მიხეილ გაბუნიას საჯარო ლექცია “

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე მიმდინარე პროექტის “კრიმინოლოგიის სალექციო კურსის” ფარგლებში ასოცირებული პროფესორი მიხეილ გაბუნია იმყოფებოდა ქართულ-ამერიკულ საერთაშორისო აკადემია “ლოგოსში”, სადაც ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე: “კრიმინოლოგია და სოციალური დევიაციები”. ლექციას ესწრებოდნენ აკადემიის ხელმძღვანელობა და მე-12 კლასის მოსწავლეები. საუბაარი შეეხო ქართული საზოგადოებისათვის დღევანდელ დღეს არსებულ იმ მნიშვნელოვან გამოწვევებს როგორიცაა: “ალკოჰოლიზმის, ნარკოტიზმისა და სუიციდის კრიმინოლოგია”

სკოლის ხელმძღვანელობის მხრიდან გამოითქვა სურვილი მომავალშიც გაგრძელდეს მსგავსი ხასიათის საგანამანათლებლო-შემეცნებითი ლექციების ჩატარება.

ფაკულტეტის დეკანის პროფესორ ირაკლი გაბისონიას განცხადებით მნიშვნელოვანი და მისასალმებელია ასეთი ტემების შესახებ ლექციების ჩატარება, განსაკუთრებით არასრულწლოვნებისათვის მათი სამართლებრივი კულტურის ამაღლებისა და დანაშაულობის პრევენციის კუთხით.

ბონის უნივერსიტეტის დოქტორანტის  ლევან შატბერაშვილის საჯარო ლექცია  

 

2018 წლის 29 მარტს  საჯარო სამართლის ლაბორატორიაში სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით ბონის უნივერსიტეტის დოქტორანტმა  ლევან შატბერაშვილმა  საჯარო ლექციათა კურსის “სახელმწიფო და სამართლის სწავლების” ფარგლებში  ჩაატარპირველსაჯარო ლექცია თემაზე: „არისტოტელეს პოლიტიკური ფილოსოფია და ეთიკა“

ფაკულტეტზე აღნიშნული საჯარო ლექციათა კურსი უკვე მესამე კვირაა ხორციელდება და  სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა დაესწრნონ მოწვეული პროფესორების ლექცია-სემინარებს სახელმწიფოსა და სამართლის  სწავლებისა და სეკულარიზაციისა  თეორიების შესახებ.

ბონის უნივერსიტეტის დოქტორანტმა ლევან შატბერაშვილმა ისაუბრა არისტოტელეს ცხოვრებისეულ შეხედულებებზე, მასზე როგორც ალექსანდრე მაკედონელის მასწავლებელზე. შეადარა ერთამანეთს პლატონისა და არისტოტელეს შეხედულებანი და მიმოხილია მათი ცხოვრების მნიშვნელოვანი ასპექტები.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, სტუდენტებმა აქტიურად დაუსვეს შეკითხვები მოწვეულ სტუმარს, რაზედაც ამომწურავი და საინტერესო პასუხები მიიღეს.

 

 

 

მიხეილ გაბუნიას საჯარო ლექცია “ლოგოსში”

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროექტის  “კრიმინოლოგიის სალექციო კურსის” ფარგლებში, ასოცირებულმა პროფესორმა მიხეილ გაბუნიამ ქართულ-ამერიკულ საერთაშორისო აკადემია “ლოგოსში” ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე: “კრიმინოლოგია და სოციალური დევიაციები”. ლექციას ესწრებოდნენ აკადემიის ხელმძღვანელები და მე-12 კლასის მოსწავლეები.

საუბარი შეეხო ქართული საზოგადოებისათვის დღევანდელ დღეს არსებულ მნიშვნელოვან გამოწვევბს, როგორიცაა: “ალკოჰოლიზმის, ნარკოტიზმისა და სუიციდსი” კრიმინოლოგია.

სკოლის ხელმძღვანელობის მხრიდან გამოითქვა სურვილი მომავალშიც გაგრძელდეს მსგავსი ხასიათის საგანმანათლებლო-შემეცნებითი ლექციების ჩატარება.

ფაკულტეტის დეკანის პროფესორ ირაკლი გაბისონიას განცხადებით მნიშვნელოვანი და მისასლმებელია ასეთი ტემების შესახებ ლექციების ჩატარება, განსაკუთრებით არასრულწლოვნებისათვის მათი სამართლებრივი კულტურის ამაღლებისა და დანაშაულობის პრევენციის კუთხით.

