სასწავლო და საფინანსო ხელშეკრულებები გაფორმდება 2018 წლის 6 მარტიდან 9 მარტის ჩათვლით, 916 ა აუდიტორიაში 11:00 საათიდან 16:00 საათამდე.
თან უნდა იქონიოთ სწავლის საფასურის გადახდის ქვითარი და პირადი საქმის დედნები.
სასწავლო და საფინანსო ხელშეკრულებები გაფორმდება 2018 წლის 6 მარტიდან 9 მარტის ჩათვლით, 916 ა აუდიტორიაში 11:00 საათიდან 16:00 საათამდე.
თან უნდა იქონიოთ სწავლის საფასურის გადახდის ქვითარი და პირადი საქმის დედნები.
სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტმა ზაზა ოქროცვარიძემ საქართველოს ჩემპიონატზე მკლავჭიდში ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ეს ჩემპიონატი ასევე გახლდათ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი, სადაც დაახლოებით 600-მდე სპორტცმენი მონაწილეობდა, მან 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოიპოვა 2 ოქროს მედალი.
სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტმა ზაზა ოქროცვარიძემ საქართველოს ჩემპიონატზე მკლავჭიდში ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ეს ჩემპიონატი ასევე გახლდათ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი, სადაც დაახლოებით 600-მდე სპორტცმენი მონაწილეობდა, მან 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოიპოვა 2 ოქროს მედალი.
სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტსა და ა(ა)იპ „სამართლებრივი დახმარებისა და საზოგადოებრივი ჩართულობის მუნიციპალური ცენტრს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე ფაკულტეტის თოთხმეტმა სტუდენტმა ერთი სემესტრის განმავლობაში 2017 წლის 3 ნოემბრიდან 2018 წლის 23 თებერვლის ჩათვლით გაიარეს პრაქტიკული კურსი ქ. თბილისის მერიასა და გამგეობებში.
საწარმო პრაქტიკის ღირებულებამ შეადგინა 1680 ლარი, რომელიც დაფინანსდა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ბიუჯეტიდან.
ფაკულტეტის დაფინანსებით სამართლის მაგისტრატურის სამმა სტუდენტმა: არამ ჯავარიანმა, ხატია ქანთარიამ, ნათია ნოზაძემ და ბაკალავრიატის სტუდენტებმა: ეკატერინე შეშაბერიძემ, მარინა მშვენიერაძემ, თეკლე ბაბუნაშვილმა, ხათუნა ონიანი, ანანო ავანაშვილმა, თათია დოლიძემ, თამარ ასანიძემ ,დარეჯან მურადაშვილმა, ანა კურტანიძემ, ქეთევან ალადაშვილმა, სალომე ნემსიწვერიძემ წარმატებით გაიარეს პრაქტიკა.
2018 წლის 1 მარტს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც უძღვებოდა ფაკულტეტის დეკანი პროფესორი ირაკლი გაბისონია.
თავდაპირველად, დეკანმა ყურადღება გაამახვილა მიმდინარე სამეცნიერო-კვლევით პროექტებზე და კიდევ ერთხელ წარმოუდგინა საბჭოს პროექტის შედეგად შექმნილი სახელმძღვანელოები.
ფაკულტეტის მენეჯერი ანა ფუტკარაძე საბჭოს წინაშე წარსდგა მცირედი მოხსენებით სტუდენტების ნიუნბერგში ვიზიტის თაობაზე, ასევე განსახილველად წარმოადგინა სტუდენტთა განცხადებები, რომლებიც ითხოვდნენ სწავლის საფასურის ნაწილობრივ დაფინანსებას და პროფესორ-მასწავლებელთა დაგეგმილი სამეცნიერო-სასწავლო ვიზიტებიც გააცნო საზოგადოებას.
დასასრულს, ფაკულტეტის დეკანმა საბჭოს მოახსენა სასწავლო პროგრამების ხელმძღვანელებისა და თანახელმძღვანელების დანიშვნის შესახებ და უსურვა მათ აკრედიტაციისა და ავტორიზაციის რეჟიმის წარმატებით დასრულება.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული სტუ-ს ეკომოლაშქრეთა კლუბის ორგანიზებით და სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის მხარდაჭერით სტუდენტები ხურვალეთში არსებულ მოხუცთა თავშესაფარს ეწვივნენ ხანდაზმულთა სახლი ,,სახლი საზღვრებს გარეშე” “House Without Borders.
