საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ირმა პავლიაშვილის საჯარო ლექცია

 

2018 წლის 26 მარტს 18:00 საათზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის კლინიკის ორგანიზებით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ირმა პავლიაშვილი ჩაატარებს საჯარო ლექციას თემაზე „ქალებისა და ახალგაზრდების ჩართულობა პოლიტიკაში“.

 

დასწრება თავისუფალია!

საჯარო ლექცია თემაზე: „მიგრაციული პროცესები და ლტოლვილთა დაცვა – საქართველო და მსოფლიო“

2018 წლის 26 მარტს 11:00საათზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის მესამე სართულზე ნიკოლაძის დარბაზში გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე: „მიგრაციული პროცესები და ლტოლვილთა დაცვა – საქართველო და მსოფლიო“.

ლექციას  ჩაატარებს  ზუზანა კოვალოვა – გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის  უფროსი მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში და მარკ ჰულსტი – (IOM) გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის პროგრამების ხელმძღვანელი.

სამართლის კლინიკაში სტუდენტების მიღება დაიწყო

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის კლინიკის უფასო იურიდიული კონსულტაცია აცხადებს საბუთების მიღებას პრაქტიკის გასავლელად. საბუთების მიღება იწარმოებს 26 მარტიდა 5 აპრილის  ჩათვლით.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ სამართლის საბაკალავრო პროგრამის მე-3 და მე-4 აგრეთვე სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს.
დარეგისტრირებული სტუდენტების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.

კონკურსის გზით შერჩეული სტუდენტები გაივლიან სამ თვიან პრაქტიკას სამართლის კლინიკაში.
პრაქტიკის წარმატებით გავლის შემთხვევაში სტუდენტებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
პრაქტიკის გავლის მსურველმა სტუდენტებმა ელექტრონულად შევსებული განაცხადის ფორმა უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: iuridiuliganatleba@yahoo.com
დამატებითი კითხვებისა და ინფორმაციის შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ.
საკონტაქტო პირი: მაკა აბულაძე -595961900;

Download (DOCX, 38KB)

სამოქალაქო სამართლის იმიტირებულ პროცესში მონაწილეობის მსურველთა საყურადღებოდ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის კლინიკა 26 მარტიდან 5 აპრილის  ჩათვლით იწყებს საბუთების მიღებას იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილეობის მისაღებად.
იმიტირებული სასამართლო პროცესი გაიმართება სამოქალაქო სამართალში

შეჯიბრში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტებს.
დარეგისტრირებული სტუდენტების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.


გასაუბრების შედეგად შერჩეული სტუდენტები გაივლიან მოსამზადებელ ტრეინინგს სასამართლოში იურისტის გამოსვლის ხელოვნებაზე ამასთანავე შეისწავლიან სამოქალაქო სამართალში სხვადასხვა იურიდიული დოკუმენტების შედგენის სპეციფიკას მათ შორის სარჩელისა და შესაგებელის მომზადებას.
ტრეინინგების შემდგომ სტუდენტები დაიყოფიან გუნდებად და გადაინაწილებენ როლებს.


ფინალი გაიმართება საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

იმიტირებული სასამართლო პროცესის შემდგომ გამოვლინდება საუკეთესო მოსარჩელე საუკეთესო მოპასუხე  და გამარჯვებული გუნდი
მონაწილეებსა და გამარჯვებულებს გადაეცემათ სერტიფიკატები და სხვა ფასიანი საჩუქრები.
იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილეობის მსურველმა სტუდენტებმა ელექტრონულად შევსებული განაცხადის ფორმა უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ ფოსტის მისამართზე : iuridiuliganatleba@yahoo.com
დამატებითი კითხვებისა და ინფორმაციის შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ.
საკონტაქტო პირები: მაკა აბულაძე -595961900;

Download (DOCX, 38KB)

პროექტის „საინჟინრო სამართლის“ ფარგლებში შეხვედრა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან

2018 წლის 24 მარტს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით პროექტის „შეხვდი დამსაქმებელს“   და  სამეცნიერო-კვლევითი პროექტის „საინჟინრო სამართლის“  ფარგლებში  არქიტექტურული კომპანიის „არქ არეა“ და სამშენებლო კომპანიის „დეკოლაინი“  ხელმძღვანელები შეხვდნენ სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს.

ღონისძიება გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ, რომელმაც მადლობა გადაუხადა კერძო სექტორის წარმომადგენლებს მობრძანებისთვის. დეკანმა ხაზი გაუსვა სამეცნიერო-კვლევითი პროექტის  „საინჟინრო სამართლის“ განხორციელების მნიშვნელობას, რომელსაც ხელმძღვანელობს სტუ-ს რექტორი აკადემიკოსი, არჩილ ფრანგიშვილი. დეკანმა ყურადღება გაამახვილა საინჟინრო სამართლის კუთხით საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლაზე.  დეკანის თქმით „აღნიშნული შეხვედრის მიზანია პრაქტიკოსებისაგან იმის გაგება, თუ რაზე უნდა გამახვილდეს ჩვენი მხრიდან ყურადღება ამ პროექტის განხორციელებისას“.