ლევან შატბერაშვილის საჯარო ლექცია

2018 წლის 29 მარტს 16:00 საათზე საჯარო სამართლის ლაბორატორიაში (907ა ოთახში) ბონის უნივერსიტეტის დოქტორანტი  ლევან შატბერაშვილი საჯარო ლექციათა კურსის “სახელმწიფო და სამართლის სწავლება” ფარგლებში ჩაატარებს პირველ საჯარო ლექციას თემაზე: „არისტოტელეს პოლიტიკური ფილოსოფია და ეთიკა

დასწრება თავისუფალია!

გამოფენა “ილია-ევროპელი“

2018 წლის 27 მარტს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტისა და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ერთობლივი ორგანიზებით  საგამოფენო-საგანმანათლებლო პროგრამის  „ილია-ევროპელის“ ფარგლებში   გაიმართა ილია ჭავჭავაძის პირადი არქივის გამოფენა.

გამოფენა გახსნა კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა  ზაალ  აბაშიძემ, რომელმაც მადლობა გადაუხადა ფაკულტეტის დეკანს გამოფენის მასპინძლობისთვის და გამოფენაზე დამსწრე საზოგადოებას ორიოდე სიტყვით გააცნო აღნიშნული საგანმანათლებლო-საგამოფენო პროგრამის მნიშვნელობა.

სტუმრებს მიესალმნენ სტუ-ს  სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტისა და საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანები.

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ მადლობა გადაუხადა კორნელი კეკლიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ცენტრს ასეთი გამორჩეული ექსპონანტების გამოფენისათვის. დეკანმა, ასევე, აღნიშნა ილია ჭავჭავაძის როლი იურისტებისათვის და იმ ღირებულებებს გაუსვა ხაზი, რომელსაც დიდი ქართველი ატარებდა.

საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ივანე ჯაგოდნიშვილმა, რომელმაც სადისერტაციო ნაშრომი სწორედ ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობაზე დაიცვა უაღრესად მნიშვნელოვნად შეაფასა აღნიშნული გამოფენის ჩატარება. მან სტუდენტებს გააცნო დამკვიდრებული შეხედულებები ილიას ევროპელობის შესახებ.

გამოფენის გახსნითი ღონისძიების შემდგომ სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის  საჯარო ლექცია სახელწოდებით „ილია ევროპელი“,  ჩაატარა კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელმა ისტორიკოსმა ნესტან ბაგაურმა.

ისტორიკოსმა საჯარო ლექციაზე ისაუბრა ისეთ საკითხებზე, როგორიც იყო ილია ჭავჭავაძის ცხოვრება და მოღვაწეობა ევროპაში, მიმოიხილა მისი სანაცნობო წრე, დამოკიდებულებები ევროპელ ინტელიგენციასთან და მათი შეფასებები ილია ჭავჭავაძის შესახებ. მომხსენებელმა მოიშველია კონკრეტული წერილები და ფაქტები ილია ჭავჭავაძის ევროპელობის დასტურად. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა.

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია მადლობას უხდის გამოფენის ორგანიზატორებს ბატონ რეზო კლდიაშვილს, ქალბატონ ნესტან ბაგაურს და ცენტრის ხელმძღვანელს ბატონ ზაალ აბაშიძეს.

გამოფენა ფაკულტეტზე განთავსებული იქნა ორი დღის განმავლობაში და ნებისმიერ მსურველს შეუძლია საგამოფენო ექსპონანტების დათვალიერება.

 

მეორე კურსის სტუდენტი მარლენ სიმონიშვილი

გთავაზობთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ახალ რუბრიკას „გაიცანი სტუ-დენტი“, რომელიც საშუალებას მოგცემთ გაიცნოთ ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტები, რომლებიც გამორჩეულნი არიან მაღალი აკადემიური მოსწრებითა და საზოგადოებრივი საქმიანობით.

ამჟამად წარმოგიდგენთ  სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტს მარლენ სიმონიშვილს.

  1. მოგესალმებით, მოგვიყევით თქვენს შესახებ?

 მოგესალმებით, მე გახლავართ მარლენ სიმონიშვილი, ვსწავლობ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე, ვარ მეორე კურსზე.

