო შეკითხვებს გასცა პასუხები.  თვალსაჩინოებისათვის აჩვენა თუ როგორ ხდება თითის კვლების ანაბეჭდის აღება.

სტუ-ს სამართლის სკოლის კურსდამთავრებულთა კლუბის დაფუძნება

2018 წლის 21 აპრილს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა ორგანიზებით დაფუძნდა „სტუ-ს სამართლის სკოლის კურსდამთავრებულთა კლუბი“.

აღნიშნულთან დაკავშირებით გაიმართა კურსდამთავრებულთა კლუბის პრეზენტაცია, სადაც მოწვეული იყვნენ საპატიო სტუმრები, პროფესორები: დავით კალმახელიძე და ზაზა რუხაძე, რომლებიც სამართლის სკოლის ერთ-ერთ დამფუძნებლებლად ითვლებიან. პრეზენტაციას ასევე,  ესწრებოდნენ კურსდამთავრებულები, რომლებიც დღეს იკავებენ სხვადასხვა წამყვან პოზიციას საჯარო და კერძო სექტორში.

პრეზენტაცია გახსნა კლუბის საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა გიორგი მთიულიშვილმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა სტუმრებს მობრძანებისათვის და სიტყვა გადასცა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ ირაკლი გაბისონიას.

ფაკულტეტის დეკანმა ისაუბრა ფაკულტეტის ახალი მიმართულებების, სასწავლო პროგრამებისა და აქტივობების შესახებ, გააცნო დამსწრე საზოგადოებას სხვადასხვა ღონისძიებები და ფაკულტეტის სამომავლო გეგმები.

პროფესორ დავით კალმახელიძემ გაიხსენა სამართლის სკოლის დაფუძნება და გამოხატა სიამაყე წლების შემდგომ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ჩამოყალიბების შესახებ, რისთვის მადლობა გადაუხადა ფაკულტეტის დეკანს.

სტუ-ს სპიკერმა, პროფესორმა ჯემალ გახოკიძემ მადლობა გადაუხადა კლუბის დაფუძნების ინიციატორებს ასეთი აქტივობისთვის და წარმატებები უსურვა კლუბს.

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა, პროფესორმა ზაზა რუხაძემ  აღნიშნული დღის ემოციურ ფონს გაუსვა ხაზი, მისი თქმით „ეს უნდა იყოს კლუბი, რომლის დაფუძნებით  კიდევ ერთი მიზეზი გაჩნდა ყველასთვის, რომ იამაყონ ამ უნივერსიტეტით“ პროფესორმა, ასევე, წარმატებები უსურვა კლუბის წევრებს და მოუწოდა მათ აქტიური თანამშრომლობისთვის.

კურსდამთავრებულთა კლუბის საორგანიზაციო ჯგუფის წევრებმა: ნინო ხარატმა, გვანცა დავითაშვილმა, კობა ჩიხლაძემ, ნიკა ასვანუამ, გიორგი სვიანაძემ, ლაშა აბულაძემ, ჯარჯი წიკლაურმა და ქეთევან ცინცაძემ ისაუბრეს კლუბის მიზნებზე, მიმოიხილეს დაგეგმილი ღონისძიებები და სთხოვეს ყველა კურსდამთავრებულებს გაწევრიანდნენ კლუბში.

ჩინეთის საზოგადოებრივი მეცნიერებათა აკადემიის დელეგაციის ვიზიტი სტუ-ში

2018 წლის 20 აპრილს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტისა და საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მოწვევით ჩინეთის საზოგადოებრივი მეცნიერებათა აკადემიის დელეგაცია იმყოფებოდა.

შეხვედრა გახსნა სტუ-ს საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ივანე ჯაგოდნიშვილმა, რომელიც მიესალმა სტუმრებს, მადლობა გადაუხადა მათ.

შეხვედრას ესწრებოდნენ: სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი,  პროფესორი ირაკლი გაბისონია, პროფესორი ჯემალ ფუტკარაძე,  სოც. მეცნიერებათა ფაკულტეტის ახალგაზრდებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი კულდონაშვილი,  ჩინეთის კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი ავთანდილ კიკნაძე, ჩინელი მოხალისეები და სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ ჩინურს.

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა,  პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ მისასალმებელ სიტყვაში ისაუბრა ფაკულტეტის ჩინური ენის პოპულარიზაციის კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებზე, როგორც დეკანმა აღნიშნა, ფაკულტეტის სტუდენტები ინტენსიურ კურსს გადიან ჩინური ენის შესასწავლად ასევე, ისაუბრა კვლევითი საქმიანობის ასპექტებზე, კერძოდ, ჩინეთის სუბკულტურის, სამართლებრივი სისტემებისა და ეკონომიკური განვითარების პროგრამების შესწავლის შესახებ“

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ჩინეთის კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ისაუბრა ინსტიტუტის საქმიანობაზე, გააცნო სტუმრებს ჩინეთის სტუდენტური კლუბის აქტივობები და სამომავლო თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

პროფესორმა ჯემალ ფუტკარაძემ ჩინეთის დელეგაციას დაუდასტურა პატივისცემა უნივერსიტეტის სახელით  და სთხოვა აქტიური ნაბიჯები გადაედგათ მეცნიერული თანამშრომლობის თვალსაზრისით.

პირველკურსელმა სტუდენტმა სანდრო გოძიაშვილმა, რომელიც სულ რაღაც ოთხი თვეა ფაკულტეტის დაფინანსებით სწავლობს ჩინურ ენას სტუმრებს ჩინურ ენაზე  წარუდგინა თავი და გამოხატა სურვილი ჩინეთში ვიზიტის.

შეხვედრის შედეგად მხარეები შეთანხმდნენ ორმხრივ თანამშრომლობაზე, რომელიც შეეხება  სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლით პროგრამებს და სამეცნიერო კუთხით თანამშრომლობას.

ჩინური დელეგაციის სტუმრებმა შეხვედრის შემდგომ დაათვალიერეს სტუ-ს სტუდენტური ტელევიზია, რომლის საშუალებითაც ჩატარდება ტელეხიდები ჩინეთის უნივერსიტეტებთან და ჩინური ენის კაბინეტი.