შეხვედრას ესწრებოდნენ: : კომპანია „არქ არეას“ დამფუძნებელი – დირექტორი – ზურაბ კამლაძე; კომპანია „დეკოლაინის“ დირექტორი – კობა ჩიხლაძე.  არქიტექტურული ჯგუფის უფროსი – ალეკო ქარცივაძე; სანებართვო განყოფილების უფროსი – ქეთი ჯაფარიძე სარემონტო განყოფილების მენეჯერი – ვაჟა მაღრაძე; არქიტექტურული ჯგუფის უფროსი – გოჩა გელაშვილი; პროექტის „საინჟინრო სამართლის“ მონაწილე, პროფესორი- გიორგი გორაძე; მოწვეული პროფესორი, სამშენებლო სამართლის ექსპერტი- კობა ყალიჩავა; პროექტის „საინჟინრო სამართლის“ მონაწილე, პროფესორი თეიმურაზ ბეჟოშვილი.

შეხვედრის ფარგლებში გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და არქიტექტურულ კომპანია „არქ არეას“ შორის.

კომპანიის ხელმძღვანელებმა და პროფესორებმა გამართეს დისკუსია მიმდინარე პრობლემურ საკითხებზე სამშენებლო სამართალთან მიმართებაში.

დეველოპერული კომპანიის „არქ არეას“ დამფუძნებელმა ზურაბ კამლაძემ დამსწრე საზოგადოებას გააცნო  ის მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს კურსდამთავრებული, მათი თქმით „დღეს უნივერსიტეტები ვერ ზრდიან პროფესიონალებს სამშენებლო სფეროში და სწორედ რომ დროულია ფაკულტეტის წამოწყება სამშენებლო სამართლის კვალიფიციური სპეციალისტების გაზრდის თვალსაზრისით“

ფაკულტეტის ასისტენ-პროფესორმა და  კომპანია „დეკოლაინის“ დირექტორმა კობა ჩიხლაძემ ხაზი გაუსვა პრაქტიკული თვალსაზრისით ისეთი იურისტების არსებობას, რომლებმაც იციან როგორც სამართალი ასევე, სამშენებლო, საინჟინრო და სხვა მიმართულებები. როგორც მან თქვა: „აუცილებელია სასწავლო პროგრამაში აისახოს ფაკულტეტის აღნიშნული სამეცნიერო პროექტი და სტუდენტებმა აქედანვე ისწავლონ სამშენებლო სამართალი, როგორც არჩევითი საგანი“

მოწვეულმა პროფესორმა, სამშენებლო სამართლის ექსპერტმა  კობა ყალიჩავამ განსაკუთრებულად შეაფასა ფაკულტეტის წამოწყება „საინჟინრო სამართლის“ დანერგვის  შესახებ, განმარტა სამშენებლო კოდექსთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხი და განაცხადა, რომ „თუ სამშენებლო სამართალი ფაკულტეტზე  აისახება, როგორც სასწავლო პროგრამა ეს იქნება ქვეყნისთვის წინგადადგმული ნაბიჯი და ფაკულტეტის კურსდამთავრებულების 70-80% ამ მიმართულებით აუცილებლად დასაქმდება“.

პროფესორმა თეიმურაზ ბეჟოშვილმა საზოგადოებას წარუდგინა ამ პროექტის ფარგლებში უკვე გამოქვეყნებული ორი სამეცნიერო სტატია და კვლევის გაგრძელების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

პროექტის განხილვა შეაჯამა პროფესორმა გიორგი გორაძემ, რომელმაც  ისაუბრა მელბურნისა და სიდნეის უნივერსიტეტზე, რომლებიც სწორედ რომ სასწავლო პროგრამა „საინჟინრო სამართლით“ არიან ცნობილები,  ხაზი გაუსვა იმას რომ პროექტი საინჟინრო სამართალი არ მოიცავს მხოლოდ სამშენებლო სამართალს და იგი შედგება: ენერგეტიკის სამართლით, ბიოინჟინერიით, სატრანსპორტო სამართლით, ასევე, განმარტა საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის  დანერგვაზე.   გიორგი გორაძემ  სამომავლო გეგმებიც გააცნო დამსწრე საზოგადოებას.

შეხვედრა შეაჯამა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ.

შეხვედრა სამშენებლო კომპანიის დამფუძნებლებთან

 

 2018  წლის 24 მარტს 12:00 საათზე სტუ-ს ცენტრალურ ბიბლიოთეკაში სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის  ორგანიზებით პროექტის „შეხვდი დამსაქმებელს“ და სამეცნიერო-კვლევითი პროექტის „საინჟინრო სამართლის“ ფარგლებში გაიმართება შეხვედრა არქიტექტურულ კომპანია არქ-არეას და სამშენებლო კომპანია დეკოლაინის დამფუძნებლებთან.

 

ტელეხიდი ჩინეთის უნივერსიტეტთან

 

2018 წლის 16 მარტს შედგა ტელეხიდი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ჩინური კლუბის წევრებსა და ჩინეთში ამავე კლუბის წევრებს ნელი ახობაძესა და ნინი ასანიძეს (ქალაქი ხანგჭოუ, ჭეძიან გუნშან უნივერსიტეტი) შორის. ორივე სტუდენტი ამჟამად სწავლობს ერთწლიან პროგრამაზე ჩინეთის პრესტიჟულ უნივერსიტეტში, რომელთა დაფინანსებას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა ახორციელებს.