თავშესაფარი მდებარეობს ხურვალეთში საოკუპაციო ხაზთან, სტუდენტები იმყოფებოდნენ საოკუპაციო ხაზთან, სადაც გაეცნენ სოფლის მოსახლეობის პრობლემებს. ხანდაზმულთა სახლის ადმინისტრაციასთან შეთანხმებისამებრ სტუდენტები მოხალისეობრივად აპირებენ ჩასვლას, რადგან დაეხმარონ იქ მცხოვრებ ადამიანებს.
პირველი ნაკადი მიდის 2 მარტს, რომლებიც ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევენ მოხუცებს, დანარჩენი მოხალისეების ნაკადი კი განაწილდებიან თვეში ორჯერ 3-3 კაციანი შემადგენლობით. ამჯამად მოხალისეობათა რაოდენობა შეადგენს 30 სტუდენტს და დღითიდღე იზრდება დაინტერესება როგორც სტუ-ს სტუდენტების, ასევე სხვა უნივერსიტეტეტებიდან და ორგანიზაციების წევრებიდან.
გთავაზობთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ახალ რუბრიკას „გაიცანი სტუ-დენტი“, რომელიც საშუალებას მოგცემთ გაიცნოთ ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტები, რომლებიც გამორჩეულნი არიან მაღალი აკადემიური მოსწრებითა და საზოგადოებრივი საქმიანობით.
ამჟამად წარმოგიდგენთ გიორგი მექვაბიძეს, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მაგისტრატურის მეორე კურსის სტუდენტს
სტუდენტობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და დაუვიწყარი პერიოდია ჩემს ცხოვრებაში. მივიღე დიდი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, წარჩინებით დავამთავრე ბაკალავრი, ვიყავი სტიპენდიანტიც. სტუდენტურ ცხოვრებაში თავიდანვე აქტიურად ჩავერთე, მონაწილეობას ვიღებდი სხვადასხვა ტრენინგებსა და პროექტებში, საერთაშორისო კონფერენციებსა და იმიტირებულ პროცესებში, განსაკუთრებით გამოვყოფ არასრულწლოვანთა განრიდება-მედიაციის იმიტირებულ პროცესს.
სტუდენტური პროექტის “Start Living Healthier-ის” ფარგლებში ლიტვის ქალაქ კაუნასში ვიმყოფებოდი. ვფიქრობ, უცხოენოვანი პროექტები ძალიან დიდ როლს თამაშობს ჩვენი ენობრივი რესურსის ჩამოყალიბებაში, სწორედ ამ მხრივ იყო ეს პროექტი ჩემთვის გამორჩეული.
ჩემი პრაქტიკული მოღვაწეობა დაიწყო ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფში, სადაც მონაწილეობას ვიღებდი სხვადასხვა ტრენინგების დაგეგმვასა და განხორციელებაში. 2015 წლის მაისში სტაჟირება დავიწყე თბილისის საქალაქო სასამართლოში, ამის შემდგომ რამდენიმე თვით ვიმუშავე კანცელარიაში. 2016 წლის ოქტომბრიდან ვმუშაობდი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, სადაც ვმუშაობდი ჯერ მეწარმეთა და იურიდიულ პირთა რეგისტრაციის დეპარტამენტში, ხოლო შემდგომ -ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტში. ახლახან კი დავინიშნე ისანი-სამგორის რაიონის სტაჟიორ-პროკურორად.
რა თქმა უნდა, ფაკულტეტმა დიდი როლი ითამაშა. მივიღე თეორიული ცოდნა, რომელსაც პრაქტიკაში წარმატებით ვიყენებ. გავიცანი ბევრი წარმატებული იურისტი და შევიძინე ახალი მეგობრები. მინდა აღვნიშნო, რომ აბიტურიენტობის პერიოდში არცერთი წამით არ მიყოყმანია, ვიცოდი რომ ეს იყო საქმე, რომელსაც მთელი სულით და გულით მოვეკიდებოდი. ამან განაპირობა ჩემი შემდგომი წარმატებები. ჯერ ის ფაკულტეტი უნდა გიყვარდეს სადაც სწავლობ, რომ შეიყვარო ის პროფესია, რომელიც მომავალში შენს სამსახურად იქცევა.