  1. გვიამბეთ სტუდენტური ცხოვრების შესახებ?
    იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ მხოლოდ მეორე კურსზე ვარ, ვერ ვიტყვი როგორი იყო ჩემი სტუდენტური ცხოვრება, რადგან ის ჯერ გრძელდება. საკმაოდ აქტიური და საინტერესო სტუდენტური ცხოვრება მაქ. ვცდილობ მაქსიმალურად მოწადინებული ვიყო, ასევე ვცდილობ ხშირად დავესწრო ღია ლექციებსა და სხვადასხვა ტრენინგს. სტუდენტური ცხოვრება არ წარმომიდგენია ჩემი ჯგუფელების, კურსელებისა და უნივერსიტეტელების გარეშე. 
     
  1. რა როლი შეასრულა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტმა თქვენს განვითარებაში?

ფაკულტეტმა შემცვალა ისე, რომ საკუთარ თავს ვერ ვცნობ. უპირველეს ყოვლისა, მე გავხდი საკმაოდ კომუნიკაბელური და გახსნილი. ადრე  ვიყავი საკმაოდ ჩაკეტილი და დაკომპლექსებული, ახლა კიდე ვამაყობ იმით როგორიც ვარ.

 4. ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება რომელსაც გამოყოფდით?

გამოვყოფდი ფაკულტეტის  პროექტ „შეხვდი დამსაქმებელს“ ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებებს

  1. რატომ აირჩიეთ სტუ?

 მე თავიდან ვსწავლობდი საქართველოს შსს აკადემიაში ბაკალავრიატზე, მაგრამ თავს ვერ ვგრძნობდი სრულიად კომფორტულად და  ავირჩიე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იმიტომ, რომ თავის დროზე მამაჩემმა დაამთავრა ეს უნივერსიტეტი და მომინდა მამის გზას გავყოლოდი.

  1. როგორც ვიცით, ერთი წელზე მეტი შესრულდა, რაც შეიქმნა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, როგორია თქვენი დამოკიდებულება აღნიშნულთან დაკავშირებით?

 გეთანხმებით, ფაკულტეტი მართლაც შედარებით ახალია უნივერსიტეტში, თუმცა საკმაოდ მოწესრიგებული და სტუდენტზე მორგებული.  ცალკე მინდა აღვნიშნო, რომ პედაგოგები ძალიან მომწონს, მართლაც თავისი საქმის პროფესიონალურ დონეზე მცოდნეები არიან და სტუდენტთან ურთიერთობაში გამოცდილნი.

  1. ყველაფერს აქვს უარყოფითი და დადებით მხარე, რა არის ის, რაც არ მოგწონთ ფაკულტეტზე? რის შეცვლას ისურვებდით?
    როგორც უკვე აღვნიშნე, ფაკულტეტი საკმაოდ მოწესრიგებულია, თუმცა დაგეთანხმებით, რომ ყველაფერს  გააჩნია, როგორც დადებითი მხარე, ასევე უარყოფითიც.  პირადად მე შესაცვლელად მიმაჩნია მხოლოდ სალექციო და სასემინარო საათების გადანაწილება იქიდან გამომდინარე, რომ  სამუშაო დღეებში თითო ლექცია ან სემინარი გვაქ და შაბათს დილის 9 საათიდან 16 საათამდე გვაქ. რომელიმე ლექცია ან სემინარი მაინც გადაგვიტანონ სამუშაო დღეებში კარგი იქნებოდა.
  2. მოგვიყევით, იმ შესაძლებლობებზე რომელსაც ფაკულტეტი აძლევს სტუდენტებს?
    უპირველეს ყოვლისა ფაკულტეტი იძლევა იურისტის პროფესიის კარგად შესწავლის, ასევე შეხვედრას პოტენციალურ დამსაქმებელთან და სხვადასხვა პროექტში მონაწილეობის შესაძლებლობებს. 

 

მეოთხე კურსის სტუდენტი ნიკო მერებაშვილი

გთავაზობთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ახალ რუბრიკას „გაიცანი სტუ-დენტი“,  რომელიც საშუალებას მოგცემთ გაიცნოთ ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტები, რომლებიც გამორჩეულნი არიან მაღალი აკადემიური მოსწრებითა და საზოგადოებრივი საქმიანობით.

ამჟამად წარმოგიდგენთ   სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტს ნიკო მერებაშვილს.

  1. მოგესალმებით, მოგვიყევით თქვენს შესახებ?

მოგესალმებით, პირველ რიგში მოხარული ვარ წარმოგიდგინოთ ჩემი თავი. მე ვარ ნიკო მერებაშვილი სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობის მე-4 კურსის სტუდენტი.

 

  1. გვიამბეთ სტუდენტური ცხოვრების შესახებ

განვლილი სტუდენტური ცხოვრება ძალიან კარგად მახსენდება. პირველ რიგში უნივერსიტეტის მადლობელი ვარ, ვინაიდან, ძალიან ბევრი კარგი ადამიანი გავიცანი და ბევრი მეგობარი შევიძინე. ეს პერიოდი დატვირთული იყო ბევრი თავგადასავლებით და გამოწვევებით. რა თქმა უნდა, მიუხედავად იმისა, რომ იურისპრუდენციაში, როგორც პროფესიაში თავდაპირველი ნაბიჯები ძალიან დიდ შრომასა და პასუხისმგებლობას მოითხოვს აღსანიშნავია, რომ თავად ეს პროცესი სასიამოვნოა.

  1. არაერთი პრაქტიკა გაგივლიათ და ამის შესახებ რა გვეტყვით?

 

იურისტისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება იმას,  თუ თავის თეორიული ცოდნის რეალიზებას, როგორ განიმტკიცებს პრაქტიკაში. ძალიან კარგად და ნაყოფიერად მახსენდება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მიერ ორგანიზებული საზაფხულო სკოლა – „საკონსტიტუციო სამართალწარმოება“. პროექტის ფარგლებში უნივერსიტეტის სახსრებით ვიმყოფებოდით ქალაქ ბათუმში ერთი კვირის განმავლობაში და ყოველდღიურად გვქონდა შეხვედრები საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებთან, გავეცანით აქტუალურ თემებს და მივიღეთ კითხვებზე საინტერესო პასუხები. ასევე იურიდიული კლინიკა „ჩემი ადვოკატი“-ს ფარგლებში 3 თვიანი პრაქტიკული კურსი გავიარე ნაძალადევის გამგეობაში, სადაც გვევალებოდა ნებისმიერი მოქალაქისთვის, ნებისმიერ საკითხზე იურიდიული კონსულტაციის გაწევა,  ასევე სხვადასხვა დოკუმენტების (სარჩელი, შესაგებელი, საჩივარი, განცხადების) დაწერა, გაცნობა მოქალაქეებისთვის და  საჭიროების შემთხვევაშიც სასამართლო თუ ადმინისტრაციულ ორგანოებში წარმომადგენლობის განხორციელება. ამჟამად ვარ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის სტაჟიორი, სადაც უშუალოდ შეხება მაქვს სასამართლო აქტებთან და მათ შედგენაში მონაწილეობის მიღება არის უდიდესი პრაქტიკული ცოდნის დაგროვება.

 

  1. რა როლი შეასრულა ფაკულტეტმა თქვენს განვითარებაში?

მოგეხსენებათ, უნივერსიტეტში სტუდენტი ფეხს იკიდებს და იწყებს ნელ-ნელა შესვლას პროფესიაში. ამიტომ, ძალიან დიდი მნიშვნელობა გააჩნია სასწავლო დაწესებულებას და არსებულ საგანმანათლებლო სტანდარტებს პროფესიაში შესვლის კუთხით. უნივერსიტეტმა მომცა შესაძლებლობა ურთიერთობა მქონოდა ისეთ პროფესორ-მასწავლებლებთან, რომლებიც პირველ რიგში, გამოირჩევიან მათი ადამიანობით და შემდეგ პროფესიონალიზმით. მოგეხსენებათ უმეტესობა პროფესორებისა არის პრაქტიკოსი იურისტი მუშაობენ სხვადასხვა სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებებში. ამრიგად, მათგან პრაქტიკული რჩევების მიღება და სიტუაციების ამგვარად გადმოცემა არის უმნიშვნელოვანესი განვითარებისთვის და საკითხის დამუშავებისთვის.

  1. ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება რომელსაც გამოყოფდით?

ამჟამად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ წამოწყებულ ახალ პროექტს „შეხვდი დამსაქმებელს“ გამოვყოფდი, რომელიც ძალზე მნიშვნელოვანი და საინტერესოა. პროექტის ფარგლებში ერთ-ერთი  შეხვედრა გაიმართა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარესთან და მის გუნდთან, სადაც ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების გარდა, მივიღეთ ბევრი ინფორმაცია არსებულ თუ სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებზე ასოციაციაში.

  1. რატომ აირჩიეთ სტუ ?

სპეციალობის არჩევის შემდეგ, როდესაც უნივერსიტეტის არჩევა გახლდათ საჭირო, მეგობრების რჩევა, რომელიც სწავლობდნენ აღნიშნულ უნივერსიტეტში და მათი დამაკმაყოფილებელი შეფასება გახლდათ გადამწყვეტი, რომ ამერჩია სტუ.

  1. როგორც ვიცით, ერთ წელზე მეტი შესრულდა, რაც შეიქმნა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, როგორია თქვენი დამოკიდებულება აღნიშნულთან დაკავშირებით?

ჩემი აზრით, ეს იყო ყველაზე დიდი და სწორი ნაბიჯის გადადგმა, რადგან ასეთ პირობებში კონკრეტულ სპეციალობებს დაეთმობა უფრო დიდი დრო და მათ განვითარებაში გადადგმული ქმედითი ნაბიჯები იქნება ბევრად უფრო ეფექტური, რაც საბოლოოდ წარმატების მომტანია.

  1. ყველაფერს აქვს უარყოფითი და დადებით მხარე, რა არის ის, რაც არ მოგწონთ ფაკულტეტზე? რის შეცვლას ისურვებდით?

დასანერგი არის ნაშრომის გასაჩივრების სისტემა. ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია უნივერსიტეტმა უზრუნველყოს ამ სისტემის დანერგვა ვინაიდან, როგორც სტუდენტს ასევე პროფესორებს გააჩნიათ საკუთარი აზრი ნაშრომთან დაკავშირებით. ამიტომ, ნაშრომის შეფასება გვინდა თუ არ გვინდა არის სუბიექტური და ხშირად სტუდენტს შეეძლება გაუჩნდეს პრეტენზია ან უსამართლობის განცდა, ამიტომ ვფიქრობ ამ საკითხში უნივერსიტეტმა უნდა უზრუნველყოს ნეიტრალური „არბიტრების“ არსებობა, რაც საბოლოოდ აღარ დატოვებს ზოგ შემთხვევაში უსამართლობის განცდას, ასევე მოხსნის ყველანაირ უხერხულ მომენტს სტუდენტსა და პროფესორს შორის. ასევე ვფიქრობ ჩვენს უნივერსიტეტში სტუდენტებს არსებულ პრაქტიკებზე თუ სხვადასხვა შესაძლებლობებზე აქვთ მწირი ინფორმაცია, აღნიშნული კუთხითაც არის სამუშაო, მგონი ძალიან გამიგრძელდა სიტყვა, მაგრამ მინდა ერთ საკითხსაც შევეხო, რომელიც მაწუხებს. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ჩვენს ფაკულტეტს არ ეხება და ეს საკითხი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის  „გეპეის“ მოშორებაა. რა თქმა უნდა,  ეს არ ხელყოფს ჩვენს ევროპულ ღირებულებებს, აღნიშნულს ჩვენვე უნდა მოვუღოთ ბოლო, რომელიც მხოლოდ უარყოფითს ასხივებს და გამუდმებით წარსულზე ნეგატიურად მიუთითებს, ჩვენ არ უნდა გვერქვას „გეპეი“ არამედ უნდა ვცეთ პატივი ჩვენს სახელს „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი“. ამრიგად, ასეთ საკითხებზე საჯაროდ საუბარი ადასტურებს კიდევ ერთხელ იმას, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესები პასუხობს, თანამედროვე ყოფაში დემოკრატიულობის და საჯაროობის გამოწვევებს.

9.მოგვიყევით, იმ შესაძლებლობებზე რომელსაც  ფაკულტეტი აძლევს სტუდენტებს?

აღსანიშნავია, რომ ფაკულტეტი სტუდენტებს აძლევს ძალიან ბევრ შესაძლებლობებს. არ დავკარგავ დროს სათითაოდ ჩამოთვლაში, მაგრამ  ხანდახან განვიცდი ხოლმე, რომ მე-4 კურსზე ვიმყოფები და კიდევ მინდა ბაკალავრობის პერიოდი გაგრძელდეს, რადგან ფაკულტეტი იძლევა ძალიან დიდი აქტიურობის საშუალებას.

  1. რას ეტყოდით, ფაკულტეტის ადმინისტრაციას, კერძოდ კი დეკანს, პროფესორ ირაკლი გაბისონიას?

ბატონ ირაკლი გაბისონიას მადლობას გადავუხდიდი გაწეული შრომისთვის და ვუსურვებდი მეტი პროექტების განხორციელებას. მინდა შესაძლებლობა გამოვიყენო და ჩემს პროფესიულ განვითარებაში უდიდესი წვლილისთვის დიდი მადლობა გადავუხადო ამავე უნივერსიტეტის დამსახურებულ პროფესორებს, თავის საქმიანობაში პროფესიონალებს და უაღრესად კეთილ და მისაბაძ ქალბატონებს მარიამ აბულაძეს და მანანა ბაწელაშვილს. მინდა აღვნიშნო, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტში ყველა პროფესორზე ანალოგიური შემიძლია ვთქვა, ვისთანაც კი მე პირადად ურთიერთობა მქონდა, მაგრამ ამ ქალბატონებს გამოვყოფ მათი წვლილის გამო ჩემს პროფესიულ განვითარებაში. მადლობა კიდევ ერთხელ.

  1. რას ურჩევთ პირველკურსელებს?

პირველ რიგში, მიხარია თუ ვინმესთვის ჩემი რჩევა გასათვალისწინებელი იქნება და მინდა პირველკურსელებს ვურჩიო ძალიან ბევრი შრომა დასახული მიზნებისკენ სწრაფვაში და მივცე რჩევები ისეთ საკითხებზე, რომელსაც ლექციებზე ვერ მოისმენენ და ეს მხოლოდ პრაქტიკაში გამომუშავებადია. აუცილებლად დამატებით წაიკითხონ სალექციო მასალის გარდა ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რაც კი მოეძიებათ. ასევე მინდა ვურჩიო, რომ უცხოურ ენებს დაეუფლონ. აღსანიშნავია, რომ სახელმძღვანელოებს, რასაც ჩვენ მოვიხმართ არის ყოველთვის სუბიექტური და ავტორის შეხედულებით დაწერილი, ამიტომ ნებისმიერი საკითხის პირველი წყაროდან მოძიება და მისი გაცნობა, საკითხებზე მისცემთ უფრო ფართოდ მსჯელობის და გააზრების საშუალებას.  ვუსურვებდი მათ წარმატებებს და ვეტყოდი, რომ დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია ყოველ ჩვენგანს კანონმდებლობის რეფორმირებასა და მის დაცვაში, ის კონკრეტული ურთიერთობის დარეგულირების გარდა, უნდა უზრუნველყოფდეს და განამტკიცებდეს ადამიანის უფლებების დაცვას, როგორც მთავარ ღირებულებას. სამწუხაროდ აღნიშნული ფორმატი არ გვაძლევს ყველა საკითხზე საუბრის საშუალებას და მინდა ყველა პირველკურსელს, ასევე სხვა კურსის სტუდენტებსაც ვუსურვო წარმატებები და საჯაროდ განვაცხადო, რომ თუ შევძლებ მათ დახმარებას რამით ეს ძალიან გამეხარდება და ნებისმიერ დროს მათ გვერდით მიგულონ.

 

საჯარო ლექცია თემაზე: „ქალებისა და ახალგაზრდების ჩართულობა პოლიტიკაში“  

 

2018 წლის 26 მარტს  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის კლინიკის ორგანიზებით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ირმა პავლიაშვილმა ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე „ქალებისა და ახალგაზრდების ჩართულობა პოლიტიკაში“.

შეხვედრა გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ, რომელმაც მადლობა გადაუხადა სამართლის კლინიკის ხელმძღვანელს ღონისძიების ორგანიზებისთვის, სტუმარს მობრძანებისათვის და სტუდენტებს ნაყოფიერი სამუშაო საღამო უსურვა.

იურისტთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ირმა პავლიაშვილმა  ისაუბრა ახალგაზრდების ცხოვრებაში პოლიტიკის ჩართვის აუცილებლობაზე, ქალების როლის ზრდაზე, ინფორმირებული ამომრჩევლის ჩამოყალიბებაზე, განათლების როლზე და მნიშვნელობაზე, პოლიტიკური პარტიების იდეოლოგიაზე და შიდადემოკრატიულ პროცესებზე. ასევე განმარტა ირიბი და პირდაპირი საარჩევნო უფლების გამოყენების მნიშვნელობა.

სტუდენტებმა აქტიურად დაუსვეს შეკითხვები მომხსენებელს და საინტერესო, ამომწურავი პასუხები მიიღეს სტუმრისგან.

 

საჯარო ლექცია თემაზე: „მიგრაციული პროცესები და ლტოლვილთა დაცვა – საქართველო და მსოფლიო“

2018 წლის 26 მარტს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით  გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლებმა ზუზანა კოვალოვამ და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის  პროგრამების ხელმძღვანელმა მარკ ჰულსტმა ჩაატარეს საჯარო ლექცია თემაზე: „მიგრაციული პროცესები და ლტოლვილთა დაცვა – საქართველო და მსოფლიო“.

ღონისძიება გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ, რომელმაც მადლობა გადაუხადა სტუმრებს მობრძანებისათვის და ნაყოფიერი სამუშაო დღე უსურვა.

პირველი მოხსენებით სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების წინაშე წარსდგა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელი ზუზანა კოვალოვა, რომელმაც თავდაპირველად აჩვენა მცირემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი მსოფლიოში მიგრაციასთან დაკავშირებით. მომხსენებელმა მადლობა გადაუხადა ფაკულტეტის ხელმძღვანელობას მოწვევისათვის და ისაუბრა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: მიგრაცია და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი ასპექტები, მიგრანტთა უფლებები, სახელმწიფოთა მიდგომები, საზოგადოებრივი შეხედულებები ლტოლვილთა მიმართ და სხვა.   მანვე მიმოიხილა გაეროს უმაღლესი კომისარიატის საქმიანობა ლტოლვილთა დაცვის სფეროში, სტუდენტებმა აქტიურად დაუსვეს შეკითხვები ზუზანა კოვალოვას, მათ შორის, საქართველოსთან დაკავშირებით.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის  ხელმძღვანელმა მარკ ჰულსტმა პირადი ისტორიის მაგალითზე გააცნო სტუდენტებს მიგრაციასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხები, იმსჯელა მსოფლიო დღის წესრიგზე ლტოლვილებთან მიმართებაში და ხაზი გაუსვა საზოგადოებრივ ჩართულობის მნიშვნელობას ლტოლვილთა დახმარების საკითხებში.

მესამე მოხსენებით  მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის  პროექტების უფროსი-ასისტენტი ანა კაკუშაძე წარსდგა დამსწრე საზოგადოების წინაშე ემიგრაციის საფუძვლებთან დაკავშირებით, კერძოდ, თუ რა ინფორმაციას ფლობენ თუნდაც საქართველოს მოქალაქენი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სამუშაოს მოძიებასთან დაკავშირებით. ასევე, სტუდენტებს სთხოვა დაეფიქსირებინათ თითოეული ის მიზეზი, რაზეც დამოკიდებულია ასეთი მასშტაბური ემიგრაცია და დარბაზის ჩართულობით თითოეული მათგანი განმარტა.

 შეხვედრა შეაჯამა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორ იგორ კვესელავამ.

ფაკულტეტის გუნდი ავსტრიაში, ქ. ვენაში იმყოფება 

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის გუნდი უკვე მესამე დღეა ავსტრიაში, ქ. ვენაში იმყოფება.
23 მარტს ოფიციალური გახსნის ღონსიძიება გაიმართა, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 4000-მდე სტუდენტი საერთაშორისო კერძო არბიტრაჟის იმიტირებულ სასამართლო პროცესში მიიღებს მონაწილეობას.
ჩვენმა გუნდმა 24 მარტს პირველი რაუნდი გამართა და დაუპირისპირდა ჰარვარდის უნივერსიტეტის გუნდს. ორივე გუნდმა დადებითი შეფასება დაიმსახურა.
25 მარტს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის გუნდი იმიტირებულ სასამართლო პროცესში შეეჯიბრა ინდოეთის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტს, კერძოდ ლაკნოუს უნივერსიტეტს.