ქართველ სტუდენტებს მიესალმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ჩინეთის კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფესორი ავთანდილ კიკნაძე, ჩინეთის კლუბის პრეზიდენტი, სამართლის მიმართულების სტუდენტი სანდრო გოძიაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების სტუდენტები. სიამაყით აღინიშნა, რომ საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა სულ ახლახან გააფორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ჭეძიან გუნშან უნივერსიტეტთან, რის შედეგადაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებს მიეცემათ შანსი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ერთი წლის განმავლობაში ისწავლონ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში.

ტელეხიდის დროს სტუდენტებმა აქცენტი გააკეთეს ჩინეთში აპრობირებულ საგანმანათლებლო სისტემაზე. სტუდენტებმა გაიხსენეს ჩინეთში სასწავლებლად წასვლამდე როგორი იყო პირველი ემოციები ჩინური ენის სწავლის დაწყებისას, თუმცა ყველაფერი არც ისე რთული აღმოჩნდა, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანდა. ახლა ორივე მათგანი ჩინეთის წამყვან უნივერსიტეტში სწავლობს და აქვთ სამთავრობო სტიპენდია.

საუბარი გაგრძელდა კითხვა-პასუხის რეჟიმში. დარბაზიდან დაისვა მრავალი შეკითხვა იმ პერსპექტივებთან დაკავშირებით, რომელიც თან ახლავს ჩინური ენის სწავლებას, მათ აქტივობებს და შთაბეჭდილებებს ჩინეთის უნივერსიტეტში. საუბარი შეეხო დასაქმების საკითხებსაც.
სტუდენტური ტელეხიდი შეაჯამა პროფესორმა ავთანდილ კიკნაძემ. მან წარმატება უსურვა ჩინეთში მყოფ სტუდენტებს და მიმოიხილა ჩინური ენის სწავლების პერსპექტივები საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და მომავალი თანამშრომლობის გეგმები ხანგჭოუს ჭეძიან გუნშან უნივერსიტეტთან.

შეხვედრა პარლამენტის წევრებთან სამეცნიერო პროექტის ,,გენდერული თანასწორობა და დისკრიმინაციის..“ ფარგლებში

2018 წლის 20 მარტს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით  სამეცნიერო-კვლევითი პროექტის ,,გენდერული თანასწორობა და დისკრიმინაცია: პოლიტიკურსამართლებრივი ასპექტებიფარგლებში, გაიმართა შეხვედრა საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებთან დიმიტრი ცქიტიშვილთან და ნინო წილოსანთან.

ღონისძიება გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ, რომელმაც მადლობა გადაუხადა სტუმრებს მობრძანებისთვის და ნაყოფიერი სამუშაო გარემო უსურვა სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს.

შეხვედრა მიეძღვნა ისეთი თემის განხილვას, როგორიცაა „ქალის როლი პოლიტიკაში“. თავდაპირველად, ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარმა ქალბატონმა ნინო წილოსანმა ისაუბრა პარლამენტში ქალთა კვოტირების პრობლემებთან დაკავშირებულ საკითხებზე.

პარლამენტის წევრმა ბატონმა დიმიტრი ცქიტიშვილმა სტუდენტებს გააცნო ის ძირეული საკითხები, რომელიც დაკავშირებულია ფემინიზმთან, გენდერ ბალანსთან, ნაადრევ ქორწინებასთან და სხვა.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა,  სტუდენტებმა აქტიურად დაუსვეს შეკითხვები დეპუტატებს  განსახილველი თემის ფარგლებში, გენდერულ-სამართლებრივ ჭრილში.

 

 

საინფორმაციო შეხვედრა ვიზალიბერალიზაციის  საკითხებთან დაკავშირებით  

 

2018 წლის 19 მარტს სტუ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ლაბორატორიაში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ვიზალიბერალიზაციის საკითხებთან დაკავშირებით ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის დირექტორთან ნინო ბოლქვაძესთან და  საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის პროგრამების დირექტორთანგოგიტა ღვედაშვილთან.

აღნიშნული შეხვედრის ორგანიზატორები იყვნენ  სტუ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების და საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტები.

შეხვედრის მიზანი მდგომარეობდა სტუდენტებისათვის ვიზალიბერალიზაციის საკითხებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლებაში. ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ნინო ბოლქვაძემ გააცნო დამსწრე აუდიტორიას უცხოეთში უვიზოდ მიმოსვლის კრიტერიუმები და მოიშველია სტატისტიკური მონაცემები.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის პროგრამების დირექტორმა გოგიტა ღვედაშვილმა დეტალურად ისაუბრა რეადმისიის პროცესთან დაკავშირებულ სამართლებრივ ასპექტებზე.

შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში, ორივე მომხსენებელმა ამომწურავად გასცეს პასუხები სტუდენტების შეკითხვებს.