ეს იყო ამერიკის შეერთებული შტატების მოსამართლეებთან შეხვედრა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. წარმატებულმა ამერიკელმა იურისტებმა საკმაოდ კარგი რჩევები მოგვცეს და საკუთარი გამოცდილებები გაგვიზიარეს სტუდენტებს.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არის ერთ-ერთი წარმატებული უნივერსიტეტი, ამასთანავე, ჩემი მეგობრებიდან ვისაც კი ჰქონია შეხება სტუ-სთან ყველამ დადებითად შეაფასა ფაკულტეტი და ლექტორები, რამაც ერთ-ერთი მთავარი როლი ითამაშა ჩემი არჩევნის ჩამოყალიბებაში. სამართლისა და საერთაშორისო უნივერსიტეტის ფაკულტეტი საკმაოდ აქტიურად ცდილობს სტუდენტებს მიაწოდოს არა მარტო თეორიული ცოდნა, არამედ დაეხმაროს მათ შეხვდნენ დამსაქმებლებს.
ჩემი აზრით, უფრო განვითარდა ფაკულტეტი და გამოცოცხლდა სტუდენტური ცხოვრება. ბევრი კარგი, სტუდენტებზე ორიენტირებული პროექტი განხორციელდა, რაც დამატებითი სტიმულია ჩვენთვის.
მიმაჩნია რომ თეორიულ ცოდნას ერთიორად განამტკიცებს პრაქტიკა. საჭიროა მეტი პრაქტიკული კურსის, მათ შორის სხვადასხვა ორგანიზაციებში სტაჟირებების გავლის, შეტანა სასწავლო გეგმაში.
ბატონ ირაკლის პირველ რიგში მადლობას ვუხდი ფაკულტეტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და ვურჩევ, რომ არ დაკმაყოფილდეს მიღწეული შედეგით და მუდამ იბრძოლოს უნივერსიტეტის უფრო განვითარებისათვის და მაქსიმალურად გაიზიაროს ის გამორჩეულად საინტერესო და კარგი იდეები, რომლებსაც სტუდენტები სთავაზობენ.
ამჟამად ჩემი დროის უმეტეს ნაწილს სამსახურს ვუთმობ, პროკურორობა ისეთი ადვილი არ არის, როგორიც გარედან ჩანს. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა იყო სახელმწიფო ბრალმდებელი და წარმოადგენდე თითოეულ მოქალაქეს. საღამოს საათებში კი უნივერსიტეტში მაგისტრატურის ლექცია-სემინარებზე დავდივარ. თავისუფალ დროს ვცდილობ მეგობრებთან ერთად ვილაშქრო და საქართველოს ლამაზი მთა-ბარი შემოვიარო, ამაზე კარგი განტვირთვა არაფერია.
პირველ რიგში არ უღალატოთ საკუთარ თავს და მერე იმ ადამიანებს, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რათა სათანადო განათლება მოეცათ თქვენთვის. არასდროს დაზოგოთ საკუთარი თავი, შეეცადეთ უფრო მეტი ისწავლოთ, თუმცა როცა სწავლას ვამბობ არ ვგულისხმობ მხოლოდ თეორიულ ცოდნას, ვინაიდან აქ გადამწყვეტ როლს თამაშობს ის პრაქტიკული უნარ-ჩვევები, რომლებიც ძალიან წაადგება მათ სტაჟირების გავლისას. შრომისმოყვარე ადამიანები ყოველთვის აღწევენ საწადელს, თუ საკუთარ თავს დააჯერებთ იმაში, რომ შენ შეგიძლია და აუცილებლად გააკეთებ, დამერწმუნეთ ყველაფერი გამოგივათ. არასდროს დანებდეთ, რადგან ცხოვრება არის ბრძოლა, რომელშიც აუცილებლად უნდა იყო გამარჯვებული.
2018 წლის 2 მარტს 15:30-ზე საჯარო სამართლის ლაბორატორიაში (907ა) ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის დირექტორთან ნინო ბოლქვაძესთან გაიმართება შეხვედრა, რომელიც სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტისა და საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულეტეტის ერთობლივი პროექტის „ტრენერთა სკოლის“ პრეზენტაციას ჩაატარებს.
2018 წლის 2 მარტს 17:00 საათზე სტუ-ს ცენტრალურ ბიბლიოთეკაში სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით პროექტ „შეხვდი დამსაქმებელს“ ფარგლებში გაიმართება შეხვედრა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარესთან დავით ასათიანთან და ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოსა და ეთიკის კომისიის წევრებთან.
ღონისძიების ფარგლებში გაფორმდება მემორანდუმი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის.